აქციებისა და ინდექსებისთვის წინა კვირა ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. “S&P 500”-ისა და „Dow Jones”-ის ინდექსები უკვე ზედიზედ მესამე კვირაა ეცემაა, და წინა კვირაში შესაბამისად 5.7%-ითა და 4.6%-ით შემცირდა. კიდევ უფრო ძლიერი ვარდნა ჰქონდა „Nasdaq“-ის ინდექსს, რომელიც წინა კვირას 7.6%-ით შემცირდა. „Nasdaq Composite” ინდექსი უკვე მეოთხე კვირაა ზედიზედ ეცემა, და ნოემბრის თვეში მიღწეულ პიკთან შედარებით უკვე 14.3%-ით არის შემცირებული.
„S&P 500“-ის ყველაზე მეტად შემცირებული სექტორები:
- მომხმარებლების დისკრეციული სექტორი -8.49% (ETF: XLY)
- საკომუნიკაციო სერვისების სექტორი -7.04% (ETF: XLC)
- საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი -6.94% (ETF: XLK)
- ფინანსური სექტორი -6.44% (ETF: XLF)
წინა კვირის საინტერესო ახალი ამბები:
- „Microsoft“-ი „Activision Blizzard“-ის შეძენას გეგმავს: „Microsoft“-მა სამშბათს გააკეთა განცხადება რომ, ისინი კომპიუტერული თამაშების მწარმოებელი კომპანია „Activision Blizzard“-ის შეძენას გეგმავენ, გარიგების ღირებულება 69 მილიარდი დოლარია. თუ გარიგება წარმატებით შედგება ეს ისტორიაში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიის შეძენის გარიგება იქნება. მიუხედავად გარიგების მაღალი ღირებულებისა „Microsoft“-ის საბაზრო კაპიტალიზაცია მხოლოდ წინა წლის განმავლობაში გაიზარდა 1 ტრილიონი დოლარით, ასე რომ ეს გარიგება კომპანიის ღირებულების მხოლოდ პატარა ნაწილს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გარიგების გამოცხადებამდე „ATVI“-ის აქციების ფასი 40%-ზე მეტად იყო დაცემული 2021 წლის თებერვლის შემდეგ, და შესაბამისად ეს კარგი დრო იყო კომპანიის შესაძენად. გარიგების გამოცხადების შემდეგ კი „ATVI“-ის აქციების ფასი თითქმის 26%-ით გაიზარდა. ვინაიდან „Microsoft“-ს ამ მომენტისთვის თავისუფალი თანხის სახით 130 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს, გარიგების გასახორციელებლად სესხის აღება ან ახალი აქციების გამოშვება არ მოუწევს. ეს გარიგება „Microsoft“-ს შესაძლოა დაეხმაროს “Sony”-სთან უპირატესობის მოპოვებაში, რომელიც მისი მთავარი კონკურენტია ონლაინ თამაშების ინდუსტრიაში. „Activision“-ის შეძენის შედეგად, „Microsoft“-ს ისეთ პოპულარულ თამაშებზე მიეცემა კონტროლი, როგორებიც არის: „Call of Duty“, „World of Warcraft“, „Diablo“, „Overwatch“, „Candy Crush“ და ა.შ
- „Netflix“-ის (NFLX) აქციები კვარტალური შედეგების პრეზენტაციის შემდეგ 20%-ით დაეცა: კვარტალური შედეგების პრეზენტაციის შემდეგ ინვესტორები შეშინდნენ, რომ „Netflix“-ის ზრდის ტემპი შესაძლოა მნიშვნელოვნად შენელდეს, რამაც აქციების ფასის 20%-ით, ხოლო კოპანიის ღირებულების 45 მილიარდი დოლარით შემცირება გამოიწვია. „Netflix“-მა გამოაცხადა რომ მიმდინარე კვარტალში მხოლოდ 2.5 მილიონი ახალი მომხმარებლის დამატებას ელიან, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია წინა წლის პირველ კვარტალში დამატებული 3.98 მილიონ გამომწერთან შედარებით და ბევრად უფრო ჩამორჩება ანალიტიკოსების პროგნოზირებულ 7 მილიონ ახალ მომხმარებელს. თუ 2022-ის პირველ კვარტალში „Netflix“-ის პროგნოზი ახალ მომხმარებლებთან დაკავშირებით გამართლდება ეს კომპანიისთვის ყველაზე ნელი ზრდა იქნება ბოლო 10 წლის განმავლობაში. წარსულში „Netflix“-ი აკეთებდა განცხადებებს, რომ ისეთი კონკურენტი სერვისები, როგორებიც არიან „Disney+“ (DIS), „HBO Max“ (T) და „Paramount+“ (VIAC) ხელს ვერ შეუშლიდა მათ სწრაფ ზრდას, თუმცა როგორც აღმოჩნდა კომპანიის ეს განცხადება უკვე რეალობას აღარ შეესაბამება. ნეთფლიქსის განცხადებით, კონკურენცია სტრიმინგის სფეროში ყოველთვის არსებობდა და განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, რადგანაც ბევრი ახალი კომპანია ჩაერთო ამ ინდუსტრიაში.
- „Intel”-ი ახალი კომპიუტერული ჩიპების საწარმოს მშენებლობას იწყებს: პარასკევს ინტელმა გააკეთა განცხადება რომ ისინი არანაკლებ 20 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ ოჰაიოს შტატში ახალი კომპიუტერული ჩიპების საწარმოს ასაშენებლად. „Intel”-მა ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე დადო პირობა რომ ახალი საწარმოების აშენებაზე $100 მილიარდზე მეტს დახარჯავს. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა პეტ გელსინგერმა თქვა რომ ტერიტორიაზე, სადაც ამ ახალი საწარმოს აშენებას გეგმავენ მომავალში შესაძლოა 8 საწარმომდე ააშენონ. საწარმოების მშენებლობის გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და სამუშაოები 2022 წლის ბოლოსკენ დაიწყება, საწარმო კი ახალი პროდუქციის შექმნას 2025 წლიდან შეძლებს. პეტ გელსინგერმა ასევე გააკეთა განცხადება რომ კომპიტერული ჩიპების ინდუსტრია ამ დეკადის დასასრულამდე გაორმაგდება, მიუხედავად იმისა რომ შარშან ამ ინდუსტრიის კომპანიების წლიური გაყიდვა 500 მილიარდ დოლარს გადაცდა და რომ „Intel”-ი ამ ბაზრის დიდი წილის მოპოვებას გეგმავს საკუთარი საწარმოო შესაძლებლობების კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარებით.
მიმდინარე კვირის კვარტალური შედეგები:
ორშაბათი, 24 იანვარი: Philips (PHG), Halliburton (HAL) and IBM (IBM).
სამშაბათი, 25 იანვარი: Verizon (VZ), Johnson & Johnson (JNJ), Lockheed Martin (LMT), American Express (AXP), Microsoft (MSFT), Capital One (COF), F5 Networks (FFIV) and Texas Instruments (TXN).
ოთხშაბათი, 26 იანვარი: AT&T (T), Boeing (BA), Abbott Labs (ABT), Intel (INTC), Tesla (TSLA) and Lam Research (LRCX).
ხუთშაბათი, 27 იანვარი: Tesla (TSLA), Intel (INTC), Comcast (CMCSA), Dow (DOW), McDonald's (MCD), Mastercard (MA), Altria (MO), Southwest Airlines (LUV), Apple (AAPL), Robinhood Markets (HOOD), Mondelez International (MDLZ), Visa (V) and Western Digital (WDC).
პარასკევი, 28 იანვარი: Chevron (CVX), Phillips 66 (PSX), Charter Communications (CHTR), Caterpillar (CAT) and Colgate-Palmolive (CL).
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო