საფონდო ბირჟის ყოველკვირეული მიმოხილვა

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 04/26/2022 - 17:37

ინდექსები:
წინა კვირა ამერიკული აქციებისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. „Dow Jones“-ის ინდექსმა, რომელიც ამერიკის უმსხვილეს 30 კომპანიას აერთიანებს, წინა პარასკევს 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა. ვარდნის ძირითადი მიზეზი აშშ-ს ფედერალური რეზერვის პრეზიდენტის ჯერომ პაუელის განცხადება იყო, სადაც მან დაანონსა რომ მაისში მოსალოდნელია საპროცენტო განაკვეთებს 0.5%-ით გაზრდა, რაც აუცილებელია ინფლაციის შესაჩერებლად. კვირის განმავლობაში „Dow Jones“-ის ინდექსი 2.9%-ით დაეცა, „S&P 500“-ის ინდექსი 2.8%-ით, ხოლო „Nasdaq“-მა კი 3.8%-იანი ვარდნა დააფიქსირა.
 

კორპორატიული სიახლეები:

  • „Twitter”-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კომპანიას ელონ მასკი შეიძენს $44 მილიარდად:  „Twitter“-მა (TWTR) ორშაბათს გამოაცხადა რომ მათ მიაღწიეს შეთანხმებას „Tesla”-ს გენერალურ დირექტორ ელონ მასკთან, რომ მას საკუთარი კომპანია $44 მილიარდად მიყიდონ. „Twitter“-ის აქციონერები ამ გარიგების შედეგად თითო აქციაზე $54.20-ს მიიღებენ და ტრანზაქციის შემდეგ ამერიკული სოციალური ქსელი კერძო კომპანია გახდება. დიდი ალბათობით ეს კომპანიების კორპორატიული შესყიდვების ახალი ტალღის დასაწყისია და მოსალოდნელია, რომ მომავალში ბევრი მილიარდელი და შედარებით დიდი კომპანია ეცდება შეიძინოს შედარებით პატარა ზომის სხვა კომპანია, ვინაიდან ბოლო პერიოდში ბირჟების ვარდნის შედეგად აქციების ფასები მნიშვნელოვნად არის შემცირებული და ბევრი კომპანიის აქცია ინვესტორებისთვის მიმზიდველ ფასად ივაჭრება ბირჟებზე. მიმდინარე მოვლენების ფონზე შესაძლოა ახლა კარგი დრო იყოს ისეთი შედარებით მცირე საბაზრო ღირებულების და ბოლო პერიოდში შემცირებული ფასის კომპანიების მოძიება, რომლებიც შეიძლება კორპორატიული შესყიდვების სამიზნედ იქცნენ, რადგანაც, როგორც „TWTR”-ის შემთხვევაში ვიხილეთ, კომპანიის შესყიდვის სურვილის გამოთქმის შემდეგ მისი აქციების ფასი ბოლო 1 თვის განმავლობაში 30%-ზე მეტით გაიზარდა.
  • ცვლილებები „Streaming” ინდუსტრიაში: „Netflix“-მა (NFLX) წინა კვირის განმავლობაში საკუთარი საბაზრო ღირებულების 1/3 დაკარგა, რაც დაახლოებით $50 მილიარდია. კვარტალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, კომპანიის აქციები 35%-ით შემცირდა. „Netflix”-ის დომინანტური პოზიციის შესუსტებამ შესაძლოა ახალი შესაძლებობები მისცეს მის კონკურენტებს განვითარებისთვის, თუმცა ინვესტორები ჯერ-ჯერობით ფრთხილად ეკიდებიან ამ ინდუსტრის წარმომადგენლებს, და სხვა „Streaming” სერვისების მომწოდებელი კომპანიების აქციების ფასიც შემცირდა, მათ შორის: „Disney“-ის (DIS), „HBO Max“-ის მფლობელი „Warner Bros. Discovery“-ისა (WBD) და „Paramount“-ის (PARA) აქციები, ყველა 5%-ზე მეტით დავარდა “Netflix”-ის კრახის დღეს. მიუხედავად ვარდნისა, თუ რომელიმე, ამ ან სხვა „Streaming” კომპანიებიდან საკუთარი კვარტალური შედეგების პრეზენტაციისას შეძლებს რომ სწრაფი ზრდა აჩვენოს, შესაძლოა რომ „Netflix”-ის შედეგებით იმედგაცრუებული ინვესტორების დიდი ნაწილი მიიზიდოს.
     
  • „Meta”-ს (FB) ინვესტორები რთული კვარტალისთვის ემზადებიან: „Meta”-ს (FB) საბაზრო ღირებულება დაახლოებით $230 მილიარდი დოლარით შემცირდა თებერვალში მათი ბოლო კვარტალური შედეგების გამოცხადების შემდეგ. კომპანია, რომლის კაპიტალიზაციამაც რამდენიმე თვის წინ 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია, ახლა უკვე $532 მილიარდად არის შეფასებული. „Meta”-ს მენეჯმენტს ოთხშაბათს 2022 წლის 1 კვარტალის შედეგების პრეზენტაციის დროსაც დიდი ალბათობით ბევრ პრობლემაზე მოუწევს საუბარი. მარკ ცუკემბერგმა უკვე ახსენა, რომ „Apple”-ის მიერ საკუთარ მოწყობილობებზე პირადი ინფორმაციის მოპოვების პოლიტიკის ცვლილების გამო „Meta”-მ მიმდინარე წელს შესაძლოა 10 მილიარდ დოლარამდე იზარალოს. იზრდება კონკურენციაც, ისეთი კომპანიებისგან, როგორიც არის მაგალითად „TikTok”-ი. სოციალური ქსელის რუსეთში შეზღუდვაც მოსალოდნელია, რომ უარყოფითად აისახება კომპანიის ფინანსურ შედეგებზე. „FB”-ს ფასი წინა კვირაში უკვე შემცირდა 12%-ზე მეტით. მიმდინარე ოთხშაბათს ინვესტორები და ანალიტიკოსები დიდი ინტერესით დააკვირდებიან „Meta”-ს კვარტალური შედეგების პრეზენტაციას და თუ კომპანიის წარმომადგენლები ვერ შეძლებენ, რომ დაგვანახონ გარკვეული წინსვლა ან დადებითი მოლოდინები მაინც, მაშინ მოსალოდნელია „FB”-ს ფასის შემცირების გაგრძელება. 


მიმდინარე კვირის კვარტალური შედეგები:

სამშაბათი,  26 აპრილი - Centene (CNC), Alphabet (GOOG), General Motors (GM), Chipotle (CMG), Microsoft (MSFT), UPS (UPS), PepsiCo (PEP), General Electric (GE) და Visa (V).

ოთხშაბათი, 27 აპრილი - Boeing (BA), Humana (HUM), T-Mobile US (TMUS), Ford Motor (F), Meta Platforms (FB), Kraft Heinz (KHC), და Amgen (AMGN).

ხუთშაბათი, 28 აპრილი - Twitter (TWTR), Comcast (CMCSA), Merck (MRK), Caterpillar (CAT), Northrop Grumman (NOC), Amazon (AMZN), Apple (AAPL), Intel (INTC), Altria (MO), Domino's Pizza (DPZ) და PayPal (PYPL).

პარასკევი, 29 აპრილი - AbbVie (ABBV), Bristol-Myers Squibb Company (BMY), Exxon Mobil (XOM), Chevron (CVX), Phillips 66 (PSX) და AbbVie (ABBV).

Type
Blog
Thumbnail
error