ამ ვებ-გვერდზე წვდომა მთელ მსოფლიოშია შესაძლებელი, თუმცა ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ეხება „გალტ ენდ თაგარტს“ და არა კონკრეტულად „გალტ ენდ თაგარტის“ ჯგუფის რომელიმე დანაყოფს. ყველა კლიენტი უშუალოდ დაუკავშირდება „გალტ ენდ თაგარტს“ და კლიენტებთან ყველა ხელშეკრულება გაფორმდება „გალტ ენდ თაგარტთან“, შესაბამისად, ეს ხელშეკრულებები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
ნებისმიერი ფაქტი, შეფასება, ანალიზი, პროგნოზი, დასკვნა და სხვა ინფორმაცია (ერთობლივად მოიხსენიება როგორც „ინფორმაცია“), რომელიც გაცემულია:
- „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ,
- „გალტ ენდ თაგარტის“ ნებისმიერი მფლობელის, შვილობილი კომპანიის, აფილირებული კომპანიის ან ფილიალის მიერ, და
- ნებისმიერი დირექტორის, თანამდებობის პირის, თანამშრომლის ან წარმომადგენლის მიერ (შემდგომში ერთობლივად მოხსენიება როგორც „გალტ ენდ თაგარტი“),
მიუხედავად იმისა, სად არის ის განთავსებული - „გალტ ენდ თაგარტის“ ვებ-გვერდებზე, მესამე პირების ვებ-გვერდებზე, მარკეტინგულ მასალებში, საინფორმაციო წერილებში, ინდივიდუალურ ელექტრონულ გზავნილებსა და წერილებში, ლექციებში, კერძო საუბრებში თუ წერილობითი თუ ზეპირი კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა ფორმით (შემდგომში ერთობლივად მოხსენიება როგორც „პუბლიკაციები“), გაცემულია მხოლოდ საინფორმაციო და/ან მარკეტინგის მიზნებისათვის.
თუ საგანგებოდ სხვა რამ არ იქნა გათვალისწინებული, „გალტ ენდ თაგარტის“ არც ერთი პუბლიკაცია არ უნდა იქნეს გაგებული როგორც წინადადება (ან წინადადების შეთავაზება) შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
- ნებისმიერი ვალუტის, პროდუქტის ან ფინანსური ინსტრუმენტის ყიდვა ან გაყიდვა,
- ნებისმიერი ინვესტიციის განხორციელება, ან
- მონაწილეობა ნებისმიერ კონკრეტულ სავაჭრო სტრატეგიაში (შემდგომში ერთობლივად მოხსენიება როგორც „შეთავაზებები“).
მიუხედავად ნებისმიერი საწინააღმდეგო განცხადებისა (თუნდაც კონკრეტულად იყოს ნათქვამი), „გალტ ენდ თაგარტის“ არც ერთი პუბლიკაცია არ უნდა იქნეს გაგებული როგორც შეთავაზება რომელიმე იურისდიქციაში, რომელშიც ამგვარი შეთავაზება უკანონო იქნებოდა. ამგვარად აღქმული შეთავაზებები არ დადასტურდება „გალტ ენდ თაგარტის“ მხრიდან.
განცხადებებისა და გარანტიების უარყოფა
„გალტ ენდ თაგარტი“ იღებს სათანადო ზომებს, რათა ინფორმაცია სანდო წყაროებიდან მოიპოვოს, მაგრამ ყველა პუბლიკაცია მოცემულია „არსებული სახით“, ყოველგვარი (გამოხატული და ნაგულისხმევი) განცხადების ან გარანტიის გარეშე, და „გალტ ენდ თაგარტი“ იხსნის პასუხისმგებლობას ნებისმიერ პუბლიკაციაზე, რომელიც არ არის სრული, ზუსტი, სასარგებლო ან რელევანტური მიმღებისთვის. კერძოდ, „გალტ ენდ თაგარტი“ იხსნის პასუხისმგებლობას ნებისმიერი გამომწერის, კლიენტის, პარტნიორის, მომწოდებლის, კონტრაჰენტის ან სხვა მიმღებების წინაშე:
- ბაზრის კოტირების სიზუსტეზე,
- ბაზრის კოტირების დაგვიანებაზე, უზუსტობაზე, შეცდომაზე, შეფერხებაზე ან გამოტოვებაზე,
- ბაზრის კოტირების შეწყვეტაზე.
„გალტ ენდ თაგარტის“ პუბლიკაციების განახლება მათი გამოქვეყნების შემდეგ არ ხდება და ისინი, ცვალებადი გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა არაზუსტი და სავარაუდოდ, შეცდომაში შემყვანი გახდეს დროის რაღაც პერიოდის შემდეგ, რაც, ინფორმაციის ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება მერყეობდეს წამებიდან და წუთებიდან დღეებამდე, კვირებამდე და თვეებამდე. „გალტ ენდ თაგარტი“ არ იძლევა გარანტიას, რომ პუბლიკაცია არ მოძველდება და არ იღებს პასუხისმგებლობას მიმღების წინაშე მოძველებულ ინფორმაციაზე.
თუ პუბლიკაცია მოძველდა, „გალტ ენდ თაგარტი“ არ არის ვალდებული:
- განაახლოს პუბლიკაცია,
- აცნობოს პუბლიკაციის მიმღებებს ამის შესახებ, ან
- გადადგას რაიმე სხვა ნაბიჯი.
ნებისმიერი პუბლიკაცია შეიძლება გამოხატავდეს ავტორის პირად შეხედულებას და არ ასახავდეს „გალტ ენდ თაგარტის“ მოსაზრებას. „გალტ ენდ თაგარტი“ იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, არ გამოაქვეყნოს და არ შეასწოროს მოწოდებული პუბლიკაცია ან ინფორმაცია (წინასწარი ან შემდგომი) შეტყობინების გარეშე.
რეკომენდაციების უარყოფა
„გალტ ენდ თაგარტი“ არც ერთ თავის პუბლიკაციაში არ ითვალისწინებს რომელიმე კონკრეტული მიმღების საინვესტიციო ამოცანებს, სპეციალურ საინვესტიციო მიზნებს, ფინანსურ მდგომარეობას და კონკრეტულ საჭიროებებსა და მოთხოვნებს. ამიტომ „გალტ ენდ თაგარტის“ ყველა პუბლიკაცია გამიზნულია, თუ საგანგებოდ სხვა რამ არ იქნა განცხადებული, მხოლოდ საინფორმაციო და მარკეტინგის მიზნებისათვის და არ უნდა იქნეს გაგებული როგორც:
- რჩევა ბიზნესის, ფინანსურ, ინვესტიციების, ჰეჯირების, იურიდიულ, საგადასახადო ან საბუღალტრო აღრიცხვის სფეროებში,
- რეკომენდაცია ან კომერციულ ოპერაციასთან დაკავშირებული იდეა, ან
- კონკრეტული სახით მოქმედებისკენ, ინვესტირებისკენ თუ საინვესტიციო კაპიტალის გამოთხოვისკენ ნებისმიერი სხვა სახის წაქეზება
(ერთობლივად „რეკომენდაციები“).
„გალტ ენდ თაგარტი“ არ იქნება პასუხისმგებელი აღქმული რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელებული ინვესტიციის შედეგად დამდგარ ზარალზე.
მიუხედავად ნებისმიერი საწინააღმდეგო განცხადებისა (თუნდაც კონკრეტულად იყოს ნათქვამი), „გალტ ენდ თაგარტის“ არც ერთი პუბლიკაცია (მათ შორის შესაძლო რეკომენდაციები) არ უნდა იქნეს გაგებული როგორც განცხადება ან გარანტია (მკაფიოდ გამოთქმული თუ ნაგულისხმევი) იმასთან დაკავშირებით, რომ მიმღები სარგებელს მიიღებს პუბლიკაციაში ჩამოყალიბებული სავაჭრო სტრატეგიის შესაბამისად განხორციელებული კომერციული ოპერაციიდან ან რომ მიმღებს არ მიადგება ზარალი პუბლიკაციაში ჩამოყალიბებული სავაჭრო სტრატეგიის შესაბამისად განხორციელებული კომერციული ოპერაციის შედეგად.
„გალტ ენდ თაგარტი“ პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში (ქვემოთ მოცემული პუნქტის „პასუხისმგებლობის შეზღუდვა“ შესაბამისად), თუ შესაძლო რეკომენდაცია არ არის მაღალი პროფესიონალური სტანდარტის.
რისკების შესახებ გაფრთხილება
„გალტ ენდ თაგარტის“ პროდუქტებითა და სერვისებით ვაჭრობამ, თუნდაც რეკომენდაციის საფუძველზე, შეიძლება გამოიწვიოს როგორც ზარალი, ისე მოგება. კერძოდ, მოზიდული სახსრებით დაფინანსებული პროდუქტებით ვაჭრობა, როგორიც არის, თუმცა არა მხოლოდ, უცხოური ვალუტით ოპერაციები, მეორადი ფასიანი ქაღალდები და ფართო მოხმარების საქონელი, შეიძლება ძალიან სარისკო იყოს და ზარალი და მოგება ძალიან მძაფრად და სწრაფად მერყეობდეს.
სპეკულაციური ვაჭრობა არ არის შესაფერისი ყველა ინვესტორისთვის
კონკრეტულ პროდუქტსა თუ სერვისთან დაკავშირებით პუბლიკაციაში ნახსენები რისკები, ასეთის შემთხვევაში, არ შეიძლება და არ უნდა იქნეს გაგებული როგორც ასეთ პროდუქტსა თუ სერვისთან დაკავშირებული ყველა რისკის სრული გამჟღავნება ან სრული აღწერა და „გალტ ენდ თაგარტი“ დაჟინებით ურჩევს ნებისმიერ მიმღებს, რომელიც აპირებს მისი პროდუქტებით და სერვისებით ვაჭრობას, დაიქირავოს შესაფერისი ფინანსური მრჩევლები და ყოველთვის ჰკითხოს მათ რჩევა ნებისმიერი ინვესტიციის ან ტრანზაქციის განხორციელებამდე.
ადგილობრივი საკანონმდებლო შეზღუდვები
„გალტ ენდ თაგარტის“ პუბლიკაციებზე წვდომა მთელ მსოფლიოშია შესაძლებელი. თუმცა პუბლიკაციებში მოცემული ინფორმაცია გამიზნულია მხოლოდ ისეთ ქვეყნებში მცხოვრები მიმღები პირების მიერ გამოსაყენებლად, სადაც ამგვარი გამოყენება არ წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობისა თუ რეგულაციების დარღვევას. „გალტ ენდ თაგარტის“ პუბლიკაციებში მოხსენიებული არც ერთი პროდუქტი და სერვისი არ არის ხელმისაწვდომი ისეთ ქვეყნებში მცხოვრები მიმღები პირებისთვის, სადაც ამგვარი პროდუქტებისა და სერვისების მიწოდება მოქმედი კანონმდებლობისა თუ რეგულაციების დარღვევა იქნებოდა. ყველანაირი კანონისა თუ რეგულაციის მოთხოვნების შესრულებაზე პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ ნებისმიერი მიმღები, რომელიც გამოიყენებს ან მოითხოვს „გალტ ენდ თაგარტის“ პროდუქტს ან სერვისს.
ვებ-გვერდის გამოყენება
„გალტ ენდ თაგარტის“ ვებ-გვერდების ნებისმიერ გამოყენებაზე ვრცელდება „გალტ ენდ თაგარტის“ „პირობები“, მათში დროდადრო შეტანილი შესწორებების გათვალისწინებით, რომლებიც განთავსებულია შემდეგ მისამართზე: www.trader.ge/tems and conditions. აღნიშნული პირობები განხილული უნდა იქნეს პასუხისმგებლობაზე უარის თქმის წინამდებარე დოკუმენტის განუყოფელ ნაწილად. „გალტ ენდ თაგარტი“ არ იქნება პასუხისმგებელი რაიმე ზარალზე ან დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეული იქნება ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ „გალტ ენდ თაგარტის“ რომელიმე ვებ-გვერდზე წვდომის ან მიუწვდომლობის შედეგად. ეს შეზღუდვა მოიცავს, მაგრამ არა მხოლოდ, კომპიუტერული აღჭურვილობის ან კომპიუტერული სისტემების ნებისმიერ დაზიანებას, რომელიც გამოწვეულია ვირუსით, მავნე პროგრამით და რაიმე სხვა საზიანო კომპიუტერული პროგრამის კოდირებით. „გალტ ენდ თაგარტის“ ვებ-გვერდიდან ინფორმაციის მიღება არ წარმოადგენს მომხმარებელთან ურთიერთობას და „გალტ ენდ თაგარტს“ არა აქვს რაიმე მოვალეობა და არ ეკისრება რაიმე ვალდებულება ან პასუხისმგებლობა რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიმართ იმის გამო, რომ ასეთმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა ინფორმაცია მიიღო „გალტ ენდ თაგარტის“ ვებ-გვერდიდან.
ამ სავაჭრო პლატფორმაზე ასახული ნებისმიერი საბაზრო მონაცემები შეიძლება გამოყენებული იქნეს თქვენი საქმიანობის შიდა მიზნებისათვის და მხოლოდ ამ კონკრეტულ სერვისთან დაკავშირებით. ნებისმიერი საბაზრო მონაცემების გადაცემა სხვა პირებისთვის აკრძალულია.
შეუსაბამობები თარგმანში
„გალტ ენდ თაგარტის“ პუბლიკაციები მრავალ ენაზეა ხელმისაწვდომი მიმღებთა კომფორტისათვის. ორიგინალ ინგლისურ ტექსტსა და ნებისმიერ თარგმნილ ტექსტს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ორიგინალ ინგლისურ ტექსტს მიენიჭება.
ყველა მიმღებს ვურჩევთ, ყურადღებით შეისწავლოს ორიგინალი ინგლისური ტექსტი, სანამ მისი თარგმანის საფუძველზე იმოქმედებდეს.
„გალტ ენდ თაგარტს“ არ აკისრებს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას რომელიმე მიმღების წინაშე ორიგინალი ინგლისური ტექსტის არასრული ან არაზუსტი თარგმანი სხვა ენაზე.
კლიენტებთან ურთიერთობა
„გალტ ენდ თაგარტის“ რომელიმე დანაყოფში ანგარიშის თაობაზე განაცხადის შეტანის შემთხვევაში თითოეული განმცხადებლის მიმართ იმოქმედებს ბიზნესის შესაბამისი პირობები. მიიჩნევა, რომ ყველა განმცხადებელსა და კლიენტს წაკითხული და გათვითცნობიერებული აქვს ბიზნესის პირობები და შესაბამისი პოლიტიკა, რომლებიც ეხება მათ და მათ ურთიერთობას „გალტ ენდ თაგარტის“ შესაბამის დანაყოფთან.
„გალტ ენდ თაგარტის“ ვებ-გვერდზე დაყრდნობა ან პუბლიკაციის მიღება არ წარმოადგენს მომხმარებელთან ურთიერთობას და „გალტ ენდ თაგარტს“ არ ექნება რაიმე მოვალეობა და არ დაეკისრება პასუხისმგებლობა რომელიმე პირისა თუ ორგანიზაციის მიმართ აღნიშნულის შედეგად.
მესამე პირების მხრიდან მომსახურება
იმ პირებმა ან ორგანიზაციებმა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან „გალტ ენდ თაგარტს“, შეიძლება რეკლამა განათავსონ „გალტ ენდ თაგარტის“ ვებ-გვერდებზე ბმულების, ბანერების მეშვეობით ან სხვაგვარად. „გალტ ენდ თაგარტს“ არ დაეკისრება პასუხისმგებლობა ან ვალდებულება ნებისმიერი ამგვარი მესამე პირის შეთავაზებაზე, მის მიერ განთავსებულ ინფორმაციაზე ან მის ქმედებებზე. თუ „გალტ ენდ თაგარტის“ ვებ-გვერდის მომხმარებელი გადაწყვეტს, ამგვარი რეკლამის საფუძველზე იმოქმედოს, ის ამას მთლიანად საკუთარი რისკით აკეთებს.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
თუ რაღაც დროსა და რაიმე მიზეზით „გალტ ენდ თაგარტს“ დაეკისრა პასუხისმგებლობა ფიზიკური და/ან იურიდიული პირის ზარალზე, მათ შორის, შეუზღუდავად, იმის გამო, რომ პასუხისმგებლობაზე უარის თქმის წინამდებარე დოკუმენტის რომელიმე დებულება არის ანდა რაღაც დროს რაიმე თვალსაზრისით ან რაიმე ვითარებაში აღმოჩნდება გაუქმებული, უკანონო ან რაიმე მიზეზით განუხორციელებელი, „გალტ ენდ თაგარტის“ პასუხისმგებლობა შემოიფარგლება ასეთი ფიზიკური პირის და/ან იურიდიული პირის მკაფიოდ დოკუმენტირებული პირდაპირი ზარალით, რომელიც, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად და უპირობოდ, არ მოიცავს რაიმე შემთხვევითი და ირიბი დანაკარგის, დაკარგული შესაძლებლობის, დაკარგული მოგების, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზარალის, ნომინალური ზარალის, ჯარიმის ზარალის, რესტიტუციული ან უკანონოდ მითვისებული შემოსავლის ამოღების ზარალის ხარჯებით, მათ შორის იურიდიული მომსახურების ხარჯებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და სხვა ნებისმიერი ირიბი დანაკარგის ანაზღაურებას.
ინტერესთა კონფლიქტი
ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად „გალტ ენდ თაგარტს“ შემოღებული აქვს შესაბამისი ბიზნეს-პროცედურები, მათ შორის კვლევასა და ანალიზთან დაკავშირებული პროცედურები, რათა უზრუნველყოფილი იყოს კვლევის ანგარიშების ობიექტურობა. არასდროს არ ხდება „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევის ანგარიშების გამჟღავნება ან განხილვა შესაბამისი ანალიზის რომელიმე სუბიექტთან, ანუ ფასიანი ქაღალდების ემიტენტთან ან სხვებთან.
„გალტ ენდ თაგარტს“ აქვს უფლება ფლობდეს, აიღოს, გადასცეს ან გაასხვისოს პოზიციები ფასიან ქაღალდებში, უცხოურ ვალუტასა თუ სხვა ფინანსურ ინსტრუმენტში, რომლებიც გაანალიზებულია კვლევის ანგარიშებში.
„გალტ ენდ თაგარტს“ აქვს უფლება, იმოქმედოს როგორც „მარკეტ მეიკერმა“ ყველა პროდუქტსა და სერვისში, რომლებითაც ბირჟაზე ვაჭრობა არ ხდება (მაგალითად, OTC (არასაბირჟო) პროდუქტები, როგორებიცაა უცხოური ვალუტა და კონტრაქტები ფასთა სხვაობაზე) და, შესაბამისად, იყოს კონტრაჰენტი ნებისმიერ ვაჭრობაში, რომელსაც მომხმარებლები ამ პროდუქტებით ახორციელებენ. „გალტ ენდ თაგარტი“ არ მონაწილეობს კორპორატიულ ფინანსურ აქტივობებში. შესაბამისად, „გალტ ენდ თაგარტის“ არც ერთი დირექტორი, თანამდებობის პირი, თანამშრომელი ან წარმომადგენელი, კერძოდ, ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ანალიტიკურ ანგარიშებზე, არ იღებს ანაზღაურებას რომელიმე ანალიზის გამოშვებასთან დაკავშირებით.
კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემების გამოყენება
როდესაც „გალტ ენდ თაგარტის“ ნებისმიერ დანაყოფთან დემო ან მოქმედ ანგარიშზე რეგისტრირდებით, ეს დანაყოფი ადმინისტრაციული, კომერციული და/ან იურიდიული მიზნებისათვის მოითხოვს და შეინახავს ინფორმაციას მომხმარებლის შესახებ, მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ, მის სახელსა და გვარს ან სახელწოდებას და მისამართს. ამას გარდა, „გალტ ენდ თაგარტმა“ შეიძლება მოითხოვოს გარკვეული ფინანსური ინფორმაცია კრედიტის შეფასების მიზნით, ასევე მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი სისტემაში შესასვლელი ინფორმაციის გასაგზავნად. მომხმარებელთა ელექტრონული ფოსტის მისამართები არ გადაეცემათ მესამე პირებს, თუმცა შეიძლება გამოყენებული იქნეს „გალტ ენდ თაგარტის“ ნებისმიერი დანაყოფის მიერ მისი პროდუქტებისა და სერვისების რეკლამირების მიზნით. ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც არ სურს ამგვარი მარკეტინგული მასალების მიღება, აქ დაწკაპუნებით შეუძლია გააუქმოს გამოწერა.
„გალტ ენდ თაგარტს“ კანონი ავალდებულებს, პერსონალურ მონაცემებს მოეპყროს როგორც კონფიდენციალურს და მას არა აქვს უფლება, გადასცეს სხვა მხარეს ან გამოიყენოს ნებისმიერი პერსონალური მონაცემები დასაბუთებული იურიდიული საფუძვლის გარეშე.
ამგვარი სრული დაცვა ვრცელდება ყველა პერსონალურ მონაცემზე და მათი გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ ისეთი მესამე პირებისთვის, როგორიცაა ადმინისტრაციული ან სასამართლო ორგანოები, თუ „გალტ ენდ თაგარტს“ ამის გაკეთებას მოქმედი კანონმდებლობა ავალდებულებს ან თუ რეგისტრირებულ კლიენტს მიცემული აქვს წერილობითი თანხმობა ამგვარ გამჟღავნებაზე. რეგისტრირებულ კლიენტს ნებისმიერ დროს შეუძლია გააუქმოს ეს თანხმობა ან შეცვალოს მისი მოცულობა.
ზემოხსენებულის შეულახავად, „გალტ ენდ თაგარტს“ შეუძლია გაუმჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია:
- ზოგადი მონაცემები კლიენტის შესახებ, როგორიც არის სახელი და გვარი, მისამართი და პირადი რეგისტრაციის ნომერი - კომპანიებს, რომლებიც „გალტ ენდ თაგარტისთვის“ ადმინისტრაციულ საქმიანობას ასრულებენ;
- ზოგადი მონაცემები კორპორაციული კლიენტების შესახებ - ფინანსურ დაწესებულებებს პროფესიული საიდუმლოს დაცვის პირობით - მარკეტინგისა და საკონსულტაციო მომსახურების მიზნებისათვის.
თუ „გალტ ენდ თაგარტის“ რეგისტრირებული კლიენტის შესახებ არსებული ინფორმაცია არაზუსტი ან მოძველებული აღმოჩნდება, „გალტ ენდ თაგარტი“ გაასწორებს რეგისტრირებული კლიენტის შესახებ არსებულ ინფორმაციას ამ უკანასკნელის მოთხოვნისთანავე. რეგისტრირებულმა კლიენტმა საკუთარი ინიციატივით შეიძლება ასევე მოინდომოს თავისი მონაცემების შეცვლა და ამ მიზნით პირდაპირ დაუკავშირდეს „გალტ ენდ თაგარტს“. კითხვები და პრობლემური საკითხები შეგიძლიათ მიაწოდოთ „გალტ ენდ თაგარტს“ ჩვენს გვერდზე „დაგვიკავშირდით“ შესვლით.
დავები
წინამდებარე პასუხისმგებლობაზე უარის თქმის დოკუმენტი და მის საფუძველზე ან მასთან დაკავშირებით წამოჭრილი ნებისმიერი დავა, მათ შორის დოკუმენტის კანონიერებასთან, მოქმედებასთან, მავალდებულებელ ძალასთან (მათ შორის დამტკიცებასთან) და აღსრულებადობასთან დაკავშირებული დავები, უნდა მოგვარდეს ლონდონის, გაერთიანებული სამეფო, საოლქო სასამართლოს მიერ, მხოლოდ და მხოლოდ ინგლისის კანონების შესაბამისად და მათ საფუძველზე. თუმცა „გალტ ენდ თაგარტი“ იტოვებს უფლებას, წამოიწყოს სამართლებრივი პროცესი, სადაც ამას საჭიროდ მიიჩნევს, კერძოდ, თუმცა არა მხოლოდ, იმ ადგილებში, სადაც მოპასუხე ქონებას ფლობს.