- CVS Health (CVS)-მა Signify Health (SGFY)-ის შეძენა დააანონსა: CVS Health-ი (CVS) Signify Health-ის (SGFY) 8 მილიარდ დოლარად შეძენას დათანხმდა. ამით კომპანიამ სხვა პოტენციურ მყიდველებს, მათ შორის Amazon (AMZN) და UnitedHealth (UNH)-ს აჯობა. ტრანზაქცია CVS-ს 10,000 ექიმს და დამხმარე პერსონალს შემატებს. ასევე, გარიგება დაეხმარება CVS-ს (CVS) მილიონობით ამერიკელისთვის სამედიცინო დახმარების კოორდინაციაში. CVS Health-ის აქციების ფასი გასულ კვირას 2.7%-ით გაიზარდა, ხოლო Signify Health-ის აქციების ფასი 1.36%-ით.
- Apple-ის ახალი iოჯახი: ოთხშაბათს Apple-მა (AAPL) ახალი პროდუქტები: iPhone, AirPods და Apple Watch წარმოგვიდგინა. ყველაზე დიდი სურპრიზი პრეზენტაციაზე ფასები აღმოჩნდა, რადგან ჭორების მიხედვით iPhone-ის ღირებულება $100-ით უნდა გაძვირებულიყო. დინამიური კუნძული, 48 მეგაპიქსელიანი კამერა და ახალი სერიის Apple Watch დღის მთავარი სიახლეები იყო. Apple-ის აქციების ფასი გასულ კვირას ახალი ამბების გამო 1%-ით გაიზარდა.
- Digital World Acquisition Corp. (DWAC) და Trump's Media Company-ს შერწყმა: გარკვეული პრობლემები აქვს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მედია კომპანიას, რომლის გარიგების გარშემოც ფედერალური გამოძიებაა დაწყებული, რაც Digital World Acquisition Corp-ისა და Trump's Media Company-ს შერწყმას უშლის ხელს. გარიგება შესაძლოა ჩაიშალოს, რის გამოც აქციების ფასი გასულ კვირას თითქმის 4%-ით დაეცა,
Type
Blog
Thumbnail