საფონდო ბირჟის ყოველკვირეული მიმოხილვა

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 01/04/2022 - 13:49

საფონდო ბირჟების სწრაფი ზრდა 2020-ის მარტში დაიწყო და ბოლო 21 თვის განმავლობაში S&P 500-ის ინდექსი, რომელიც აშშ-ს ტოპ 500 კომპანიას აერთიანებს, უკვე 100%-ზე მეტით არის გაზრდილი. 2021 წელს “S&P 500”-ის ინდექსი 27%-ზე მეტად გაიზარდა, რამაც შესაძლოა ინვესტორებს შორის გააჩინოს მოლოდინები, რომ ზრდის მსგავსი ტრენდი 2022-შიც გაგრძელდება, თუმცა საფონდო ბირჟების შესახებ პროგნოზების გაკეთება არც თუ ისე მარტივი საქმეა და ამას სხვადასხვა ამერიკული საინვესტიციო ბანკის მნიშვნელოვნად განხსვავებული პროგნოზებიც ადასტურებს.

რას პროგნოზირებენ ვოლ-სტრიტის ანალიტიკოსები 2022-ში:

  • შედარებით პესიმისტური მოლოდინები აქვთ „Morgan Stanley”-ში, რომლის ანალიტიკოსების მიხედვით, “S&P 500”-ი 2022-ში შეიძლება 4,400-მდე ჩამოვიდეს, რაც დაახლოებით 9%-იანი ვარდნა იქნება ინდექსისთვის.
  • ოპტიმისტურად უყურებენ მიმდინარე წელს „Wells Fargo“-ს ანალიტიკოსები, და პროგნოზირებენ რომ ინდექსი წელს შესაძლოა 5,300-მდე გაიზარდოს, ანუ დამატებითი 11%-იანი ზრდა ქონდეს.
  • ცალკეული აქციების ანალიტიკოსების მოლოდინების შეჯერებითაც საკმაოდ დადებითი სურათი ისახება. „FactSet“-ის მიხედვით, თუ დავეყრდნობით ცალკეული აქციების ანალიტიკოსების მოლოდინს “S&P 500”-ის ინდექსი წელს შესაძლოა 10%-ით გაიზარდოს.


საინვესტიციო ბანკების პროგნოზები ინფლაციაზე: 

„მიუხედავად იმისა, რომ გადაზიდვის ჯაჭვების პრობლემები და შესაბამისად მზარდი ინფლაცია შესაძლოა 2022-ის პირველ ნახევარში გაგრძელდეს, ჩვენი მოლოდინით ეს პრობლემები შედარებით შესუსტდება წლის მეორე ნახევრიდან“ - წერს „Wells Fargo“-ს საინვესტიციო ინსტიტუტი საკუთარ კვლევაში 2022-ის მოლოდინების შესახებ.  მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში ინფლაციის დონე ქვევით დაიწევს მიმდინარე მაჩვენებლებთან შედარებით, თუმცა ისტორიულ ინფლაციასთან შედარებით მაინც მნიშვნელოვნად მაღალი იქნება.  მსგავს შეხედულებას ბევრი სხვა საინვესტიციო ბანკიც იზიარებს, მათ შორის „Goldman Sachs“-ი და „Morgan Stanley“-იც. 


მოლოდინები 2022-ის საუკეთესო სექტორებზე:

  • Bank of America: „BOA”-ის მიხედვით ენერგეტიკისა და ფინანსურ სექტორში არსებულ კომპანიებს შეუძლიათ ინვესტორებს შესთავაზონ ინფლაციისგან დაცული ინვესტიცია, ხოლო ჯანდაცვის სექტორს კი აქვს პოტენციალი რომ აჩვენოს შედარებით კარგი ზრდა და ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებიც ამჟამად არ არიან ზედმეტად ძვირი.
  • Goldman Sachs: Goldman-ი ინვესტორებს შემდეგ რჩევებს აძლევს: 1) შეიძინეთ პანდემიისა და ინფლაციისადმი სენსიტიური ციკლური აქციები; 2) თავიდან აირიდეთ ისეთი აქციები, რომლებსაც სამუშაო ძალის ხარჯები საკმაოდ ძვირი უჯდებათ და 3) შეიძინეთ სწრაფად მზარდი „Growth” აქციები, რომლებსაც შედარებით მაღალი მომგებიანობის მარჟა აქვთ. „Goldman Sachs“-ის წარმომადგენლებმა ასევე ახსენეს, რომ თავად ბანკს საკმაოდ დიდი პოზიციები ექნება ტექნოლოგიების, საფინანსო და ჯანდაცვის სექტორში.
  • JP Morgan:  „JP Morgan“-ის წარმომადგენლები უპირატესობას შემდეგ სექტორებს ანიჭებენ: ენერგეტიკის, საფინანსო, სამომხმარებლო სერვისები და ჯანდაცვა.  კომპანიამ ასევე ახსენა, რომ წელს ისინი უპირატესობას მიანიჭებენ პატარა კომპანიებს (Small-caps) და ასევე ფიქრობენ, რომ ტურიზმთან და მოგზაურობასთან დაკავშირებულ აქციებსაც საკმაოდ კარგი რისკისა და მომგებიანობის თანაფარდობა აქვთ.
  • Morgan Stanley: მიუხედავად იმისა, რომ „Morgan Stanley“-იმ წელს მიზნად დაისახა სექტორების ნაცვლად კონკრეტულ აქციებზე კონცენტრირდეს, მათ მაინც ახსენეს რამდენიმე სექტორი, რომლებშიც შედარებით მეტი ინვესტიციის ჩადებას ფიქრობენ, ეს სექტორებია - ჯანდაცვა, უძრავი ქონება და საფინანსო.
  • Wells Fargo: “საერთაშორისო კომპანიებთან შედარებით, უპირატესობას ვანიჭებთ ამერიკულ დიდ (large-cap) და საშუალო ზომის (mid-cap) აქციებს. რჩეული ბიზნეს სექტორები: ტელეკომუნიკაციები, საფინანსო, ინდუსტრიული კომპანიები და საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი“.


ვოლ-სტრიტის ანალიტიკოსების ზოგიერთი რჩეული კომპანია 2022-ში:

  • Charles Schwab – 10-ი ვოლ-სტრიტის ანალიტიკოსზე დაყრდნობით, რომლებიც კომპანიისთვის 12 თვიან პროგნოზს აკეთებენ, SCHW-ის აქციები შესაძლოა 13.91%-ით გაიზარდოს.
  • Applied Materials – 15-ი ვოლ-სტრიტის ანალიტიკოსზე დაყრდნობით, რომლებიც კომპანიისთვის 12 თვიან პროგნოზს აკეთებენ, AMAT -ის აქციები შესაძლოა 10.12%-ით გაიზარდოს.
  • Johnson & Johnson – 7-ი ვოლ-სტრიტის ანალიტიკოსზე დაყრდნობით, რომლებიც კომპანიისთვის 12 თვიან პროგნოზს აკეთებენ, JNJ -ის აქციები შესაძლოა 10.97% -ით გაიზარდოს.
  • Chevron – 17-ი ვოლ-სტრიტის ანალიტიკოსზე დაყრდნობით, რომლებიც კომპანიისთვის 12 თვიან პროგნოზს აკეთებენ, CVX -ის აქციები შესაძლოა 15.09% -ით გაიზარდოს.
  • Alphabet – 28-ი ვოლ-სტრიტის ანალიტიკოსზე დაყრდნობით, რომლებიც კომპანიისთვის 12 თვიან პროგნოზს აკეთებენ, GOOGL -ის აქციები შესაძლოა 16.28% -ით გაიზარდოს.
  • General Motors – 13-ი ვოლ-სტრიტის ანალიტიკოსზე დაყრდნობით, რომლებიც კომპანიისთვის 12 თვიან პროგნოზს აკეთებენ, GM -ის აქციები შესაძლოა 16.28% -ით გაიზარდოს.
  • Salesforce.com – 25-ი ვოლ-სტრიტის ანალიტიკოსზე დაყრდნობით, რომლებიც კომპანიისთვის 12 თვიან პროგნოზს აკეთებენ, CRM -ის აქციები შესაძლოა 33.96% -ით გაიზარდოს.
  • Twilio – 19-ი ვოლ-სტრიტის ანალიტიკოსზე დაყრდნობით, რომლებიც კომპანიისთვის 12 თვიან პროგნოზს აკეთებენ, TWLO-ს აქციები შესაძლოა 60.16%-ით გაიზარდოს.
  • Fisker – 7-ი ვოლ-სტრიტის ანალიტიკოსზე დაყრდნობით, რომლებიც კომპანიისთვის 12 თვიან პროგნოზს აკეთებენ, FSR-ის აქციები შესაძლოა 71.65%-ით გაიზარდოს.
  • Under Armour – 17-ი ვოლ-სტრიტის ანალიტიკოსზე დაყრდნობით, რომლებიც კომპანიისთვის 12 თვიან პროგნოზს აკეთებენ, UAA-ის აქციები შესაძლოა 52.48%-ით გაიზარდოს.

 

2022 წელს ბევრი საინტერესო IPO იგეგმება, მათ შორის ინვესტორებისთვის ყველაზე საინტერესო შეიძლება იყოს:

  • Lime - კომპანიის შესაძლო ღირებულება 2022-ში IPO-ს შემთხვევაში: $1 მილიარდიდან $4 მილიარდამდე.
  • Impossible Foods - კომპანიის შესაძლო ღირებულება 2022-ში IPO-ს შემთხვევაში: $7 მილიარდზე მეტი.
  • Reddit - კომპანიის შესაძლო ღირებულება 2022-ში IPO-ს შემთხვევაში: $15 მილიარდზე მეტი.
  • Discord - კომპანიის შესაძლო ღირებულება 2022-ში IPO-ს შემთხვევაში: $15 მილიარდზე მეტი.
  • Instacart - კომპანიის შესაძლო ღირებულება 2022-ში IPO-ს შემთხვევაში: $39 მილიარდი.
  • Databricks - კომპანიის შესაძლო ღირებულება 2022-ში IPO-ს შემთხვევაში: $38 მილიარდზე მეტი.
  • Chime - კომპანიის შესაძლო ღირებულება 2022-ში IPO-ს შემთხვევაში: $35 მილიარდიდან $45 მილიარდამდე.
  • Stripe - კომპანიის შესაძლო ღირებულება 2022-ში IPO-ს შემთხვევაში: $100 მილიარდზე მეტი.

 

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო

Type
Blog
Thumbnail
error