„აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ „გალტ & თაგარტი“–ს მხარდაჭერით 15 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა
1 თებერვალი, 2022 - ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრების მფლობელმა და მმართველმა კომპანიამ – შპს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ“ გალტ ენდ თაგარტის დახმარებით, 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია წარმატებით განახორციელა. ეს „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“ პირველი ემისიაა, რაც პანდემიის, ადგილობრივი თუ რეგიონალული გამოწვევების პირობებში კომპანიის სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე და კომპანიის მიმართ არსებულ დადებით მოლოდინებზე უსვამს ხაზს.