Microsoft-მა დივიდენდი 10%-ით გაზარდა

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 09/27/2022 - 14:12

ინვესტორები აგრესიულად ყიდნენ პოზიციებს პარასკევს, რამაც გამოიწვია ფასების ვარდნა როგორც აქციებში, ასევე ობლიგაციებში. ბაზარი სწრაფად გადავიდა მაღალი ინფლაციის შიშებიდან ფედერალური სარეზერვო სისტემის აგრესიული მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების კამპანიის შიშებზე. ინდექსები კვირა დაამთავრეს წლის დაბალი ნიშნულებისკენ. აშშ-ს სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა ამ კვირაში ავიდა ბოლო ათწლეულის ყველაზე მაღალ ნიშნულზე - ორწლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 4.26%-მდე გაიზარდა, ხოლო 10 წლიანი ობლიგაციების სარგებლიანობა 3.82%-მდე. სამივე წამყვანმა ამერიკულმა ინდექსმა მეხუთე ნეგატიურ კვირა დაასრულაბოლო ექვსის განმავლობაში. Dow დაეცა 4%, S&P 4.6% და Nasdaq 5% -ზე მეტით.

  • Ford-ის აქციები დაეცა: სამშაბათს Ford Motor-მა განიცადა ყველაზე ცუდი დღე 11 წლის განმავლობაში. კომპანიამ მომავალი კვარტლის მოლოდინების განხილვისას გამოაცხადა, რომ დამატებით 1 მილიარდი დოლარის ლოჯისტიკის ხარჯები ექნებოდათ 2022 წლის მესამე კვარტალში. გარდა ინფლაციისგან გამოწვეული გაზრდილი ხარჯებისა, კომპანიას ასევე აქვს ლოჯისტიკური გარღვევები - ნაწილების დეფიციტმა იმოქმედა 45,000 მაღალი მარჟის მქონე მანქანაზე, რომლებიც ვერ იქნა მიწოდებული დილერებისთვის. უახლესი მაკროეკონომიკური მონაცემების ფონზე, რომელიც მიუთითებს ლოჯისტიკური ტრანზაქციების გაუმჯობესებაზე, განცხადებამ ბაზარი დიდწილად შეაშფოთა. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს შეიძლება იყოს მთელი ინდუსტრიის პრობლემა და არა მხოლოდ Ford-ის. Ford-ის აქციები კვირის მანძილზე 15.10%-ით შემცირდა.
     
  • Microsoft-ი დივიდენდს 10%-ით გაზრდის: სამშაბათს Microsoft-მა გამოაცხადა დივიდენდის მნიშვნელოვანი 10%-იანი ზრდა. შედეგად, აქვიებითითქმის 3%-ით გაიზარდა. აქციის ზრდაზე ასევე იმოქმედეს Morgan Stanley-ის ანალიტიკოსების პოზიტიურმა მოლოდინებმაც. თუმცა, ოთხშაბათს Microsoft-ის აქციები გაჰყვა ფართო ბაზრის დინამიკას და პესიმისტურ განწყობაზე მკვეთრად დაეცა - დაახლოებით 3.5%-ით. Microsoft-ის აქციების ფასი კვირის მანძილზე 1.83%-ით შემცირდა.
     
  • NVIDIA-ს ახალი GPU პროცესორები: სამშაბათს NASDAQ-ის ვარდნის მიუხედავად, NVIDIA-ს აქციები 3%+ გაიზარდა კომპანიის განცხადების საპასუხოდ 2022 წლის გლობალურ ტექნიკურ კონფერენციაზე (GLC). კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა წარმოადგინა ახალი GPU პროცესორები, რომლებიც ძველ ვერსიებთან შედარებით ბევრად უფრო ფუნქციურია. გარდა ამისა, NVIDIA-მ წარმოადგინა ახლად გაშვებული Omniverse, პლატფორმა მეტავერსიის აპლიკაციების შემუშავებისა და მუშაობისთვის. თუმცა, დადებითი სიახლეების მიუხედავად, კომპანიის აქციები ოთხშაბათს დაეცა ფართო ბაზრის შესაბამისად. NVIDIA-ს აქციები კვირაში მანძილზე 3.84%-ით დავარდა.
     

მიმდინარე კვირის მოსალოდნელი კვარტალური შედეგები:

  • სამშაბათი, 27 სექტემბერი: Cracker Barrel (NASDAQ:CBRL), Jabil (JBL), and United Natural Foods (UNFI)
  • ოთხშაბათი, 28 სექტემბერი: Thor Industries (THO), Jefferies (JEF), and Vail Resorts (NYSE:MTN)
  • ხუთშაბათი, 29 სექტემბერი: Bed Bath & Beyond (NASDAQ:BBBY), CarMax (KMX), Rite Aid (RAD), Micron (NASDAQ:MU), and Nike (NYSE:NKE)
Type
Blog
Thumbnail
სურათი