რეგიონალური საცხოვრებელი უძრავი ქონება - 3Q24 მიმოხილვა

Submitted by manager@gt.ge on პარ, 11/15/2024 - 10:22

2022-23 წლებში რეკორდულად მაღალი მოთხოვნის შემდეგ, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე 2024 წელს გაყიდვების ტემპი შენელდა. ეს შენელება განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობით, მათ შორის  მიგრანტების ეტაპობრივი გადინებით, ფასების ზრდით, მაღალი საპროცენტო განაკვეთებითა და ქვეყნის შიდა პოლიტიკური არასტაბილურობით. ამის მიუხედავად, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი შესადარის ქალაქებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავლიანობით ხასიათდება. ფასები კვლავ იზრდება, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია და 2025 წლისთვის ჩვენ ველოდებით ფასების არსებულ დონეზე დასტაბილურებას. ამასთან, ფასის ზრდის პოტენციალს ვხედავთ უცხოელი მყიდველების მხრიდან მოთხოვნის შემდგომი ზრდის  შემთხვევაში.