მას შემდეგ, რაც ამერიკის დასაქმების სტატისტიკა გამოქვეყნდა, აქციების ფასები პარასკევის ვაჭრობის შემდეგ მკვეთრად დაეცა. ინვესტორების აზრით, დასაქმების და ახალი სამუშაო ადგილების კარგი მაჩვენებლები დამატებით სტიმულს მისცემს ამერიკის ფედერალირ რეზერვს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გააგრძელოს. ინვესტორების სენტიმენტებზე ასევე ცუდად იმოქმედა ილონ მასკის განცხადებამ, იმის შესახებ, რომ მას ძალიან ცუდი წინათგრძნობა აქვს ამერიკის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით და Tesla-ში დასაქმებული ადამიანების გარკვეული ნაწილის გათავისუფლებაზე ფიქრობს. კვირის განმავლობაში „S&P 500”-ის ინდექსი 1.2%-ით შემცირდა, ხოლო „Dow Jones”-ის და „Nasdaq”-ის ინდექსები კი 1 – 1 პროცენტით უფრო დაბალ ნიშნულზე დაიხურა.
ახალი ამბები:
- JPMorgan-ის CEO ინვესტორებს მომავალ ეკონომიკურ ქარიშხალზე აფრთხილებს: JPMorgan Chase -ის გენერალურმა დირექტორმა, ჯეიმი დაიმონმა წინა კვირაში ჟურნალისტებთან საუბრისას ახსენა, რომ მისი აზრით ამერიკისკენ „ეკონომიკური ქარიშხალი“ მოემართება და ინვესტორებს მომზადება ურჩია. მისი აზრით, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას რამდენიმე გამომწვევი მიზეზი არსებობს, მათ შორის ფედერალური რეზერვის პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც, უკვე მიმდინარე თვიდან მოხდება FED-ის ბალანსიდან ყოველთვიურად $95 მილიარდის ღირებულების ობლიგაცების ჩამოწერა. ჯეიმი დაიმონის აზრით, ასევე მნიშვენლოვანი ფაქტორია უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც მსოფლიოში მოთხოვნად მრავალ ნედლეულზე ფასების სწრაფ ზრდას იწვევს, მათ შორის ნევთობზეც, რომლის ფასიც ამერიკული ბანკის დირექტორის აზრით შესაძლოა $175-მდეც კი
- პირველი კომერციული „Robotaxi” ამერიკაში: General Motors-ის (GM) შვილობილი კომპანია „Cruise”-ი პირველი გახდა, რომელმაც ამერიკაში თვითმართვადი ტაქსების ლიცენზია მოიპოვა. კომპანიამ ეს სერვისი თავდაპირველად სან-ფრანცისკოში გაუშავა, თითოეული ავტომობილი კი მხოლოდ ელ.ენერგიაზე იმუშავებს. GM-ის შვილობილის მსგავსად ამ სექტორში წარმატების მიღწევას ისეთი გიგანტები ცდილობენ, როგორებიც არიან მაგალითად „Alphabet”-ის (GOOG) შვილობილი კომპანია “Waymo”, რომელიც უფასოდ სთავაზობს სატესტო რეჟიმში ამ მომსახურებას სან-ფრანცისკოს მომხმარებლებს და ასევე „Tesla”, რომლის გენერალურმა დირექტორმა ელონ მასკმა, ინვესტორებს უკვე რამდენჯერმე მიანიშნა რომ მათი რობოტაქსის სერვისი შესაძლოა 2024 წლიდან გახდეს ხელმისაწვდომი.
- Chewy Inc-ის აქციები ერთ დღეში 24%-ზე მეტით გაიზარდა: მას შემდეგ რაც ცხოველების საკვების ონლაინ მაღაზიების ქსელმა, წინა კვარტალში მათი გაზრდილი მოგების შესახებ გამოაცხადა, კომპანიის აქციების ღირებულება 24%-ით გაიზარდა. Chewy-ის შემოსავალი წინა კვარტალში $2.43 მილიარდამდე გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს $290 მილიონით აღემატება. კომპანიის მოგება, 18 მილიონი დოლარი იყო, ანუ 4 ცენტი თითო აქციაზე, რაც მკვეთრად აღემატებოდა ანალიტიკოსების მოლოდინს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ კომპანია პირიქით ზარალზე გავიდოდა. კომპანიის მენეჯმენტის პროგნოზით, მიმდინარე წელს, Chewy-ის მთლიანი წლის შემოსავლები შესაძლოა $10.4 მილიარდამდეც კი გაიზარდოს, რაც ასევე აღემატება აქამდე არსებულ პროგნოზებს.
Type
Blog
Thumbnail