საქართველოს სალიზინგო კომპანიამ წარმატებით განათავსა USD 12 მლნ და EUR 3 მლნ 2-წლიანი ობლიგაციები

Submitted by manager@gt.ge on ორშ, 08/09/2021 - 17:00

გალტ & თაგარტმა, წარმატებით განათავსა საქართველოს სალიზინგო კომპანიის, 12 მილიონი აშშ დოლარის და 3 მილიონი ევროს, 2 წლიანი ობლიგაციები.
საქართველოში, ევროში დენომინირებული ობლიგაციების განთავსება, ამ მოცულობითა და ვადით პირველად მოხდა.

დოლარის ობლიგაციების წლიური ფიქსირებული განაკვეთი უპრეცედენტოდ დაბალია და 5.75%-ს შეადგენს, ხოლო საქართველოს კაპიტალის ბაზარზე სადებიუტო ევროს ობლიგაციების საპროცენტო სარგებელმა 4.75% შეადგინა.

ეს საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის რიგით მეექვსე და მეშვიდე ემისიებია, რაც პანდემიის პირობებში კომპანიის სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე და კომპანიის მიმართ არსებულ დადებით სამომავლო მოლოდინებზე მიუთითებს.

Type
News
Thumbnail
საქართველოს სალიზინგო კომპანიამ წარმატებით განათავსა USD 12 მლნ და EUR 3 მლნ 2-წლიანი ობლიგაციები