FB-ის აქტიური მომხმარებლების რიცხვი 1.96 მილიარდამდე გაიზარდა - საფონდო ბირჟის მიმოხილვა

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 05/03/2022 - 11:02

ტექნოლოგიური გიგანტების შედეგები: 

Meta: “Meta”-ს (FB) პრეზენტაციისას ინვესტორების ყურადღება კომპანიის მზარდმა ყოველდღიური მომხმარებლების რაოდენობამ მიიპყო.  „FB”-ს შემოსავლები ბირჟაზე დალისტვის შემდეგ მიმდინარე კვარტალში ყველაზე ნაკლებად გაიზარდა, თუმცა დღიურად აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 4%-ით, 1.96 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ინვესტორებისთვის მოულოდნელი ზრდა აღმოჩნდა და „Meta”-ს აქციების ფასი, ოთხშაბათს, არასაბირჟო სავაჭრო სესიის დროს 16%-ზე მეტით გაიზარდა. 

Amazon: ხუთშაბათს ელ-კომერციის გიგანტის აქციები 9%-ით დაეცა. Amazon-ის შემოსავლები მოსალოდნელზე მცირედით გაიზარდა (მხოლოდ 7.3%) და მთლიანობაში 2022 წლის პირველი კვარტალი ზარალით დაასრულეს. „Amazon”-მა 2015 წლის შემდეგ პირველად გამოაცხადა კვარტალური ზარალი. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ კომპანიის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა მიმართულებამ, „Amazon Web Services“-მა 37%-იანი ზრდა დააფიქსირა.

Apple: „IPhone”-ების მწარმოებლმა ხუთშაბათს რეკორდულად გაზრდილი შემოსავლები გამოაცხადა, თუმცა კომპანიის აქციების ფასი მაინც შემცირდა. კომპანიის “CFO” ლუკა მაესტრიმ გამოაცხადა, რომ შემდეგ კვარტალში კომპანია მიწოდების ჯაჭვის პრობლემის გამო $4-იდან $8 მილიარდ დოლარამდე  შემოსავლებს დაკარგავს.  „Apple”-ის მოგებამ თითო აქციაზე $1.52 შეადგინა, ხოლო მთლიანად კომპანიის შემოსავლები $97.28 მილიარდამდე გაიზარდა.

ენერგეტიკის სექტორის უმსხვილესი კომპანიების შედეგები: „ExxonMobil“-მა რუსული ბაზრიდან გამოსვლის შედეგად 3.4 მილიარდი დოლარი იზარალა, თუმცა მიუხედავად ამისა, ნავთობის გაზრდილი ფასების ფონზე მათ მაინც მაღალი მოგება და შემოსავლები გამოაცხადეს. რუსეთიდან გამოსვლის დანაკარგების გათვალისწინებით, კომპანიის მოგება მაინც გაორმაგდა და $5.4 მილიარდს მიაღწია. „ExxonMobil“-ის მენეჯმენტა კვარტალური შედეგების გამოცხადებისას საკუთარი აქციების გამოსყიდვის 30 მილიარდ დოლარიანი პროგრამა დაანონსა. პარასკევს საკუთარი შედეგები ასევე გამოაქვეყნა „Chevron”-მა. „Chevron“-ის (CVX) მოგება წინა წელთან შედარებით თითქმის გასამმაგდა და $6.3 მილიარდს მიაღწია. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ასევე ისაუბრა, რომ ისინი განიხილავენ ახალ ინვესტიციებს განახლებადი ენერგიისა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიმართულებით.
 

ბირჟების მიმოხილვა:

აპრილის თვე ბირჟებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი აღმოჩნდა ბოლო წლების განმავლობაში. ინვესტორების განწყობაზე გავლენას ბევრი პრობლემა ახდენდა, მათ შორის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, მზარდი ინფლაცია, ჩინეთის მრავალი ქალაქის ჩაკეტვა და მიმდინარე ომი უკრაინაში.  აპრილში „Nasdaq”-ის ტექნოლოგიური კომპანიებით გაჯერებული ინდექსი აპრილში 13.3%-ით, ხოლო ისტორიული მაქსიმუმიდან კი უკვე 24%-ით შემცირდა. „S&P 500”-ის ინდექსმა აპრილში 8.8%-იანი ვარდნა დააფიქსირა, ხოლო „Dow”-ს ინდექი კი იგივე პერიოდში 3.9%-ით შემცირდა.
 

მიმდინარე კვირის კვარტალური შედეგების კალენდარი:


 

Type
Blog
Thumbnail
error