საქართველოს სალიზინგო კომპანიამ წარმატებით განათავსა USD 12 მლნ და EUR 3 მლნ 2-წლიანი ობლიგაციები

Submitted by manager@gt.ge on ორშ, 08/09/2021 - 17:00

გალტ & თაგარტმა, წარმატებით განათავსა საქართველოს სალიზინგო კომპანიის, 12 მილიონი აშშ დოლარის და 3 მილიონი ევროს, 2 წლიანი ობლიგაციები.
საქართველოში, ევროში დენომინირებული ობლიგაციების განთავსება, ამ მოცულობითა და ვადით პირველად მოხდა.

დოლარის ობლიგაციების წლიური ფიქსირებული განაკვეთი უპრეცედენტოდ დაბალია და 5.75%-ს შეადგენს, ხოლო საქართველოს კაპიტალის ბაზარზე სადებიუტო ევროს ობლიგაციების საპროცენტო სარგებელმა 4.75% შეადგინა.

გალტ & თაგარტმა ბათუმში აჭარის ეკონომიკის და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენციას უმასპინძლა

Submitted by manager@gt.ge on ორშ, 09/30/2024 - 16:31

27 სექტემბერი 2024  - გალტ & თაგარტმა ბათუმში ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აჭარაში მიმდინარე ეკონომიკური და სექტორული ტენდენციები გააცნეს.

Euromoney-იმ გალტ & თაგარტი საქართველოში 2024 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

Submitted by manager@gt.ge on პარ, 07/19/2024 - 16:21

ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Euromoney-იმ გალტ & თაგარტი საქართველოში 2024 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.

Galt & Taggart მომხმარებლებს აშშ-ის საფონდო ბირჟაზე გახანგრძლივებული საათებით ვაჭრობას სთავაზობს

Submitted by manager@gt.ge on ხუთ, 06/06/2024 - 11:31

Galt & Taggart, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, ინოვაციების დანერგვასა და ინვესტორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით,  Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულებამ აშშ-ის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით დაინტერესებულ პირებს გახანგრძლივებული დროით ვაჭრობის ფუნქციონალი წარუდგინა. ფუნქციონალი ონლაინ სავაჭრო პლატფორმის G&T Trader-ის ნაწილია.

Galt & Taggart-მა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო შედეგების პრეზენტაციაზე პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა

Submitted by manager@gt.ge on ხუთ, 04/04/2024 - 11:33

საპენსიო სააგენტომ ხუთი წლის საინვესტიციო შედეგები წარადგინა, რომელსაც მთავრობიდან და ფინანსური სექტორიდან 200-მდე დელეგატი ესწრებოდა.  ღონისძიება მიზნად ისახავდა ორგანიზაციის დაარსებიდან დღემდე არსებული საინვესტიციო შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას. ღონისძიებაზე ასევე გაიმართა რამდენიმე პანელური დიკუსია, სადაც გალტ & თაგარტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

Galt & Taggart-მა ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გლობალური სასაქონლო ბაზრების მიმოხილვა წარადგინა

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 03/26/2024 - 11:37

კვლევების უფროსმა, კახა სამყურაშვილმა გლობალური სასაქონლო ბაზრების მიმოხილვა წარადგინა.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და ამ პროცესებზე ცენტრალური ბანკების რეაგირება  იყო.

ღონისძიებაზე სხვადასხვა საკითხებზე მომხსენებლები იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო კონსულტანტი დევიდ ვავრა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები.

Galt & Taggart-მა Pepsico კავკასიის წლიურ შეხვედრაზე ეკონომიკური და სექტორული პრეზენტაცია წარადგინა

Submitted by manager@gt.ge on ოთხ, 02/14/2024 - 11:41

გალტ & თაგარტმა Pepsico კავკასიის წლიურ კონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკის და FMCG (სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო საქონელი) სექტორის მიმოხილვა წარადგინა.

ღონისძიებაზე გალტ & თაგარტის წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს და რეგიონის ეკონომიკებში მიმდინარე ტენდენციები და პროგნოზები, ასევე FMCG სექტორის კვლევის მიგნებები გაუზიარეს.

აშშ-ს აქციების ბაზრის შედეგები 2023 წელს

Submitted by manager@gt.ge on ხუთ, 12/21/2023 - 15:35
  • Dow Jones Industrial Average: +12.6%
  • S&P 500: +23.4%
  • Nasdaq Composite: +42.6%

მთავარი ინდექსების ზრდა წელს რამდენიმე ურთიერთდამოკიდებულმა ფაქტორმა გამოიწვია. მთავარი მიზეზი იყო ინფლაციის შემცირება, რამაც გააუმჯობესა ინვესტორთა სენტიმენტი. ამის შედეგად, აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა შეწყვიტა განაკვეთების ზრდა და ბაზარს მისცა სიგნალი, რომ სამომავლოდ ნაკლებად მკაცრი პოლიტიკის წარმოებას აპირებს.

შპს „ჯეოსთილმა“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, ჯამურად 20 მილიონი აშშ დოლარის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები წარმატებით განათავსა „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, კომპანია „ჯეოსთილმა“, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების მეორე ტრანშის წარმა

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 12/19/2023 - 14:40

გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, კომპანია „ჯეოსთილმა“, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების მეორე ტრანშის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, „გალტ & თაგარტის“ სათავო ოფისში პრეს კონფერენციას უმასპინძლა.