ტურიზმის ბაზრის მიმოხილვა - მარტი, 2022

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 04/19/2022 - 16:37

ვიზიტორები
2022 წლის მარტში საქართველოს 188,394 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია - რაც 236.9%-იანი წლიური ზრდაა და 2019 წლის დონის 37%-ია. ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ტურისტების ზრდით (+210.6% წ/წ), რომელმაც 2019 წლის დონის 49% შეადგინა. ერთდღიანი ვიზიტები კვლავ მოკრძალებულია და 2019 წლის დონის მხოლოდ 16% შეადგინა, მეზობელი ქვეყნების საზღვრის კვეთის გამკაცრებული რეგულაციების გამო. აღსანიშნავია, რომ ტურისტული ვიზიტები მოიცავს იმ პირებს, რომლებიც საქართველოს ტოვებენ საანგარიშო თვეში და არ მოიცავს მიგრანტებს, რომლებიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ. მარტში ვიზიტორების რაოდენობით თურქეთი ლიდერობდა (ჯამურის 22.5%), შემდეგ მოდის რუსეთი (12.0%) და სომხეთი (11.7%). აღსანიშნავია, რომ ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდან, საუდის არაბეთიდან და უ

შემოსავლები

  • მარტში ტურიზმის შემოსავალმა $175 მლნ შეადგინა (5.9-ჯერ მეტი წლიურად და 2019 წლის დონის 71.3%) - რაც ყველაზე მაღალი აღდგენის მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ტურიზმი განახლდა.
  • აღსანიშნავია, რომ ტურისტული შემოსავლების ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს მიგრანტების (რუსეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან) დანახარჯებს, რომლებიც საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდნენ. მიგრანტების ზუსტი რაოდენობა არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა ეს მიგრანტები დამატებით შესაძლებლობას ქმნიან საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, უძრავი ქონება, IT და ა.შ. და მათი გავლენა უკვე ასახულია გაზრდილ ფასებში უძრავი ქონების ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ მიგრანტების ნაკადის გამო ეს 2 სტატისტიკა, ვიზიტორები და შემოსავლები, ამჟამად განსხვავებულ ტენდენციებს ასახავს.
  • მარტში ტურიზმის შემოსავლების 20% რუსეთზე მოდიოდა, შემდეგ მოდის ბელარუსი (17%), თურქეთი (9%), ისრაელი (9%) და ევროკავშირი (8%).
  • საბაზისო სცენარით, 2022 წელს ტურიზმის შემოსავლების 75%-იან აღდგენას ვპროგნოზირებთ 2019 წელთან შედარებით, თუმცა მიგრანტების ეფექტის გათვალისწინებით, უფრო სწრაფი აღდგენის (85%) ალბათობა გაზრდილია.
     

მიგრანტების გავლენა Airbnb-ის ბაზარზე:

  • 2022 წლის მარტში Airbnb-ის მოთხოვნამ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია თბილისში პანდემიის დაწყებიდან. ბაზარი თითქმის სრულად აღდგა - 2022 წლის მარტში იჯარაზე მოთხოვნამ 2019 მარტის 91% შეადგინა. მოთხოვნის მკვეთრი ზრდის შედეგად მკვეთრად გაიზარდა დატვირთულობაც (81% მედიანური უძრავი ქონებისთვის) და ფასებიც (36 აშშ დოლარი ღამეში საშუალო ქონებისთვის). ასევე წლიურად 14%-ით გაიზარდა იჯარა გრძელვადიანი გაქირავების ბაზარზე.
  • Airbnb მოთხოვნა ასევე მკვეთრად გაიზარდა ბათუმშიც. 2022 წლის მარტში იჯარაზე მოთხოვნა თითქმის გაორმაგდა (2019 წლის მარტის დონის 405%) წინა თვესთან შედარებით, როცა აღდგენა 228% იყო.