ახალი ამბები:
- ბაზრის ბოლოდროინდელი ვარდნის მიუხედავად, ენერგეტიკის აქციები სხვა სექტორებზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ: ენერგეტიკის სექტორის ტოპ ETF, როგორიცაა XLE მიმდინარე წელს თითქმის 40%-ით გაიზარდა. ენერგეტიკულ კომპანიას, Occidental Petroleum (OXY), რომელიც მიმდინარე წელს უორენ ბაფეტისთვის და მისი საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-ისთვის (BRKB) ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი აქცია აღმოჩნდა, წელს 120%-ზე მეტით გაიზარდა. ანალიტიკოსების თქმით ფასების ზრდა მიწოდების დეფიციტითაა გამოწვეული.
- Lululemon Athletica (LULU) - ის აქციები პარასკევს საგრძნობლად გაიზარდა, რაც მეორე კვარტალის შედეგებში ნაჩვენებმა მოგებამ განაპირობა. აღნიშნულ კვარტალში კომპანიის მთლიანი შემოსავალი 29%-ით გაიზარდა. Lululemon Athletica-ს CFO-მ კომპანიის პერსპექტივებზე საუბრისას განაცხადა, რომ ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, კომპანია კარგად არის პოზიციონირებული შემოდგომისა და სადღესასწაულო სეზონისთვის. LULU- ს აქციების ფასი პარასკევს 7%-ით გაიზარდა.
- Nvidia-ს აქციების ფასმი ბოლო 1 წლის მინიმალურ დონემდე შემცირდა: Nvidia-ს აქციებმა (NVDA) ხუთშაბათს 52 კვირიან მინიმუმს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-მა კომპანიის AI ჩიპების ჩინეთსა და რუსეთში ექსპორტზე ახალი ლიცენზიის მოთხოვნა დააწესა. ჩიპების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასები ბაზრის დახურვისას 7%-ზე მეტით შემცირდა. Nvidia-მ განაცხადა, რომ ახალი ლიცენზიის მოთხოვნამ შესაძლოა $400 მილიონით შეამციროს გაყიდვები.
ინვესტორების პესტიმისტური განწყობა, რომელიც ჯექსონ ჰოლის სიმპოზიუმზე ფედერალური რეზერვის პრეზიდენტის მკაცრმა განცხადებებმა გამოიწვია, წინა კვირაშიც გაგრძელდა. პარასკევს , შრომის დეპარტამენტის მიერ წარდგენილმა მოხსენებამ აჩვენა , რომ ამერიკაში წინა თვეში 315,000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც მოსალოდნელზე მაღალი ციფრი აღმოჩნდა. გასული კვირის განმავლობაში S&P 500 ინდექსი 3,29%-ით შემცირდა. Dow Jones-ის ინდექსი 2,99% -ით დაეცა, ხოლო NASDAQ 4,21%-ით უფრო დაბალ ნიშნულზე დაიხურა.
Type
Blog
Thumbnail
