საინვესტიციო ბანკი გალტ & თაგარტი, ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, მათ მეზანინ დაფინანსების მოპოვებაში მხარდაჭერას სთავაზობს. მეზანინ დაფინანსება შუალედური პროდუქტია სესხსა და საკუთარ კაპიტალს შორის, ხოლო ინვესტირება შესაძლოა განხორციელდეს როგორც სესხის, ასევე პრივილეგირებული აქციის ფორმით. დაფინანსების საშუალო ვადა 5-7 წელია, ხოლო მინიმალური მოცულობა 500 000 აშშ დოლარი.
კომპანიებისათვის მეზანინ დაფინანსების უპირატესობებს შორის აღსანიშნავია, გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდი ძირისა და სარგებელის გადასახდელებზე. პროცენტი კაპიტალიზირდება და მთლიანი თანხის გადახდა ხდება პერიოდის ბოლოს, რაც მათ გამომუშავებული ფულადი ნაკადების ფაქტობრივად სრულად რეინვესტირების შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნული დაფინანსებით სარგებლობენ კომპანიები, რომლებსაც აქვთ ბიზნესის განვითარების ან სწრაფი ზრდის სტრატეგია; სურთ გაზარდონ საწარმოო სიმძლავრე, დაიმატონ ახალი პროდუქტი, შემოსავლის ხაზი, გავიდნენ უფრო დიდ ბაზარზე, ან შეიძინონ სხვა კომპანია, რაც მათ პოზიციას კიდევ უფრო გაამყარებს და შემოსავლებსაც მკვეთრად გაზრდის.
Type
News
Thumbnail