ბირჟაზე ცუდი კვირის მიუხედავად Tesla-ს აქციები მცირედით გაიზარდა - რატომ?

Submitted by manager@gt.ge on ორშ, 09/19/2022 - 18:32

FedEx:
პარასკევს, გადაზიდვების კომპანია „FedEx”-მა (FDX) დაგეგმილზე ადრე გამოაქვეყნა საკუთარი შედეგები და გამოაცხადა, რომ მათი მოლოდინები მიმდინარე წლის შემოსავლებთან დაკავშირებით საგრძნობლად შემცირებულია რთული ეკონომიკური მდგომარეობისა და მოსალოდნელი რეცესიის ფონზე. ამ განცხადების შემდეგ „FedEx“-ის აქციების ფასი 21%-ით შემცირდა, რაც კომპანიისთვის ყველაზე ცუდი დღე აღმოჩნდა ისტორიის მანძილზე.

Meta:
ცუდი კვირა იყო სოც.მედიის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის. ეკონომიკური მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს მარკეტინგის და შესაბამისად იმ კომპანიების აქციების ფასზეც, რომლების შემოსავლის დიდი ნაწილიც სწორედ მარკეტინგიდან მოდის. შესაბამისად, წინა კვირაში საკმაოდ ცუდი შედეგები აჩვენა Facebook-ის მფლობელმა Meta Platforms-მა (META) და კვირის განმავლობაში თითქმის 13%-ით შემცირდა. საკმაოდ დიდი ვარდნები დააფიქსირეს ასევე სხვა მარკეტინგზე დამოკიდებულმა კომპანიებმაც, ისეთები, როგორებიც არიან Alphabet (GOOG) და Snap Inc (SNAP).

Tesla: 
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული ბირჟებისთვის წინა კვირა  ერთ-ერთი ყველაზე ცუდი აღმოჩნდა წლის განმავლობაში, Tesla-ს (TSLA) აქციებმა კვირა მაინც მცირე ზრდით (1%) დაასრულა. კომპანიის აქციების მცირე ზრდას ხელი შეუწყო ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომ ელექტრომანქანების დამტენი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 900 მილიონი დოლარი გამოყონ. ეს ინფორმაცია, პირველ რიგში კარგად აისახება თავად EV-ის დამტენი სადგურების ბინზესში მოღვაჭეწე კომპანიებზე (ChargePoint და Blink Charging), თუმცა ამავდროულად საკმაოდ დიდ სარგებელს თავად კომპანია Tesla-ც ნახავს, რადგანაც მეტი სადგურების რაოდენობა პირდაპირ აისახება ელექტრომანქანების მომხმარებლების გაზრდილ კომფორტში და შესაბამისად ამ მანქანებზე მოთხოვნის გაზრდაზეც დადებითად იმოქმედებს.


S&P 500“-ის ინდექსისთვის, წინა კვირა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი აღმოჩნდა ივნისის თვის შემდეგ და კვირის განმავლობაში 4.78%-ით შემცირდა. აქციების ფასის ვარდნა სამშაბათს დაიწყო, მას შემდეგ რაც CPI ინდექსმა მოლოდინზე მაღალი ინფლაცია (8.3%) დააფიქსირა. ინდექსების ვარდნა გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც FedEx-მა (FDX) გამოაცხადა, რომ მათი მოლოდინები მთლიანი წლის შემოსავლებზე საკმაოდ შემცირებულია გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო და კომპანია დაიწყებს სხვადასხვა აქტივობებს ხარჯების შემცირების მიზნით.  ტექნოლოგიური აქციებისთვის წინა კვირა კიდევ უფრო ცუდი აღმოჩნდა და Nasdaq Composite-ის ინდექსი კვირის განმავლობაში 5.5%-ით შემცირდა, Dow jones-ის ინდექსი კი დაახლოებით 4.13%-ით უფრო დაბალ ნიშნულზე დაიხურა.

 

Type
Blog
Thumbnail
error