ილონ მასკს Twitter-ის შეძენა სურს - საფონდო ბირჟების მიმოხილვა

Submitted by manager@gt.ge on ორშ, 04/18/2022 - 17:47
  • ელონ მასკს Twitter-ის მთლიანად ყიდვა სურს: გასულ კვირას ელონ მასკმა ტვიტერის წარმომადგენლებს წერილი გაუგზავნა, სადაც მან Twitter-ის მთლიანად ყიდვის სურვილი გამოთქვა. მისი შეთავაზება $43 მილიარდი იყო.  „Tesla”-ს დამფუძნებლის განცხადებით, ეს მისი ბოლო და საუკეთესო შემოთავაზებაა. „Twitter”-ის (TWTR) საბჭო ამ ინიციატივას არც თუ დიდი აღფრთოვანებით შეხვდა. მათ ე.წ , „Poison pill” შიდა პოლიტიკაც კი დაამტკიცეს პარასკევს, რომელიც არამომგებიანს გახდის მასკის მიერ ბირჟაზე ტვიტერის დიდი წილის შესყიდვას კომპანიის საბჭოს თანხმობის გარეშე. ანალიტიკოსების აზრი, იმის შესახებ, შეძლებს თუ ვერა მასკი ამ წამოწყების ბოლომდე მიყვანას ორად იყოფა,  თუმცა წარმატების შემთხვევაში,  “Twitter”-ის აქციებს ამჟამინდელი $45-იანი ნიშნულიდან აღმასვლის 20%-ზე მეტად გაზრდის პოტენციალი აქვს.
     
  • დიდმა ამერიკულმა ბანკებმა არასახარბიელო შედეგები აჩვენეს:  “JPMorgan Chase”-ის (JPM) აქციების ფასი კვარტალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, 3.2%-ით შემცირდა. “JPM”-ის გენერალურმა დირექტორმა ჯეიმი დაიმონმა განაცხადა, რომ ისინი პოზიტიურად უყურებენ ეკონომიკას მოკლე ვადაში, თუმცა გრძელ ვადაში სხვადასხვა რისკს ხედავენ. 3%-ით შემცირდა, „Goldman Sachs“-ის (GS) აქციების ფასი, კომპანიის მოგება პირველ კვარტალში 42%-ით იყო შემცირებული. ინვესტორები იმედგაცრუებულნი იყვნენ „Wells Fargo“-ს (WFS) შედეგებითაც, და აქციები ხუთშაბათს 4.5%-ით შემცირდა.  დიდ ბანკებს შორის, რომლებსაც კვარტალური შედეგების პრეზენტაცია ხუთშაბათს ქონდათ, მხოლოდ „Morgan Stanley“-იმ (MS) და „Citigroup“-მა (C) მოახერხეს, რომ დღე მცირე ზრდით დაესრულებინათ.
     
  • ტურიზმისა და მოგზაურობის სექტორის აქციები იზრდება: „Delta Air Lines“-ს (DAL) ნამდვილად კარგი კვირა ჰქონდა. კვარტალური შედეგების გამოცხადების შემდეგ მათი აქციების ფასი 15%-ზე მეტით გაიზარდა. კომპანიის მენეჯმენტის თქმით, მიმდინარე კვარტალში კომპანია უკვე მომგებიანობას დაუბრუნდება, პირველად პანდემიის დაწყების შემდეგ. ამ განცხადებამ ინვესტორებს იმედი მისცა, რომ მოსალოდნელია მთლიანად ტურიზმისა და მოგზაურობის ინდუსტრიის სწრაფი აღდგენა, რაც დადებითად აისახა ბევრ სხვა ამ მიმართულების წარმომადგენელზე, მათ შორის: „American Airlines Group“ (AAL) კვირის განმავლობაში 12.63%-ით გაიზარდა, „Carnival“ (CCL) + 5.2%,  „Airbnb“ (ABNB) +6.62% , „Booking Holdings“ (BKNG) + 1.85% და „Hilton Hotels“ (HLT) + 7.51%.
     


ინდექსების შედეგები:

აქციების ფასები წინა კვირაში საგრძნობლად შემცირდა. გაზრდილი ინფლაცია და საპროცენტო განაკვეთები ყველაზე უარყოფითად „Nasdaq“-ის ტექნოლოგიური კომპანიებით გაჯერებულ ინდექსზე აისახა, და კვირის განმავლობაში 2.6%-ით შემცირდა. „S&P 500”-ის ინდექსი იგივე პერიოდში 2.1%-ით უფრო დაბალ ნიშნულზე დაიხურა, ხოლო „Dow Jones“-ის ინდექსმა 0.8% შემცირება დააფიქსირა.

 

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო

Type
Blog
Thumbnail
error