T-Mobile ილონ მასკის Starlink-თან ითანამშრომლებს - როგორია მოლოდინები

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 08/30/2022 - 15:52
  • AMC-ის აქციების ფასი 19.21%-ით შემცირდა: იმის შემდეგ რაც AMC Entertainment-ის აქციონერებმა დივიდენდის სახით მიიღეს AMC-ისპრივილეგირებული აქციები, კომპანიის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა. დღის ბოლოსთვის კომპანიის აქციის ფასი 10.46 დოლარამდე დაეცა, ხოლო APE (დივიდენდად მიღებული აქცია) დაეცა 5.86 დოლარამდე, (12%-იანი კლება). ჯამში ორი აქციის ფასი მიახლოებით 16 დოლარი გამოვიდა, როდესაც გაყოფამდე ფასი იყო 18 დოლარის ფარგლებში. სპეციალური დივიდენდი შეესაბამება აღმასრულებელი დირექტორის ადამ არონის მარკეტინგულ სტრატეგიას რითეილ ინვესტორებისთვის, ვინც საკუთარ თავს "მაიმუნებს" უწოდებს (წინა შეღავათები მოიცავდა უფასო პოპკორნს და ექსკლუზიურ ჩვენებებს). ახალი აქცია ასევე ქმნის ერთგვარ უკანა კარს, რაც კომპანიას აძლევს საშუალებას მომავალში გამოუშვას მეტი APE აქციები, რასაც შეუძლია დააფინანსოს შესყიდვები, გაზარდოს კაპიტალი ან გადაიხადოს დავალიანება.
  • Zoom Video Communications აქციების ფასი შემცირდა 17.10%-ით: კომპანია Zoom Video Communications-ის აქციების ფასი დაეცა 11.5%-ით პრემარკეტზე მას შემდეგ, რაც ვიდეოკონფერენციის კომპანიამ შეამცირა მთელი წლის პროგნოზი. კომპანიამ გამოაცხადა მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები ბოლო კვარტალში, მაგრამ გაყიდვები ჩამოუვარდებოდა პროგნოზს. Zoom-ის ფინანსური დირექტორის თქმით, კომპანიას უჭირს ახალი, გადამხდელი აბონენტების მოზიდვა, თუმცა მან ასევე გამოაცხადა, ფინანსურიად კომპანია მყარად დგას. ამასთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ Cathie Wood-ის ARK-ის ფონდებმა იყიდეს Zoom Video Communications-ის 839,000-ზე მეტი აქცია მას შემდეგ, რაც აქციების ფასი დაეცა. ამის მიუხედავად, Zoom-ის აქციების ფასი კვირის მანძილზე მაინც 17.10%-ით შემცირდა.
     
  • T-Mobile ითანამშრომლებს SpaceX-ის Starlink-თან: T-Mobile US Inc-მა დააანონსა პარტნიორობა ილონ მასკის საკუთრებაში არსებულ SpaceX-ის Starlink-თან. T-Mobile გამოიყენებს Starlink-ის თანამგზავრებს, რათა უზრუნველყოს მობილური მომხმარებლების ინტერნეტ ქსელში წვდომა შეერთებული შტატების იმ ნაწილებში სადაც კომპანია ვერ ახერხებს ადეკვატური სერვისის გაწევას. ამ ახალ ამბებზე T-Mobile-ის აქციები გაიზარდა 1.2%-ით, მაგრამ კვირის მანძილზე მაინც შემცირდა 1.49%-ით. ახალი გეგმები, რომლებიც იარსებებს T-mobile-ის არსებულ სერვისებთან ერთად, მოხსნის მობილური ანძების საჭიროებას და შესთავაზებს სერვისს მოკლეტექსტური შეტყობინებებისა და სურათების გაგზავნისთვის, სადაც მობილური დაფარვა ამჟამად არ არსებობს. SpaceX-მა 2019 წლიდან დედამიწის დაბალ ორბიტაზე გაუშვა მოძრავი Starlink-ის თითქმის 3,000 თანამგზავრი, რითაც აჯობა კონკურენტებს OneWeb-სა და Amazon.com Inc-ის Project Kuiper-ს.

წინა კვირას აქციები მკვეთრად დაეცა რადგან ინვესტორები ნაკლებად ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა ინფლაციის შემცირებას შეძლებდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური შენელების გარეშე. ტექნოლოგიების სექტორი ამ გარემოში ყველაზე ცუდ მდგომარებოაში აღმოჩნდა - Nasdaq Composite Index-მა თვის ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა. ნავთობის ფასების ზრდამ გამოიწვია ინფლაციზე მღელვარება, თუმცა ასევე გაზარდა ენერგიის სექტორში მონაწილე კომპანიების აქციების ფასი. ტრეიდერებმა აღნიშნეს, რომ ოთხშაბათი იყო წლის ყველაზე ნელი სესია აქციების ვაჭრობის მიხედვით. ბაზრის მოძრაობების უმეტესი ნაწილი კვირის ბოლოს მოხდა, როდესაც ფედერალური რეზერვის წარმომადგენლები ვაიომინგში, კანზას სითის ჯექსონ ჰოულში შეიკრიბნენ. ინვესტორების უმეტესობა ფოკუსირებული იყო Fed-ის თავმჯდომარის ჯერომ პაუელის გამოსვლაზე პარასკევს დილით. Dow Jones-ის ინდექსი კვირის მანძილზე 3.88%-ით შემცირდა, S&P 500 ინდექსი 3.37%-ით, ხოლო Nasdaq-ის ინდექსი 2.74%-ით.

 

 

Type
Blog
Thumbnail
error