თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება - სექტემბერი 2024

Submitted by manager@gt.ge on პარ, 10/25/2024 - 12:31

2024 წლის მაისის შემდეგ, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ეტაპობრივად უმჯობესდება. აგვისტოში 0.3%-იანი ზრდის შემდეგ სექტემბერში ფასები თვიურად მცირედით 0.1%-ით გაიზარდა. ამასთან, მიწოდების მხარეს, მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მოცულობა ბოლო ორ თვეში დასტაბილურდა, თუმცა წლიურად 23.6%-ითაა შემცირებული, მათ შორის წინა წლის მაღალი ბაზიდან გამოდინარე. მოსალოდნელია, რომ ნებართვების გაცემის ეს დინამიკა შენარჩუნდება 2024 წლის ბოლომდე, და შემდგომი ტემპი დამოკიდებული იქნება მოთხოვნის სიძლიერეზე.

Thumbnail