ილონ მასკი ტვიტერს აღარ შეიძენს - საფონდო ბირჟის მიმოხილვა

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 07/12/2022 - 11:01

კორპორატიული სიახლეები:

  • „BYD”-იმ „TESLA”-ს გაყიდვების რაოდენობით გადაასწრო:  „Tesla” უკვე აღარ არის ლიდერი ეკოლოგიურად სუფთა მანქანების გაყიდვებში და პირველ ადგილს ჩინური "BYD" იკავებს. 2022 წლის პირველ ნახევარში, “BYD”-იმ, რომლის ერთ-ერთი ინვესტორი უორენ ბაფეტია, 641,350 ეკოლოგიურად სუფთა მანქანა გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 315%-ით უფრო მაღალი მაჩვენებელია. იდენტურ პერიოდში Tesla-მ 564,743 მანქანა გაყიდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მიწოდების ჯაჭვის პრობლემები და ჩინეთში არსებული კოვიდ შეზღუდვებია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია „BYD”-ი აწარმოებს როგორც მთლიანად ელექტროობაზე მომუშავე მანქანებს, ასევე ე.წ „Plug-in” ჰიბრიდულ მანქანებსაც, მაშინ როდესაც, „Tesla”-ს ყველა ავტომობილი მთლიანად ელექტრონულ ელემენტებზე მუშაობს. „BYD”-ის ზრდის ასეთი ძლიერი ტემპი კომპანიის აქციების ფასზეც აისახა, და წლის განმავლობაში 15%-ით არის გაზრდილი, მაშინ როდესაც, იგივე პერიოდში „Tesla” 40%-ზე მეტად არის შემცირებული.
     
  • ილონ მასკი ტვიტერს აღარ შეიძენს:  ილონ მასკმა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ აღარ სურს კომპანია „Twitter”-ის (TWTR) $44 მილიარდად შეძენა. მილიარდერმა ბოლო პერიოდში არაერთხელ გააჟღერა, რომ „Twitter” არასწორ ინფორმაციას აწვდიდა საკუთარ პლატფორმაზე არარეალური ანგარიშების რაოდენობასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ჩაითვალოს მათი შეთანხმების დარღვევად.  მასკის გუნდმა „SEC”-ში შეტანილ განცხადებაში ასევე დაწერა, რომ „Twitter”-ისგან უკვე 2 თვეა  ვერ მიიღეს დაზუსტებული ინფორმაცია არარეალური ანგარიშების შესახებ. ამ თემას გამოეხუამურა „Twitter”-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ბრეტ ტეილორი, რომლის თქმითაც კომპანია ეცდება დელავერის სასამართლოს დახმარებით ბოლომდე მიიყვანოს კომპანიის გაყიდვის ტრანზაქცია უკვე შეთანხებულ ფასად.
     
  • “Virgin Galactic”-მა და „Boeing“-მა პარტნიორობა გამოაცხადეს: „Virgin Galactic“-ის (SPCE) აქციები Boeing-თან პარტნიორობის გამოცხადების შემდეგ ერთ დღეში 12%-ზე მეტით გაიზარდა. შეთანხმება „Boeing”-თან ორი ახალი გადამზიდი თვითმრინავის დამზადებას მოიცავს.  ეს გადამზიდი თვითმფრინავები დაეხმარება „Virgin Galactic”-ს მომავალში, რომ ფრენები ბევრად უფრო ხშირად ჩაატარონ, რაც პოტენციურად კომპანიისთვის შემოსავლების გაზრდის წყარო შეიძლება გახდეს. კომპანია “Virgin Galactic”-ი კოსმოსური ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე მუშაობს, თუმცა წლის დასაწყისიდან დღემდე მათი აქციების ფასი 50%-ზე მეტად არის შემცირებული.
     

პარასკევს გავრცელდა სტატისტიკა ამერიკის ივნისის თვის ახალი სამუშაო ადგილების შესახებ, რომელიც ბევრად აღემატებოდა ანალიტიკოსების მოლოდინებს (ივნისის თვეში ამერიკაში 372,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქნმა), თუმცა ეს ინფორმაცია ბირჟებზე ნეგატიურად აისახა, რადგან ძლიერი დასაქმების სტატისტიკა ხელს შეუწყობს ფედერალური რეზერვის წარმომადგენლებს, რომ გააგრძელონ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პროცესი. მიუხედავად პარასკევის ვარდნისა, კვირის განმავლობაში ინდექსებმა ზრდა დააფიქსირეს, მათ შორის „Nasdaq Composite“-ის ინდექსი 4.6%-ით, „S&P 500”-ი 1.9%-ით, ხოლო „Dow Jones”-ის ინდექსი კი 0.8%-ით გაიზარდა.
 

Type
Blog
Thumbnail
Tesla, Elon Musk