რატომ დაეცა Twitter-ის ღირებულება 10%-ით

Submitted by manager@gt.ge on ორშ, 05/16/2022 - 19:08

პარასკევს, ფინანსურ ბირჟებზე ქაოტური კვირის დასასრულს, აქციების ფასები გაიზარდა, მას შემდეგ რაც ფედერალური რეზერვის თავჯდომარე ჯერომ პაუელმა ინვესტორები დაამშვიდა, რომ FED-ი არ გეგმავს საპროცენტო განაკვეთების 0.75%-ით გაზრდას. მიუხედავად პარასკევს აქციების ზრდისა, მთლიანი კვირის განმავლობაში ინდექსები მაინც წითელ ზონაში დაიხურა. ამის მიზეზი მაღალ ინფლაციის აღმოსაფხვრელად გადაგმული Fed-ის ნაბიჯებია, რომელიც დიდი ალბათობით ამერიკის ეკონომიკას რეცესიაში გადაიყვანს. კვირის განმავლობაში, Dow Jones-ის ინდექსი 2.14%-ით შემცირდა, რაც ინდექსისთვის მე-7 ვარდნის კვირა აღმოჩნდა. S&P 500-ის ინდექსი წინა კვირაში 2.4%-ით დაეცა, ხოლო Nasdaq Composite ინდექსი კი იგივე პერიოდში 2.8%-ით შემცირდა.

 

კვირის საინტერესო ახალი ამბები:

 

  •  Disney-ის კვარტალური შედეგები:  კომპანია Disney-იმ პრეზენტაციის დროს გამოაცხადა, რომ მათი „Streaming” სერვისი განაგრძობს ზრდას და მათ მიმდინარე კვარტალში 7.9 მილიონი ახალი გამომწერი დაემატათ. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბობ ჩაპეკმა, ახსენა, რომ მათი გრძელვადიანი გეგმები: 260 მილიონ გამომწერი 2024 წლამდე, ჯერ ისევ მიღწევადია. ასევე ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ დიდი ალბათობით, ეს ბიზნეს სეგმენტი მალე მომგებიანი გახდება. Disney-იმ კარგი შედეგები გამოაქყვნა გასართობი პარკების მიმართულებითაც - შემოსავლები, წინა წელთან შედარებით გაორმაგდა და $6.7 მილიარდს მიაღწია.  კომპანიის მთლიანი საოპერაციო მოგება პირველ კვარტალში $1.8 მილიარდი იყო, რაც ანალიტიკოსების მოლოდინს 18%-ით აღემატებოდა და თითქმის პანდემიამდელი ნიშნულის ტოლია. ამასთან, კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა $19.2 მილიარდი შეადგინა და მცირედით ჩამორჩანალიტიკოსების მოლოდინებს. მიუხედავად კარგი კვარტალური შედეგებისა, DIS-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში დაახლოებით, 1.68%-ით შემცირდა.
  • Robinhood-ის აქციები სწრაფად გაიზარდა, მას შემდეგ რაც ერთ-ერთმა მილიარდელმა კომპანიის დიდი წილი შეიძინა: კრიპტო ბირჟის, FTX-ის გენერალურმა დირეტორმა, მილიარდერმა სემ ბანკმან-ფრიდმა, წინა კვირას გმოაცხადა, რომ მან კომპანია Robinhood-ის საკმაოდ დიდი წილი შეიძინა. ბიზნესმენმა HOOD-ის 7.6%,  $648 მილიონად იყიდა, რის შედეგადაც, ის კომპანიის მე-3 ყველაზე დიდი მფლობელი გახდა. ამ ინფორმაციის გამოცხადების შემდეგ, პარასკევს Robinhood-ის აქციების ფასი თითქმის 25%-ით გაიზარდა, თუმცა, მიუხედავად ასეთი დიდი ზრდისა, HOOD-ი წლის დასაწყისიდან დღემდე ჯერ ისევ 40%-ზე მეტით არის შემცირებული.
  • ელონ მასკის ერთმა პოსტმა Twitter-ის აქციების ფასი 10%-ზე მეტით შეამცირა: Tesla- გენერალურმა დირექტორმა პარასკევს შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა : „სოციალურ ქსელზე „Fake” და „Spam” ანგარიშების რაოდენობის დაზუსტების გამო Twitter-ის შესყიდვის პროცესი ამჟამად შეჩერებულია,“, ამის შემდეგ „TWTR”-ის აქციების ფასი 1 დღეში 10%-ით შემცირდა. ილონ მასკი კვლავ ირწმუნება, რომ კომპანიის შესყიდვა კვლავ სურს, თუმცა ინვესტორების დიდი ნაწილის აზრით, შეიძლება მილიარდერი ტრანზაქციიდან გამოსვლას ან Twitter-ის უფრო დაბალ ფასად შეძენას ცდილობდეს. ამჟამად Twitter-ის აქციების ფასი $40-იან ნიშნულზე არის ჩამოსული. თუ კომპანიის შესყიდვის ტრანზაქცია არ შეჩერდება და მასკი TWTR-ს $54.2- ად შეისყიდის, კომპანიის აქციებს აქვთ პოტენციალი, რომ კიდევ 30%-ზე მეტით გაიზარდოს ტრანზაქციის დასრულებამდე.

 

Type
Blog
Thumbnail
ფოტო