გაყიდული ბინების რაოდენობა
2023 წლის ნოემბერში თბილისში 3,300 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 14.9% და თვიურად 0.8%-იანი კლებაა.
ჯამურად 2023 წლის 11 თვეში გაიყიდა 36,283 ბინა, რაც წლიურად 7.3% კლებაა (მიზეზი რეკორდულად მაღალი ბაზაა). თუმცა, ეს მაჩვენებელი წარმოადგენს 12.0%-იან ზრდას 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, რაც მიუთითებს ისევ მდგრად მოთხოვნაზე უძრავი ქონების სექტორში.
ფასები
2023 წლის ნოემბერში პირველადი ბაზრის ფასებმა განაგრძეს მცირედი თვიური ზრდა, ხოლო მეორად ბაზარზე ახალი პროექტების ფასებს თვიურად კლების ტენდენცია ჰქონდათ.
ბაზრის ზომა
2023 წლის ნოემბერში თბილისში გაყიდული ბინების საერთო საბაზრო ღირებულებამ 239.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 8.1%-იანი კლებაა და გამოწვეულია გაყიდვების შემცირებით.
მიუხედავად ამისა, 2023 წლის 11 თვეში ჯამური ბაზრის ზომა წლიურად 10.4%-ით გაიზარდა 2.7 მილიარდ აშშ დოლარამდე. ეს ზრდა ძირითადად გამოწვეულია პირველად ბაზარზე ფასების მატებით, რაც აკომპენსირებს გაყიდული ბინების რაოდენობის კლებას.
ქირა
2023 წლის ნოემბერში თბილისში საშუალო ბინის (50-60 მ2) ქირის ფასმა შეადგინა 11.4 აშშ დოლარი მ2-ზე (+6.6% წ/წ).
სამშენებლო ნებართვები
2023 წლის პირველ 11 თვეში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი წლიურად 37.1%-ით არის გაზრდილი.