Amazon (AMZN) დრონით მიტანის სერვისს იწყებს
გასულ კვირას, საფონდო ბირჟებმა 2020 წლის მარტის შემდეგ, ყველაზე დიდი კლება აჩვენეს, თუმცა, პარასკევის არასტაბილური ვაჭრობის შემდეგ, წინა დღესთან შედარებით, აქციები მცირედით გაიზარდა. აქვე აღსანიშნავია, რომ წინა კვირას გამოქვეყნდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური საზომი, როგორიცაა საცალო და საცხოვრებელი გაყიდვები, რომლებიც ნავარაუდებ ნიშნულზე დაბალი აღმოჩნდა, ამასთან, წინა კვირას აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთი 0.75%-ით გაზარდა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელია.