„საქართველოს უძრავმა ქონებამ“ „გალტ & თაგარტისა“ და „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით 35 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა

Submitted by manager@gt.ge on ხუთ, 10/13/2022 - 18:08

„საქართველოს უძრავმა ქონებამ“ (m2-ის მფლობელი კომპანია) წარმატებით გამოუშვა და განათავსა 35 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციები. აღნიშნული ტრანზაქცია „საქართველოს უძრავი ქონებისა“ და „გალტ & თაგარტისთვის“ - რიგით მეშვიდე, „საქართველოს უძრავი ქონებისა“ და თიბისი კაპიტალისთვის კი, პირველი  ერთობლივი წარმატებული განთავსებაა, რაც საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნული ემისია თიბისი კაპიტალის და “გალტ & თაგარტის” რიგით მეორე ერთობლივი განთავსებაა ადგილობრივ ბაზარზე.

Microsoft-მა დივიდენდი 10%-ით გაზარდა

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 09/27/2022 - 14:12

ინვესტორები აგრესიულად ყიდნენ პოზიციებს პარასკევს, რამაც გამოიწვია ფასების ვარდნა როგორც აქციებში, ასევე ობლიგაციებში. ბაზარი სწრაფად გადავიდა მაღალი ინფლაციის შიშებიდან ფედერალური სარეზერვო სისტემის აგრესიული მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების კამპანიის შიშებზე. ინდექსები კვირა დაამთავრეს წლის დაბალი ნიშნულებისკენ. აშშ-ს სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა ამ კვირაში ავიდა ბოლო ათწლეულის ყველაზე მაღალ ნიშნულზე - ორწლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 4.26%-მდე გაიზარდა, ხოლო 10 წლიანი ობლიგაციების სარგებლიანობა 3.82%-მდე.

ბირჟაზე ცუდი კვირის მიუხედავად Tesla-ს აქციები მცირედით გაიზარდა - რატომ?

Submitted by manager@gt.ge on ორშ, 09/19/2022 - 18:32

FedEx:
პარასკევს, გადაზიდვების კომპანია „FedEx”-მა (FDX) დაგეგმილზე ადრე გამოაქვეყნა საკუთარი შედეგები და გამოაცხადა, რომ მათი მოლოდინები მიმდინარე წლის შემოსავლებთან დაკავშირებით საგრძნობლად შემცირებულია რთული ეკონომიკური მდგომარეობისა და მოსალოდნელი რეცესიის ფონზე. ამ განცხადების შემდეგ „FedEx“-ის აქციების ფასი 21%-ით შემცირდა, რაც კომპანიისთვის ყველაზე ცუდი დღე აღმოჩნდა ისტორიის მანძილზე.

როგორ შეიცვალა პრეზენტაციის შემდეგ Apple-ის აქციების ფასი

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 09/13/2022 - 13:38
  • CVS Health (CVS)-მა Signify Health (SGFY)-ის შეძენა დააანონსა: CVS Health-ი (CVS) Signify Health-ის (SGFY) 8 მილიარდ დოლარად შეძენას დათანხმდა. ამით კომპანიამ სხვა პოტენციურ მყიდველებს, მათ შორის Amazon (AMZN) და UnitedHealth (UNH)-ს აჯობა. ტრანზაქცია CVS-ს 10,000 ექიმს და დამხმარე პერსონალს შემატებს. ასევე, გარიგება დაეხმარება CVS-ს (CVS) მილიონობით ამერიკელისთვის სამედიცინო დახმარების კოორდინაციაში. CVS Health-ის აქციების ფასი გასულ კვირას 2.7%-ით გაიზარდა, ხოლო Signify Health-ის აქციების ფასი 1.36%-ით.

T-Mobile ილონ მასკის Starlink-თან ითანამშრომლებს - როგორია მოლოდინები

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 08/30/2022 - 15:52
  • AMC-ის აქციების ფასი 19.21%-ით შემცირდა: იმის შემდეგ რაც AMC Entertainment-ის აქციონერებმა დივიდენდის სახით მიიღეს AMC-ისპრივილეგირებული აქციები, კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა. დღის ბოლოსთვის კომპანიის აქციის ფასი 10.46 დოლარამდე დაეცა, ხოლო APE (დივიდენდად მიღებული აქცია) დაეცა 5.86 დოლარამდე, (12%-იანი კლება). ჯამში ორი აქციის ფასი მიახლოებით 16 დოლარი გამოვიდა, როდესაც გაყოფამდე ფასი იყო 18 დოლარის ფარგლებში.

Tesla აგვისტოს ბოლოს აქციების გაყოფას გეგმავს

Submitted by manager@gt.ge on ორშ, 08/15/2022 - 19:22
  • Tesla გეგმავს აქციების გაყოფას 3:1 პროპორციით აგვისტოს ბოლოს: ელექტრომობილების მწარმოებლის Tesla-ს აქციების ფასი გაიზარდა ბოლო 1 კვირაში $840-დან $910-მდე გაიზარდა. არსებული ზრდა კომპანიის მიერ აქციების გაყოფის დაანონსებამ გამოიწვია. აგვისტოს ბოლოს Tesla-ს ერთი აქციის მფლობელი 3 აქციას მიიღებს, მაგალითად თუ აქამდე ერთ $900-იან აქციას ფლობდით, საინვესტიციო ანგარიშზე 3 ცალ $300-იან აქციას მიიღებთ.