გაყიდული ბინების რაოდენობა
2024 წლის მაისში თბილისში 3,197 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 7.9%-იანი და თვიურად 0.7%-იანი კლებაა. ეს კლება გამოწვეული იყო მაისში დასვენების დღეების სიუხვით და ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემოთი. ამასთან ერთად ლარის კურსის მერყეობამ ბინის პოტენციურ მყიდველებს სავარაუდოდ ყიდვის გადაწყვეტილებების გადავადებისკენ უბიძგა.
ფასები
2024 წლის მაისში ფასები პირველად ბაზარზე თვიურად მცირედი 0.4%-ით გაიზარდა.
ბაზრის ზომა
2024 წლის მაისში თბილისში 244.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 5.2%-იანი კლებაა და შემცირებული ტრანზაქციების რაოდენობას მიეწერება.
ქირა
იჯარის ფასების წონასწორობის ახალი წერტილი ბოლო 5 თვის განმავლობაში კვადრატულზე 10 აშშ დოლარის ფარგლებშია.
სამშენებლო ნებართვები
2024 წლის პირველ 5 თვეში 95 ახალი ნებართვა გაიცა საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის. ამ ნებართვების ჯამური საცხოვრებელი ფართობი 811,613 მ2-ს შეადგენს (-3.1% წ/წ).