საფონდო ბირჟის ყოველკვირეული მიმოხილვა

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 03/22/2022 - 11:21

წინა კვირის განმავლობაში ინდექსებმა 2020 წლის ნოემბრის შემდეგ, ყველაზე დიდი ზრდა დააფიქსირეს, მას შემდეგ რაც ინვესტორებმა ზედმეტად შემცირებული აქციების აქტიურად შესყიდვა დაიწყეს. ბირჟებზე აქციების ფასების აღმასვლა ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების გაზრდის დაანონსების შემდეგ დაიწყო. „FED”-ი ხშირად საუბრობდა ბოლო თვეების განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე, შესაბამისად ოთხშაბათს 0.25%-იანი ზრდა ინვესტორებისთვის სიურპრიზი არ აღმოჩნდა. ბირჟებზე ასევე დადებითი ეფექტი იქონია ჩინეთის განცხადებამ, რომ ისინი არ განიხილავენ რუსეთის ომში დახმარებას. კვირის განმავლობაში ლიდერობდნენ ტექნოლოგიური კომპანიების აქციები, შესაბამისად მთავარი ინდექსებიდან ყველაზე დიდი ზრდა „Nasdaq”-ის ინდექსმა დააფიქსირა და 1 კვირის ჭრილში 8.2%-ით გაიზარდა. „Dow Jones”-ის ინდექსი იგივე პერიოდში 5.5%-ით, “S&P 500”-ის ინდექსი კი 6.1%-ით უფრო მაღალ ნიშნულზე დაიხურა.


წინა კვირის საინტერესო ახალი ამბები:

  • ჩინური კომპანიების აქციები ისტორიული ვარდნის შემდეგ კვლავ სწრაფად იზრდება:  წინა კვირის დასაწყისში, ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებისა და ამერიკულ ბირჟებზე დაშვებული ჩინური აქციების ისტორიული ვარდნის შემდეგ, „JPMorgan Chase & Co.“-ს ანალიტიკოსები ჩინურ ტექნოლოგიური კომპანიების აქციებს „არაინვესტირებადს“ უწოდებდნენ, თუმცა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა.  ჩინური კომპანიების აქციების ფასებმა სწრფი ზრდა დაიწყეს მას შემდეგ, რაც ჩინეთის მხრიდან წამოვიდა სიგნალები, რომ ისინი მზად არიან მხარი დაუჭირონ უცხოურ ბირჟებზე დაშვებულ კომპანიებს. ჩინური სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეგულატორებს ორივე ქვეყნიდან აქვთ პროგრესი ამერიკაში დაშვებული აქციების შესახებ შეთანხმების მიღწევაზე. განცხადებაში საუბარი იყო იმაზეც, რომ ჩინეთის მარეგულირებლების მიერ ტექნოლოგიურ კომპანიებზე ზეწოლა და რეგულაციების გამკაცრებაც შესაძლოა მალევე შეწყდეს „Bank of America”-ს ანალიტიკოსების განცხადებით, მიმდინარე პროცესები შესაძლოა დადებითად აისახოს ჩინური აქციების ფასზე და გამოიწვიოს საკმაოდ დიდი ზრდა გაზაფხულის ბოლომდე. რამდენიმე ჩინურმა კომპანიამ უკვე აჩვენა ფენომენალური შედეგი წინა კვირის განმავლობაში, მათ შორის იყვნენ: „Alibaba“ (+37.05%), „JD.com“ (+51.47%), „Baidu“ (+38.45%), „NIO“ (+38.24%) , „Li auto“ (+40.60%) და „Xpeng“ (+38.78%).
  • საპროცენტო განაკვეთების ზრდა, შესაძლოა დადებითად აისახოს კომპანიებზე, რომლებსაც თავისუფალი თანხების დიდი რეზერვები აქვთ:  როგორც უკვე ვახსენეთ, წინა ოთხშაბათს ფედერალურმა რეზერვმა 0.25%-ით გაზარდა ამერიკაში საპროცენტო განაკვეთები. ეს 2018 წლის შემდეგ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პირველი გადაწყვეტილება იყო და ეკონომისტების ახალი პროგნოზით წელს მოსალოდნლეია საპროცენტო განაკვეთების კიდევ 7-ჯერ გაზრდა. საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე, საუკეთესო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის კომპანიები, რომლებსაც თავისუფალი თანხების ყველაზე დიდი რეზერვები აქვთ. პროცენტების ზრდის შემდეგ, ასეთი კომპანიები არამარტო უფრო მეტ თანხას გამოიმუშავებენ იმ რეზერვებზე, რომლებიც დეპოზიტებსა და სახაზინო ობლიგაციებში ექნებათ განთავსებული, არამედ უფრო მომგებიან მდგომარეობაშიც შესაძლოა აღმოჩნდნენ საკუთარ კონკურენტებთან შედარებით, რადგან არ მოუწევთ საკუთარი ბიზნესის გაფართოებისა და სხვა კომპანიების შესყიდვისთვის გაძვირებული სესხების აღება. „Barron`s”-ის მიხედვით ინვესტორებისთვის შესაძლოა მიმზიდველი იყოს ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან: „Berkshire Hathaway“-ი ($144 მილიარდი დოლარის რეზერვები), „Apple“-ი ($203 მილიარდი დოლარის რეზერვები ) და „Alphabet“-ი ($203 მილიარდი დოლარის რეზერვები), რომლებმაც შესაძლოა დამატებითად მილიარდობით დოლარის საპროცენტო შემოსავლები მიიღონ საკუთარი თავისუფალი თანხების რეზერვებიდან შემდეგი წლების განმავლობაში.
  • საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდა დადებითად აისახება ზოგიერთი კომპანიის აქციების ფასზეც:  ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ინფლაციის დონე საკვები პროდუქტების ინდუსტრიაში ჩართული კომპანიების აქციების ფასზეც აისახება. რა თქმა უნდა საკვები პროდუქტების ინდუსტრიაში არსებული ინფლაციის მაღალი დონე დიდ გავლენას ახდენს ისეთ კომპანიებზე, რომლებიც საცალო გაყიდვების, რესტორნების, ფერმერული ტექნიკისა და სხვა საკვებთან დაკავშირებულ სფეროებში მუშაობენ. რუსეთ-უკრაინის ომის გამო მოსალოდნელია, რომ საკვები პროდუქტების ფასები კიდებ უფრო გაიზრდება, რადგან ეს ქვეყნები ხორბლის, ქერის და სხვა ნედლეულის საკმაოდ დიდი ექსპორტიორები არიან მთელს მსოფლიოში.  ფასების ზრდის დინამიკა ნედლეულზე უკვე შესამჩნევია:  ხორბლის ფასი ბოლო 12 თვის განმავლობაში დაახლოებით 60%-ით არის გაზრდილი. გაზრდილია სიმინდის ფასიც: დაახლოებით 35%-ით ბოლო 1 წლის განმავლობაში. ინვესტორებს, რომლებსაც პირდაპირ სურთ სპეკულაცია ამ პროდუქტების ფასზე, შეუძლიათ გამოიყენონ ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიც არის: „Teucrium Corn Fund“ (ტიკერი: CORN) და „Teucrium Wheat Fund“ (ტიკერი: Wheat). ნედლეულის ფასის ზრდის შედეგად, მომგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ამერიკელი ფერმერები, ფერმერების შემოსავლების ზრდის ფონზე კი ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ გაიზრდება ამერიკაში ფერმერული ტექნიკის ყველაზე დიდი მწარმოებლის -„Deere & Company“-ის  (DE) შემოსავლებიც. „DE”-ის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან დღემდე უკვე 18%-ით არის გაზრდილი. შესაძლოა საინტერესო იყოს კომპანია „AGCO“-ც, რომელიც „Deere & Company“-ისთან შედარებით 10-ჯერ უფრო პატარაა, თუმცა წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიის აქციების 13%-იანი ზრდა ადასტურებს, რომ ინვესტორები ზრდის პოტენციალს ამ კომპანიაშიც ხედავენ.

 

„S&P 500“-ის ტოპ სექტორები წინა კვირაში:

  • მომხმარებლების დისკრეციული სექტორი + 9.27% (ETF: XLY) 
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორი + 7.87% (ETF: XLK)
  • ფინანსური სექტორი + 7.14% (ETF: XLF)

 

მიმდინარე კვირის კვარტალური შედეგები:

ორშაბათი,  21 მარტი: Nike (NKE) and Tencent Music Entertainment (TME).

სამშაბათი, 22 მარტი: Carnival (CCL), Adobe (ADBE) and Poshmark (POSH).

ოთხშბათი, 23 მარტი: General Mills (GIS), Winnebago (WGO), EVgo (EVGO) and Trip.com (TCOM).

ხუთშბათი, 24 მარტი: Darden Restaurants (DRI) and Nio (NIO).

პარასკევი, 25 მარტი: JinkoSolar (JKS).
 

 

Type
Blog
Thumbnail
error