ARK-მა Nvidia-ს $44 მილიონის აქციები შეიძინა

Submitted by manager@gt.ge on ორშ, 05/30/2022 - 18:04

2 თვიანი დაღმავალი ტრენდის შემდეგ, გასულ კვირას საფონდო ბირჟები მნიშვნელოვნად გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, Dow Jones-ის ინდექსი წინა კვირას 6.2%-ით გაიზარდა, ხოლო S&P-იმ და Nasdaq-ის ინდექსებმა შესაბამისად 6.5%-იანი და 6.8%-იანი ზრდა დააფიქსირეს. ინდექსების მატება ძირითად ხუთშაბათსა და პარასკევს დაფიქსირდა, რაც გაყიდვების სექტორის კარგმა შედეგებმა და ინფლაციის კლებასთან დაკავშირებულმა ანგარიშმა განაპირობა, რომელმაც ინვესტორებს იმედი მისცა რომ ფედერალური რეზერვის პოლიტიკა აშშ-ს რეცესიის თავიდან არიდებაში დაეხმარება. ახლა საფონდო ბირჟებზე განხილვის მთავარი თემაა მიაღწია თუ არა ბირჟებმა მინიმუმს და დაიწყება თუ არა საფონდო ბირჟებზე ზრდა, მას შემდეგ რაც ძირითადი ინდექსები რეკორდული მაჩვენებლებიდან თითქმის 20%-ით არის შემცირებული და ეგრეთწოდებულ „Bear Market”-ში იმყოფებიან. 

  • Dollar Tree-სა და Dollar General-ს წარმატებული შედეგები: ხუთშაბათს Dollar General-ისა (DG)  და Dollar Tree-ის (DLTR) აქციების ფასები საგრძნობლად გაიზარდა, მას შემდეგ რაც მათ მიერ გამოქვეყნებული კვარტალური შედეგები ანალიტიკოსების მოლოდინებზე უკეთესი აღმოჩნდა. ამან გაამყარა ინვესტორების მოლოდინები კომპანიების წარმატებაზე განსაკუთრებით ინფლაციურ პერიოდში, როცა მომხმარებლები უფრო მეტად შედარებით დაბალფასიან ყოველდღიური მოხმარების პროდუქციას იყენებენ. ხუთშაბათს Dollar General-ის ფასი 13.71%-ით, ხოლო Dollar Tree-ის ფასი კი 21.87%-ით გაიზარდა. კომპანიებმა განაცხადეს, რომ მომავალში კიდევ უფრო დიდი განვითარების შესაძლებლობას ხედავენ ვინაიდან ამერიკელი მოსახლეობა მათ სავაჭრო პროდუქტებს ანიჭებს  უპირატესობას. ამასთან, აღნიშნულმა კომპანიებმა 2023 წელს მოსალოდნელი გაყიდვების მოცულობები გაზარდეს და საკმაოდ აგრესიული გაფართოების სტრატეგია დააანონსეს. Dollar General, რომელსაც 18,000 მაღაზია აქვს ამ წელს დამატებით 1,100 მაღაზიის გახსნას გეგმავს, ხოლო Dollar Tree აპირებს, რომ თავის 15,500 მაღაზიას წლის ბოლომდე კიდევ 590 შემატოს. წინა კვირას ასევე საკმაოდ კარგი შედეგები გამოაქვეყნა კიდევ ერთი საცალო გაყიდვების კომპანიამ, Macy’s (M), შედეგად კომპანიის აქციის ფასები 30%-ით გაიზარდა.
     
div class="tradingview-widget-container">
  • Alibaba-ს შემოსავლებმა მოლოდინებს გადააჭარბა: ‘Alibaba Group Holding Limited’-მა (BABA) ბოლო კვარტალის შედეგებით ანალიტიკოსების მოლოდინებს საგრძნობლად გადააჭარბა. კომპანიის შემოსავლები თითქმის 10%-ით გაიზარდა, ხოლო მოგება თითო აქციაზე (Earnings per share) ანალიტიკოსების მოლოდინებს 10%-ით აღემატებოდა. მაგალითისათვის, Amazon-ის (AMZN) შემოსავლები პირველ კვარტალში მხოლოდ 7%-ით გაიზარდა. შედეგების გამოცხადების შემდეგ BABA-ს ფასი ხუთშაბათს 14.5%-ით გაიზარდა. 
     
  • Cathie Wood-ის კომპანია ARK-მა Nvidia-ს 44 მილიონი დოლარის აქციები იყიდა: Cathie Wood, საინვესტიციო ფონდი ARK Invest-ის დამფუძნებელი და დირექტორია. მიუხედავად იმისა, რომ მას ინვესტიციების სექტორში თითქმის 40 წლიანი გამოცდილება აქვს, მისი საინვესტიციო სტრატეგია განსაკუთრებით პოპულარული 2020 წელს გახდა, როდესაც მისმა ARK Innovation Fund-მა თითქმის 150%-იანი მოგება დაწერა და ინვესტიციების სამყაროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა. წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ “Cathie Wood’s ARK Invest”-მა Nvidia-ს 44 მილიონი დოლარის აქციები შეიძინა. აქვე აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს Nvidia-მ პირველი კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა. კომპანიის შემოსავლები 46%-ით გაიზარდა და 8.29 მილიარდი დოლარი შეადგინა, თუმცა კომპანიამ გამოაცხადა რომ რთულ მაკროეკონომიკურ პირობებში მოსალოდნელია  გაყიდვების შემცირება, კერძოდ რუსეთ-უკრაინის ომისა და ჩინეთში არსებული COVID შეზღუდვების გამო კომპანია შემდეგ კვარტალში შემოსავლების 500 მილიონი დოლარით შემცირებას ელოდება. კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციის ფასები თითქმის 10%-ით შემცირდა, თუმცა მოგვიანებით ღირებულება ისევ გაიზარდა, რაც ძირითადად ARK-ის მიერ აქციების შეძენას უკავშირდება. ბოლო 5 დღის ჭრილში Nvidia-ას აქციის ფასები 15.67%-ით არის გაზრდილი, თუმცა წლის დასაწყისთან შედარებით კომპანიის აქციების ფასები თითქმით 40%-ითაა შემცირებული. 
     

 

 

Type
Blog
Thumbnail
error