- დადებითი სიახლეების შედეგად Smith & Wesson-ის აქციების ფასი სწრაფად იზრდება: იარაღის მწარმოებელი კომპანია Smith & Wesson-ის აქციების ფასმა ზრდა დაიწყო მას შემდეგ რაც ამერიკის საკონსტიტუციო სასამართლომ ნიუ-იორკის იარაღის კონტროლის უზრუნველსაყოფი კანონი გააუქმა, ამავდროულად, კომპანიამ მოსალოდნელზე უკეთესი შემოსავლები გამოაცხადა საკუთარი კვარტალური შედეგების პრეზენტაციისას. შედეგად, Smith & Wesson-ის აქციების ფასი პარასკვეს საგრძნობლად გაიზარდა. ინვესტორების მოლოდინით, თუ იარაღის შეძენა ნიუ იორკის შტატში გამარტივდება, ეს შესაძლებელია კარგად აისახოს იარაღის მწარმოებელი კომპანიის გაყიდვებზე. იარაღის მწარმოებელი კომპანიის აქციები ხუთშაბათს 9.6%-ით, პარასკვეს 14.5%-ით, ხოლო ჯამურად, გასულ კვირაში 23%-ით გაიზარდა.
- ელ. მანქანების მწარმოებელი კომპანია Polestar ბირჟებზე დაილისტა: პარასკვეს, Polestar-ის აქციებს საფონდო ბირჟებზე დებიუტი ჰქონდათ ტიკერით “PSNY”. ელექტრონული მანქანების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასმა პირველივე დღეს $13-ს მიაღწია, რაც წინა დღესთან შედარებით, 15.8%-იანი ზრდაა. Polestar-ის CEO-ს, თომას ინგენლატის განცხადებით, შეგროვებული $890 მილიონით კომპანია მომავალი სამი წლის გეგმას დააფინანსებს, რაც მეტი მანქანის წარმოებასა და მოგებაზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს კომპანიას. Polestar-ი Volvo Cars-ის შვილობილი კომპანიაა (48%-იანი წილით) და მან უკვე 55,000-მდე მანქანა გაყიდა ჩინეთის, ევროპისა და ამერიკის ბაზარზე. კომპანიის გენერალური დერექტორის ვარაუდით, 2025 წლისთვის კომპანია შეძლებს, რომ საკუთარი გაყიდვები ყოველწლიურად 290,000 მანქანამდე გაზარდოს.
- ბანკებმა სტრეს-გამოცდა წარმატებით გაიარეს: ფედერალური რეზერვის ყოველწლიური შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ დიდი ბანკების აქციების ფასები პარასკვეს მკვეთრად გაიზარდა. გამონაკლისია Bank of America, რომელმაც შედარებით დაბალი შეფასება მიიღო და შესაბამისად, სამომავლოდ მოსალოდნელზე მეტი კაპიტალი დასჭირდება, რამაც შესაძლოა შეაფერხოს აქციების გამოსყიდვისა და დივიდენდების გაცემის პროცესი. ბანკების მზარდ აქციებს შორის საუკეთსო Wells Fargo & Co აღმოჩნდა 7.5%-იანი მატებით. Keefe, Bruyette & Woods (KBW)-ის ანალიტიკოსი დევიდ კონრადის განცხადებით, საბოლოო დასკვნა ისაა, რომ ბანკები ძალიან კარგად მომზადებულები არიან და შეუძლიათ ეკონომიკურ დაღმასვლასთან გამკლავება.
პანდემიის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნის შემდგომი კვირა საფონდო ბირჟისთვის მომგებიანი აღმოჩნდა. ინვესტორების განწყობაზე დადებითად იმოქმედა მიჩგანის უნივერსიტეტის კვლევამ, რომლის მიხედვითაც მომხმარებლების მოლოდინები ინფლაციასთან დაკავშირებით პოზიტიური აღმოჩნდა. გასულ კვირაში S&P 500-მა 6.5%-იანი, Dow Jones-ის ინდექსმა 5.4%-იანი და Nasdaq Composite-მა კი 7.5%-იანი ზრდა დააფიქსირა.
Type
Blog
Thumbnail