სიახლეები:
DISNEY: კომპანია Disney-მ საკმაოდ შერეული ფისკალური მესამე კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა. ამ შედეგებიდან ვიგებთ, რომ კომპანიას აქვს სერიოზული გამოწვევები Streaming მიმართულებით: Disney +-ის გამომწერების რაოდენობა 7.4%-ით არის შემცირებული, ასევე საგრძნობლად იკლო Disney + Hotstar-ის გამომწერებმაც მთელი 24%-ით. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ, რაც კომპანიამ ინდური კრიკეტის ლიგის ლიცენზია დაკარგა. Disney-ს კინოსტუდიასაც არ უდგას კარგი პერიოდი, რადგან რამდენიმე ახალ ფილმს ცუდი პერფორმანსი აქვს, მათ შორის, Elemental-სა და ინდიანა ჯონსს
შემოსავლების შემცირების საჭინააღმდეგოდ Disney აპირებს გაზარდოს ურეკლამო streaming გამოწერა და მკაცრად შეზღუდოს პაროლის გაზიარების პოლიტიკა, რისი ინსპირაციაც კომპანიას Netflix-ისგან აქვს
ასევე უნდა ითქვას, რომ Streaming მიმართულების გამოწვევების მიუხედავად, გაზრდილია Disney Parks-ების შემოსავლები 13%-ით და კომპანია ამ მიმართულებას უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს მომავალში. საბოლოოდ, მიუხედავად შერეული შედეგებისა, ინვესტორებზე მაინც კარგი გავლენა მოახდინა ფასების მატების შესახებ გაზიარებულმა ახალმა ამბავმა და აქციები წინა კვირაში 6%-ით არის გაზრდილი.
ALIBABA: ჩინურმა კომპანია Alibaba-მ პირველი კვარტლის შედეგები წინა კვირაში გამოაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთის ეკონომიკური კლება პოტენციურად დასრულებულია. ამას აჩვენებს ის, რომ Alibaba-ს შემოსავალი 14%-ით არის გაზრდილი, რაც ყველაზე დიდი ზრდაა ბოლო კვარტლების განმავლობაში. გარდა ამისა, კომპანიის 6 პატარა ჯგუფად რეორგანიზაციასაც ეფექტური შედეგები ჰქონდა, მაგალითად, e-commerce ჯგუფებმა, Taobao-მ და Tmall-მა, 12%-იანი შემოსავლების ზრდა აჩვენეს. ზრდა ასევე დააფიქსირეს სხვა სექტორებმაც: საერთაშორისო e-commerce-მა, ადგილობრივმა სერვისებმა, ლოგისტიკამ და ონლაინმედიამ. Alibaba-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, დანიელ ჟანგმა, ასევე აღნიშნა მათი მიმდინარე რეორგანიზაციის წარმატება ინოვაციებისა და გრძელვადიანი ზრდის ხელშეწყობაში
ინვოსტორებმაც კარგად მიიღეს ეს ახალი ამბავი და ერთ სავაჭრო დღეში აქციები 4%-ით გაიზარდა, კვირის განმავლობაში კი Alibaba 1.5%-იან ზრდას აფიქსირებს
YETI: გარეპროდუქტების კომპანია YETI Holdings, Inc.-მ უკვე გამოაცხადა 2023 წლის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის გაყიდვები შემცირდა 4%-ით, YETI-მ აჩვენა კარგი პერფორმანსი საკუთარ Direct to Consumer არხში, რომელიც 1%-ით არის გაზრდილი. ასევე, კომპანიას სასმლის პროდუქციის გაყიდვები 8%-ით გაეზარდა, რაც მომხმარებლებში მაღალი მოთხოვნით არის გამოწვეული
YETI-ს დაბალი საოპერაციო და წმინდა შემოსავლის მიუხედავად, ბრენდის სიძლიერე და ინოვაცია მას, როგორც კომპანიას, კარგი პერფორმანსის შენარჩუნებასა და ბაზრის დინამიკასთან აყოლაში დაეხმარა. სწორედ ამ და სხვა მიზეზების გამო YETI გეგმავს პროდუქციის გაფართოებას, რომელიც გავლენას მოახდენს შემოსავლებზე და გაზრდილი შედეგიც აისახება მეოთხე კვარტალში
ეს ამბავი კარგად მიიღეს ინვესტორებმაც და წინა კვირაში YETI-ს აქცები 12%-ით გაიზარდა
კვირის ETF:
VanEck Vectors Retail ETF ცდილობს თვალყური ადევნოს MVIS US Listed Retail 25 ინდექსს. ეს ინდექსი ასახავს იმ კომპანიების პერფორმანსს, რომლებიც ძირითადად საცალო დისტრიბუციაში მონაწილეობენ, მათ შორის როგორც გარე, ასევე რეკრეაციული პროდუქტების სექტორში
ამ მახასიათებლების მიხედვით, ჰოლდინგებსაც რომ გადავავლოთ თვალი, შევხვდებით ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Amazon-ი, Walmart-ი, Costco, The Home Depot და YETI-ც კი. ზოგადად, ETF-ის პერფორმანსსაც რომ შევხედოთ, წლის დასაწყისიდან დღემდე 12%-ით არის გაზრდილი და საკმაოდ კარგი სტაბილურობით გამოირჩევა