რუსეთ-უკრაინის კონფლიკტი და გაზრდილი ინფლაციური წნეხი საფონდო ბირჟებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. აშშ-ში ძირითადი ინდექსები უკვე ზედიზედ მეორე კვირაა მცირდება. წინა კვირას გაუფასურდა Meta Platforms-ის (FB) აქციის ფასები, რამაც ჯამურად კომუნიკაციების სექტორის შემცირება გამოიწვია. ერთადერთი დარგი, რომელიც წინა კვირის განმავლობაში გაიზარდა, იყო პირველადი მოხმარების საგნების (Consumer Staples) სექტორი, რომელსაც Walmart-ისა (WMT) და Procter & Gamble-ის (PG) აქციების ფასის ზრდამ შეუწყო ხელი.
ურთიერთსაწინააღმდეგო სინგალები რუსეთის უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესახებ ბირჟებზე კვირის განმავლობაში ძალიან დიდ გავლენას ახდენდა. ორშაბათს ბირჟები მკვეთრად შემცირდა, მას შემდეგ რაც CNN-ზე გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება, სადაც მან ახსენა, რომ შესაძლოა რუსეთს შეტევა უკრაინაზე ოთხშაბათს დაეწყო. სამშაბათს ინდექსები გაიზარდა, მას შემდეგ რაც, პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ სურდა კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება და ასევე ახსენა რომ ჯარის გარკვეულ ნაწილს გაიყვანდა უკრაინის საზღვრებიდან. ბირჟების აღმასვლა დიდხანს არ გაგრძელებულა, აქციების ფასები ხუთშაბათს კვლავ დაეცა, როდესაც ამერიკის მაღალჩინოსნებმა გააკეთეს განცხადებები, რომ რუსეთს ჯარი არ გაუყვანია, და ისინი კვლავ ფიქრობენ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა გარდაუვალია.
კვირის განმავლობაში S&P 500-ის ინდექსი 1.6%-ით დაეცა, Dow jones-ის ინდუსტრიული ინდექსი 1.9%-ით შემცირდა, ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური კომპანიებით გაჯერებული ინდექსი კი 1.76%-ით უფრო დაბალ ნიშნულზე დაიხურა.
წინა კვირის საინტერესო ახალი ამბები:
- რა აქციებს ყიდულობენ დიდი საინვესტიციო ფონდები: 15 თებერვალს საინვესტიციო მენეჯერებმა, რომელთა პორტფელიც 100 მილიონ დოლარს აღემატება, გამოაქვეყნეს საკუთარი საინვესტიციო პორტფელების შესახებ ინფორმაცია. რა აქციებს ყიდოლობენ დიდი „Hedge” ფონდები? Seeking alpha-ს კვლევის მიხედვით, 20 ყველაზე დიდი საინვესტიციო ფონდი ამერიკაში 2021 წლის ბოლოსთვის შემდეგ აქციებს ყიდულობდნენ: „Alphabet“ (GOOG), „Amazon“ (AMZN), „Visa“ (V), „Shopify“ (SHOP), „Nu Holdings“ (NU), „Microsoft“ (MSFT), „Snowflake“ (SNOW), „Tesla“ (TSLA), „MercadoLibre“ (MELI), „Smartsheet“ (SMAR) და „Carvana“ (CVNA). აღნიშნული აქციები ინვესტორებისთვის შესაძლოა განსაკუთრებით საინტერესო იყოს იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე მათი ფასი შემცირებულია (გარდა Visa). „Hedge” ფონდების მომსახურება ინვესტორებისთვის ხშირ შემთხვევაში ძალიან ძვირია (როგორც წესი ასეთი ფონდების საკომისიოები საკმაოდ მაღალია - მენეჯმენტის 2% და მიღებული მოგების 20%), თუმცა მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მცირე დაგვიანებით (45 დღე) საჯაროდ ხდება ხელმისაწვდომი და ამ ინფორმაციის განახლება წელიწადში ოთხჯერ ხდება.
- პანდემიის პერიოდში გაზრდილი აქციების ზრდის ტემპი ნელ-ნელა მცირდება: წინა კვირაში „Shopify“-ის კავტალური შედეგების პრეზენტაციაზე გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის ეფექტი ბიზნესებზე უკვე ძლიერად არის შესუსტებული. 2020-ში 86%-იანი და 2021-ში 57%-იანი შემოსავლების ზრდის შემდეგ, „Shopify”-იმ გამოაცხადა რომ, მათი პროგნოზით მსგავსი დიდი ზრდა უკვე აღარ არის მოსალოდნელი 2022-ში. „SHOP”-ის ფასი 16%-ით დავარდა ოთხშაბათს, მას შემდეგ რაც კომპანიამ ეს განცხადება გააკეთა, თუმცა ამ განცხადებამ უარყოფითი ეფექტი იქონია სხვა ისეთ ინტერნეტ გაყიდვების კომპანიებზეც, როგორებიც არიან „Etsy“ (ETSY), „eBay“ (EBAY), „Wayfair“ (W) და „Chewy“ (CHWY). ასევე შემცირებულია სხვა პანდემიის პერიოდის ფავორიტი აქციებიც, მაგალითად: “Roblox”-ის აქციების ფასი ერთ-დღეში 26%-ით დაეცა, მას შემდეგ რაც კომპანიამ გამოაცხადა, რომ ბავშვები უკვე ბევრად ნაკლებ დროს ატარებენ ონლაინ თამაშებში. „Netflix”-იც, რომელსაც ადამიანები განსაკუთრებით აქტიურად იყენებდნენ ბოლო 2 წლის განმავლობაში, შემცირებულია და მაქსიმალური ნიშნულიდან აქციების ფასი 43%-ით არის დაცემული.
- ოქროს ფასმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია: ოქროსთვის 2022 საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო და ობლიგაციებთან და აქციებთან შედარებით უკეთეს შედეგებს აჩვენებს. გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე გაზრილია ინვესტორების ინტერესი შედარებით უსაფრთხო აქტივების მიმართ, როგორიცაა მაგალითად ოქრო. ოქროს ფასი 1 თვლის განმავლობაში 5%-ით არის გაზრდილი და გარკვეულ მომენტში ოქროს ფასი უნციაზე $1,900-ს გადასცდა. „SPDR Gold Trust ETF“-ის (GLD) ფასი წლის დასაწყისიდან დღემდე 5.22%-ით არის გაზრდილი. უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რაც ოქროს ფასის ზრდას იწვევს, თუმცა ძვირფასი მეტალის ფასზე ამერიკის ინფლაცური წნეხი და შესაძლო ზრდის ტემპის შენელებაც ახდენს გავლენას. „Citigroup“-ის ერთ-ერთი ანალიტიკოსის აზრით ინფლაციური წნეხისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე შესაძლოა ოქროს ფასი შემდეგი 3 თვის განმავლობაში $1,950-საც კი გადასცდეს.
მიმდინარე კვირის კვარტალური შედეგები:
სამშაბათი, 22 თებერვალი: Home Depot (HD), Macy's (M), Medtronic (MDT), Caesars Entertainment (CZR), Palo Alto Networks (PANW), Teladoc (TDOC) and Mercadolibre Inc (MELI).
ოთხშაბათი, 23 თებერვალი: Lowe's (LOW), TJX Companies (TJX), eBay (EBAY), Hertz Global (HTZ), BioCryst Pharmaceuticals, Inc.(BCRX), Overstock.com (OSTK), fuboTV (FUBO), Skillz (SKLZ) and Lemonade (LMND).
ხუთშაბათი, 24 თებერვალი: Alibaba Group (BABA), Moderna (NASDAQ:MRNA), Li Auto (LI), Nikola (NKLA), Dell (DELL), Block (SQ), Autodesk (ADSK), VMware (VMW), Coinbase Global (COIN), Beyond Meat (BYND) and Rocket Companies (RKT).
პარასკევი, 25 თებერვალი: Foot Locker (FL), Cinemark Holdings (CNK) and Lendingtree Inc. (TREE).
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო