ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვა - აპრილი 2024

Submitted by manager@gt.ge on ოთხ, 05/08/2024 - 15:31

2024 წლის აპრილში:

ნავთობის ფასი თვიურად 0.4%-ით გაიზარდა. ამასთან, აპრილის პირველ კვირაში ფასი 4.3%-ით გაიზარდა, რაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის შედეგი იყო.

ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 5.4%-ით გაიზარდა. აპრილის ვაჭრობაში მკვეთრი რყევები დაფიქსირდა და ფასები მერყეობდა $26.8-დან $38.3-მდე ფარგლებში ერთ მვტ/სთ-ზე.

ოქროს ფასი თვიურად 2.5%-ით გაიზარდა. ძვირფასი მეტალი აგრძელებს ახალი რეკორდების დამყარებას და ფასის ზრდა კიდევ არის მოსალოდნელი.

ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 24.0%-ით შემცირდა. მისი ძირითადი წარმოების კომპონენტზე - ბუნებრივ აირზე ფასების შემცირების შედეგად, ამონიუმის ფასებიც იკლებს.

ხორბლის ფასი თვიურად 4.1%-ით გაიზარდა. მიუხედავად ზრდისა, ფასები წლის დასაწყისიდან 22.6%-ითაა შემცირებული.

სპილენძის ფასი თვიურად 12.8%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსები ბაზარზე სპილენძის მნიშვნელოვან დეფიციტს ელიან, რაც გამოწვეულია ძირითადი ეკონომიკების სამრეწველო აქტივობის გაუმჯობესებით და მიწოდების ზრდის შეზღუდული პერსპექტივით.

ევროპული ფეროსილიკონის ფასი თვიურად 4.6%-ით შემცირდა, ხოლო ჩინურის 7.3%-ით გაიზარდა. ჩინეთის ფასების ზრდა დიდწილად განპირობებულია გაზრდილი ექსპორტით, რადგან ადგილობრივი მოთხოვნა კვლავ სუსტია.
 

Thumbnail