საფონდო ბირჟის ყოველკვირეული მიმოხილვა

Submitted by manager@gt.ge on ორშ, 04/11/2022 - 17:27

სამივე ძირითადი ამერიკული ინდექსი წინა კვირის განმავლობაში შემცირდა, მათ შორის  “S&P 500”-იც, რომელიც მანამდე ზედიზედ 3 კვირის განმავლობაში იზრდებოდა. აქციების ფასების ვარდნა FED-ის ინფლაციასთან ბრძოლის უფრო აგრესიულმა ტონმა გამოიწვია. წინა კვირას ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ფედერალური რეზერვის წარმომადგენლების ბოლო შეხვედრის ჩანაწერები, რომელმაც გვაჩვენა, რომ FED-ში აქტიურად განიხილავენ საპტოცენტო განაკვეთების კიდევ უფრო გაზრდასა და მათ ხელთ არსებული ფასიანი ქაღალდების კიდევ უფრო სწრაფად ჩამოწერას საკუთარი ბალანსიდან.  ამ პერიოდის განმავლობაში „Dow Jones”-ის ინდექი 0.3%-ით შემცირდა, “S&P 500”-ის ინდექსი 1.3%-ით, ხოლო „Nasdaq Composite”-მა კი 3.9%-იანი ვარდნა დააფიქსირა.


წინა კვირის საინტერესო ახალი ამბები:

  • გუგლის შვილობილმა კომპანიამ ამერიკაში დრონებით მიტანის სერვისი გაუშვა:  ხუთშაბათს ამერიკის პატარა ქალაქებში, „Frisco”-სა და „Little Elm”-ში, გუგლის (GOOG) შვილობილმა კომპანია „Wing”-მა პროდუქტების დრონებით მიტანის სერვისი ოფიციალურად გაუშვა. წარმატების შემთხვევაში შესაძლოა ამ სერვისმა მთლიანად შეცვალოს ქალაქებში პროდუქტების მიტანის ინდუსტრია. „Wing”-ის მიტანის სერვისის დახმარებით, პირველ ეტაპზე მომხმარებლებს პროდუქტების გამოძახება რამდენიმე ლოკაციიდან შეეძლებათ, მათ შორის ისეთი ქსელიდანაც, როგორიც არის „Walgreens” (WBA). მიწოდების სერვისს, მუშაობის საკმაოდ საინტერესო პრინციპი აქვს: პირველ ეტაპზე საცალო გაყიდვების მუშაკები დრონებს მომხმარებლების მიერ გამოძახებულ პროდუქტით დატვირთავენ (დრონებს მხოლოდ 1.2 კილოგრამის გადატანა შეუძლიათ). შემდეგ დრონი დაახლოებით 45 მეტრის სიმაღლეზე აფრინდება და ავტომატურად გაფრინდება დანიშნულების ადგილისკენ. როგორც კი დრონი დანიშნულების ადგილთან მივა ქვევით დაეშვება, დაახლოებით 7 მეტრის სიმაღლეზე და პროდუქტს კლიენტთან თოკით ჩამოუშვებს. „Wing”-ი წინა წლიდან უკვე ტესტავდა ამ სერვის სხვა და სხვა ქვეყნებში: ამერიკა, ფინეთი, ავსტრალია. “Amazon Prime Air”-მა (AMZN) და „Uber Eats“-მა (UBER) ასევე გამოაცხადეს, რომ ისინიც დაიწყებენ აქტიურად მუშაობას ახლო მომავალში დრონების დახმარებით მიტანის სერვისის გაუმჯობესებაზე, თუმცა მათი პროგრესი შესამჩნევად ჩამორჩება გუგლის შვილობილი კომპანიისას.
  • უორენ ბაფეტის კომპანიამ HP-ის 11.5% შეიძინა: კომპანია “HP”-ის (HPQ) აქციები ხუთშაბათს 15%-ით გაიზარდა მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეგენდარული ინვესტორის, ვორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია „Berkshire Hathaway”-იმ “HP”-ის 121 მილიონი აქცია, ანუ მთლიანი კომპანიის 11.5%-ი შეიძინა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ აქციების სწრაფი ზრდა გვაჩვენებს, რომ ინცესტორები ყურადღებით აკვიდებიანი ბაფეტის ყველა ნაბიჯს. „Berkshire”-ის პორტფელში „HP”-ი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიის პოზიცია იქნება „Apple”-ის შემდეგ.  ბაფეტის ფონდის მფლობელობაში მყოფი „Apple”-ის აქციების ღირებულება აჟამად დაახლოებით $150 მილიარდია. როგორც ჩანს, “HP”-ის აქციებში ინვესტირება უორენ ბაფეტის „Value” ანუ ღირებულებით აქციებში ინვესტირების სტრატეგიის შედეგია. ხუთშაბათამდე, კომპანიის აქციების “PE” კოეფიციენტი დაახლოებით 8 იყო, შედარებისთვის „Apple”-ისთვის „price-to-earnings” კოეფიციენტი 27 იყო, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ „Berkshire Hathaway”-იმ “HP”-ის აქციების აქციების შეძენა გადაწყვიტა, რადგანაც მათ ჩათვალეს, რომ კომპანიის აქციები ბირჟაზე ზედმეტად იაფად ივაჭრებოდა. 
     

„S&P 500“-ის ტოპ სექტორები წინა კვირაში:

  • ჯანდაცვის სექტორი + 3.44% (ETF: XLV) 
  • ენერგეტიკის სექტორი + 3.2% (ETF: XLE)
  • პირველადი მოხმარების საგნების სექტორი + 2.73% (ETF: XLP)
     

მიმდინარე კვირაში მოსალოდნელი საინტერესო კვარტალური შედეგები:
სამშაბათი, 12 აპრილი:
Albertsons (ACI) and CarMax (KMX).

ოთხშაბათი, 13 აპრილი: Bed, Bath & Beyond (BBBY), BlackRock (BLK), Delta Air Lines (DAL) and JPMorgan (JPM).

ხუთშაბათი, 14 აპრილი: Ally Financial (ALLY), Citigroup (C), Goldman Sachs (GS), Rite Aid (RAD), Morgan Stanley (MS), PNC Financial (PNC) and Wells Fargo (WFC).
 

Type
Blog
Thumbnail
error