საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორი (ICT) საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია 2022 წლიდან, რაც ძირითადად IT მიმართულებითაა განპირობებული. დარგი ექსპორტზეა ორიენტირებული, რომლის მოცულობამ 2023 წელს $892 მლნ შეადგინა.
IT სექტორის შემოსავლები 2023 წელს 2.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, აქედან 2.1 მილიარდი ლარი სერვისის ექსპორტით დაგენერირდა. ექსპორტის ყველაზე დიდი ნაწილი 26% აშშ-ში განხორციელდა, შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი (15%) და მალტა (11%).
სექტორის ზრდას თავდაპირველად საგადასახადო შეღავათებმა მისცა ბიძგი. 2022 წლიდან სექტორის ზრდა დაჩქარდა საერთაშორისო კომპანიებისა და IT სპეციალისტების საქართველოში რელოკაციის შედეგად.
IT სექტორში დასაქმებულების რაოდენობამ 2023 წელს 30.2 ათასი ადამიანი შეადგინა, როცა დარგი 2021 წელს 5,000-მდე ადამიანს ასაქმებდა. ამასთან, საშუალო ხელფასი ამ სექტორში 6,940 ლარს შეადგენს, რაც გაორმაგებულია 2021 წელთან შედარებით.
IT სექტორში 24,117 კომპანია ოპერირებს. აქედან, საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიების რაოდენობა 72-ია და დანარჩენი ძირითადად უცხოელი ინდივიდუალური მეწარმეები არიან.
![](/sites/default/files/2024-05/it-sector-in-georgia_may-2024_eng.jpg)