საფონდო ბირჟის ყოველკვირეული მიმოხილვა
სამივე ძირითადი ამერიკული ინდექსი წინა კვირის განმავლობაში შემცირდა, მათ შორის “S&P 500”-იც, რომელიც მანამდე ზედიზედ 3 კვირის განმავლობაში იზრდებოდა. აქციების ფასების ვარდნა FED-ის ინფლაციასთან ბრძოლის უფრო აგრესიულმა ტონმა გამოიწვია. წინა კვირას ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ფედერალური რეზერვის წარმომადგენლების ბოლო შეხვედრის ჩანაწერები, რომელმაც გვაჩვენა, რომ FED-ში აქტიურად განიხილავენ საპტოცენტო განაკვეთების კიდევ უფრო გაზრდასა და მათ ხელთ არსებული ფასიანი ქაღალდების კიდევ უფრო სწრაფად ჩამოწერას საკუთარი ბალანსიდან.