„გალტ ენდ თაგარტი“ და/ან მისი აფილირებული პირები და შვილობილი კომპანიები („გალტ ენდ თაგარტი“, „ჩვენ“ ან „ჩვენი“) გაცნობებთ, რომ ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ინტერნეტში თქვენი კონფიდენციალურობის დაცვას. ჩვენი ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია ჩვენს უნარზე, შევინარჩუნოთ ჩვენი კლიენტების ნდობა. ჩვენი საქმიანობის პროცესში ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების შესახებ და გვინდა გაცნობოთ, თუ რა სახის ინფორმაციას ვაგროვებთ, რას ვაკეთებთ ამ ინფორმაციით და როგორ შეგიძლიათ თქვენ შეასწოროთ ან შეცვალოთ ის ინფორმაცია, რომელსაც გვანდობთ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე პოლიტიკა ეხება მხოლოდ იმ ვებ-გვერდებს, რომლებსაც „გალტ ენდ თაგარტის“ წევრები ამუშავებენ, და არა სხვა ორგანიზაციებსა თუ პირებს, რომლებსაც ჩვენ მოვიხსენიებთ აღნიშნულ ვებ-გვერდებზე ბანერების ან ბმულების მეშვეობით.
შეგროვებული ინფორმაცია
როდესაც „გალტ ენდ თაგარტის“ ნებისმიერ დანაყოფთან დემო ან მოქმედ ანგარიშზე რეგისტრირდებით, ადმინისტრაციული, მომსახურებასთან დაკავშირებული და/ან იურიდიული მიზნებისათვის შეგროვდება და შენახული იქნება შემდეგი ინფორმაცია თქვენ შესახებ („თქვენი მონაცემები“):
- პერსონალური ინფორმაცია, როგორიც არის სახელი, გვარი, სახელწოდება, მისამართი, პირადი რეგისტრაციის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ა.შ. („პერსონალური ინფორმაცია“),
- ფინანსური ინფორმაცია („ფინანსური ინფორმაცია“) კრედიტის შეფასებისთვის,
- ვებ-გვერდზე შესვლის შესახებ ინფორმაცია და IP მისამართები.
- თქვენი მონაცემები ინახება კონფიდენციალურად პერსონალური მონაცემების დაცვისა და დამუშავების შესახებ იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც მოქმედებს იურისიდქციაში, სადაც მდებარეობს „გალტ ენდ თაგარტის“ დანაყოფი, რომელთანაც თქვენ დარეგისტრირდით, როგორც ეს განმარტებულია ქვემოთ, ნაწილში „პერსონალური მონაცემების გამჟღავნება“.
„ქუქი“ ფაილების გამოყენება
„გალტ ენდ თაგარტი“ ინფორმაციის შესაგროვებლად „ქუქი“ ფაილებს იყენებს. „ქუქი“ მცირე ზომის მონაცემთა ფაილია, რომელსაც ვებ-გვერდი ინახავს თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე ჩანაწერების საწარმოებლად, როდესაც თქვენ შედიხართ ვებ-გვერდზე.
„ქუქი“ გვაძლევს შესაძლებლობას, გავაუმჯობესოთ თქვენი კომფორტი ვებ-გვერდის მოხმარებისას, მაგალითად, დავიხსომოთ თქვენი პაროლები და უპირატესობები ვებ-გვერდის დათვალიერებისას, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, ეწვიოთ ვებ-გვერდის სხვადასხვა, მხოლოდ წევრებისთვის განკუთვნილ, ნაწილს ხელახალი რეგისტრაციის გარეშე.
ამას გარდა, „ქუქის“ ვიყენებთ ვებ-გვერდზე აქტივობის გასაზომად და სხვადასხვა სახის გაუმჯობესებისა და განახლების განსახორციელებლად იმის მიხედვით, რომელი სფეროებია პოპულარული და რომელი - არა.
ჩვენ არ ვიყენებთ „ქუქი“ ფაილებს იმ ინფორმაციის მისაღებად, რომელიც თავიდანვე არ იყო გაგზავნილი „ქუქი“ ფაილის მეშვეობით. თქვენი თანხმობის გარეშე ჩვენ არ ვიყენებთ „ქუქი“ ფაილების საშუალებით გადაცემულ ინფორმაციას რაიმე პირდაპირი სარეკლამო ან მარკეტინგული მიზნებისათვის.
„გალტ ენდ თაგარტის“ მიერ შეგროვებული ინფორმაციის გამოყენება
„გალტ ენდ თაგარტი“ იყენებს როგორც პერსონალურ, ასევე აგრეგირებულ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა მიზნით ვაგროვებთ.
ინფორმაცია გამოიყენება:
ვებ-გვერდის შინაარსის გასაუმჯობესებლად,
- ვებ-გვერდის შინაარსის და/ან სტრუქტურის ადაპტირებისთვის ყოველი ინდივიდუალური მომხმარებლისთვის,
- ვებ-გვერდის განახლებების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირებისთვის,
- საინფორმაციო ბიულეტენების ან ისეთი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გასაგზავნად, რომლებიც, ჩვენი აზრით, თქვენთვის საინტერესო იქნება. ჩვენ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგიგზავნით, თუ თქვენ მითითებული გაქვთ, რომ გსურთ ასეთი ინფორმაციის მიღება, ხოლო თუ არ გსურთ და შეგვატყობინებთ ამის შესახებ, ჩვენ გავითვალისწინებთ თქვენს სურვილს და შევწყვეტთ გამოგზავნას.
პერსონალური ინფორმაციის შეგროვება ხდება მაშინ, როდესაც ჩვენი მომხმარებლები გვაწვდიან პერსონალურ ინფორმაციას წევრად რეგისტრირების დროს ან როდესაც ონლაინ მოგვმართავენ ანგარიშის გახსნის თხოვნით. პერსონალური ინფორმაციის შეგროვებისას ჩვენ შემოვიფარგლებით მხოლოდ იმ მონაცემებით, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ბიზნესის სამართავად, რათა საუკეთესო სერვისი მოგაწოდოთ.
ტრაფიკის მოდელების შესახებ ინფორმაცია მოიცავს მონაცემებს, თუ რომელ ვებ-გვერდებზე აქვთ წვდომა ჩვენს მომხმარებლებს ან რომელ ვებ-გვერდებზე შედიან ისინი და რამდენი მომხმარებელი შემოდის ჩვენს ვებ-გვერდზე ყოველდღე. ამ ტიპის ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ აგრეგირებული ფორმით, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ხდება ინდივიდუალური მომხმარებლის ამოცნობა.
ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაცია შეგვიძლია, ასევე, გამოვიყენოთ იმისათვის, რომ შეგატყობინოთ ახალი ხელმისაწვდომი ან მოსალოდნელი პროდუქტების და სერვისების, ტექნიკური საკითხების, მომხმარებელთა კმაყოფილების გამოკითხვების ან ანგარიშების განახლების შესახებ და სხვა მსგავსი მიზნით.
თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი „გალტ ენდ თაგარტმა“ შეიძლება გამოიყენოს საკუთარ პროდუქტებსა და სერვისებთან დაკავშირებით (მათ შორის ამ პროდუქტებისა და სერვისების მარკეტინგულ კამპანიებთან დაკავშირებით).
პერსონალური მონაცემების გამჟღავნება
„გალტ ენდ თაგარტის“ თანამშრომლებს, დირექტორებს, თანამდებობის პირებს და/ან წარმომადგენლებს კანონი ავალდებულებს, თქვენს მონაცემებს მოეპყრონ როგორც კონფიდენციალურს და მათ არა აქვთ უფლება, გადასცენ სხვა მხარეს ან გამოიყენონ ნებისმიერი თქვენი მონაცემები დასაბუთებული იურიდიული საფუძვლის გარეშე.
სრული დაცვა ვრცელდება ყველა თქვენს მონაცემზე და ისინი გადაეცემა მხოლოდ ისეთ მესამე პირებს, როგორიცაა ადმინისტრაციული ან სასამართლო ორგანოები, თუ „გალტ ენდ თაგარტს“ ამის გაკეთებას მოქმედი კანონმდებლობა ავალდებულებს ან თუ თქვენ მიცემული გაქვთ წერილობითი თანხმობა ამგვარ გამჟღავნებაზე. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ ეს თანხმობა ან შეცვალოთ მისი მოცულობა. ზემოხსენებულის შეულახავად, „გალტ ენდ თაგარტს“ შეუძლია გაუმჟღავნოს შემდეგი ინფორმაცია:
- ზოგადი მონაცემები კლიენტის შესახებ, როგორიც არის სახელი და გვარი, მისამართი და პირადი რეგისტრაციის ნომერი - კომპანიებს, რომლებიც „გალტ ენდ თაგარტისთვის“ ადმინისტრაციულ საქმიანობას ასრულებენ;
- ზოგადი მონაცემები კორპორაციული კლიენტების შესახებ - ფინანსურ დაწესებულებებს პროფესიული საიდუმლოს დაცვის პირობით - მარკეტინგისა და საკონსულტაციო მომსახურების მიზნებისათვის.
თუ თქვენ შესახებ არსებული ინფორმაცია არაზუსტი ან მოძველებული აღმოჩნდება, თქვენი მოთხოვნისთანავე გავასწორებთ მას.