საინვესტიციო ბანკი გალტ & თაგარტი მომხმარებელს მასზე მორგებული და დახვეწილი „G&T Trader-ის ვებგვერდის განახლებული ვერსიას სთავაზობს. განახლებული ვებგვერდის მეშვეობით, G&T Trader-ის პლატფორმა მომხმარებელს 35,000-ზე მეტ საინვესტიციო ინსტრუმენტთან წვდომას აძლევს. პლატფორმის ინტუიტიური ინტერფეისი მომხმარებელს ჰარმონიზებული ნავიგაციის მეშვეობით აძლევს შესაძლებლობას იყიდოს, შეინახოს და გაყიდოს ფასიანი ქაღალდები.
"მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, წარგვედგინა განახლებული G&T Trader-ის ვებგვერდი, რომელიც მოსახერხებელია ყველა დონის გამოცდილების მქონე მომხმარებლისთვის. განახლებული ვებგვერდით ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ წვდომას ისეთ საერთაშორისო აღიარების მქონე პლატფორმებზე როგორიცაა G&T TraderPro და G&T Trader, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ჩვენი მომხმარებელი შეძლებს ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე. განახლებული ვებგვერდი მეშვეობით მომხმარებელს საშუალება ეძლევა მარტივად გახსნას საბროკერო ანგარიში და დაიწყოს ინვესტირება", — განაცხადა ოთარ შარიქაძემ, გალტ & თაგარტი-ს მმართველმა დირექტორმა.
https://trader.ge/
Type
News
Thumbnail