საფონდო ბირჟის ყოველკვირეული მიმოხილვა

Submitted by manager@gt.ge on ორშ, 01/17/2022 - 17:24

2022 წელი ამერიკული ბირჟებისა და ინდექსებისთვის შედარებით ნეგატიურად დაიწყო და უკვე მეორე კვირაა რაც ბირჟებზე ფასების კლების ტენდენცია შეინიშნება. წინა კვირას აქციების ფასების ვარდნა რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია, მათ შორის: საბანკო სექტორის წარმომადგენლების არც თუ ისე კარგმა კვარტალურმა შედეგებმა, არასახარბიელო სტატისტიკურმა ინფორმაციამ ეკონომიკაზე და უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთების მოლოდინმა. წინა კვირაში ასევე გავრცელდა აშშ-ში საცალო გაყიდვების სტატისტიკა. დეკემბერში საცალო გაყიდვები 1.9%-ით შემცირდა, რაც ეკონომისტების მოლოდინებთან შედარებით მნიშვნელოვანი ვარდნაა (პროგნოზი 0.1%-იანი შემცირება). წინა კვირას ასევე გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ში ინფლაციასთან დაკავშირებით. დეკემბერში, CPI ინდექსმა (ინფლაციის მაჩვენებელი) 7%-ს მიაღწია, რაც აშშ-სთვის საკმაოდ მაღალი ნიშნულია, მაღალი ინფლაცია კი უარყოფით გავლენას ახდენს კომპანიების აქციების ფასზე.

„Dow Jones“-ის ინდექსი კვირის განმავლობაში 0.88%-ით დაეცა, “S&P 500”-ის იდნექსი 0.3%-ით, ხოლო „Nasdaq Composite”-ის ინდექსი კი 0.28%-ით შემცირდა.


წინა კვირის ტოპ „S&P 500“-ის სექტორები:

  • ენერგეტიკის სექტორი + 5.21% (ETF: XLE)
  • საკომუნიკაციო სერვისების სექტორი + 0.52% (ETF: XLC)
  •  სამომხმარებლო პროდუქტების სექტორი + 0.37% (ETF: XLP)

 

წინა კვირის საინტერესო ახალი ამბები:

  • ბანკების კვარტალური შედეგები:  წინა კვირის განმავლობაში რამდენიმე დიდმა ამერიკულმა ბანკმა არაოფიციალურად გახსნა კვარტალური შედეგების ახალი სეზონი. საბანკო სექტორმა წინა წლის განმავლობაში “S&P 500”-ზე უკეთესი შედეგები აჩვენა, თუმცა მეოთხე კვარტლის შედეგები არაერთგვაროვანი იყო: „J.P. Morgan Chase“-მა, რომელიც ამერიკაში ტოპ ბანკია აქტივების მოცულობით, საკმაოდ კარგი შემოსავლები და მოგება აჩვენა, თუმცა პრეზენტაციის დროს ახსენეს, რომ არც თუ ისე კარგი მოლოდინები აქვთ შემდეგ რამდენიმე კვარტალზე, და ფიქრობენ, რომ მანამდე დასახულ გრძელვადიან მოგების მიზნებს ვეღარ მიაღწევენ - ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ “JPM”-ის ფასი 6%-ზე მეტად დაეცა. კვარტალური შედეგების პრეზენტაციის შემდეგ დაახლოებით, 1.3%-ით შემცირდა „Citigroup”-ის აქციების ფასიც.  ბანკებს შორის გამოირჩეოდა „Wells Fargo“, რომლის აქციების ფასი პარასკევს 3.7%-ით გაიზარდა.  „Wells Fargo”-ს შემოსავლები $20.856 მილიარდამდე გაიზარდა, როდესაც ანალიტიკოსების მოლოდინი მხოლოდ $18.824 მილიარდი იყო, მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის მოგებაც - $5.75 მილიარდამდე - რაც წინა წელთან შედარებით 86%-იანი ზრდაა.
  • „Netflix”-მა მომხმარებლებისთვის ფასების ზრდა დააანონსა:  „Netflix”-მა წინა კვირაში გამოაცხადა, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში ისინი ფასების ზრდას გეგმავენ. მათი საბაზისო შეთავაზების ფასი $1-ით, სტანდარტულის $1.5-ით, ხოლო პრემიუმ გამოწერის ფასი კი $2-ით გაიზრდება. მაღალი ხარისხის ახალი პროგრამების გადაღება „Netflix”-ს საკმაოდ ძვირი უჯდება, და ახალი გამომწერების ზრდის ტემპის შემცირების ფონზე, კომპანია თვლის რომ ფასების ზრდა მათთვის საუკეთესო სტრატეგია იქნება. 2021 წელს ორიგინალური კონტენტის შესაქმნელად გამოყოფილი ბიუჯეტი 17 მილიარდი დოლარი იყო და დიდი ალბათობით წელს ეს ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზრდება. მომსახურებაზე გაზრდილი ფასები კომპანიის ფინანსურ შედეგებზე დადებით გავლენას იქონიებს. ინვესტორებმა ეს ინფორმაცია პოზიტიურად მიიღეს და აქციების ფასი პარასკევს 1.25%-ით გაიზარდა.  დიდი ალბათობით, კომპანია ფასების ზრდაზე ინვესტორებს უფრო დეტალურ ინფორმაციას ხუთშაბათს გაუზიარებს საკუთარი კვარტალური შედეგების პრეზენტაციისას. ანალიტიკოსების მოლოდინით ბოლო კვარტალში „Netflix”-ის მომხმარებლების რაოდენობა თითქმის 8.5 მილიონით გაიზარდა. 
  • “Ford”-ის საბაზრო ღირებულება 100 მილიარდ დოლარს გადაცდა:  ავტომანქანების მწარმოებელი „Ford Motor Company“-ის აქციების ფასის ზრდის შედეგად, პირველად კომპანიის ისტორიაში, მათი საბაზრო ღირებულება $100 მილიარდს გადაცდა. ინვესტორები ოპტიმისტურად არიან განწყობილი კომპანიის მიერ საკუთარი მანქანების აგრესიული ელექტროფიკაციის სტრატეგიისადმი. “Ford”-მა ბოლო პერიოდში გამოაცხადა, რომ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე საკუთარი ელექტრო პიკაპის „F-150”-ის წარმოების გაორმაგებას გეგმავენ. ასევე საკმაოდ სწრაფად იგეგმება ელექტრო „Mustang Mach-E”-ის წარმოების გაზრდაც და აქვთ მოლოდინი რომ 2023 წლიდან, წარმოება 200,000-ამდე გაიზრდება. ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ასევე ცნობილი გახდა, რომ „Ford”-ი 2025 წლამდე საკუთარი ელექტროავტომობილების შექმნასა და განვითარებაში თითქმის 30 მილიარდ დოლარს დახარჯავს. შეგახსენებთ, რომ კომპანიის აქციების ფასი ბოლო 1 წლის განმავლობაში 150%-ზე მეტით არის გაზრდილი.

 

მიმდინარე კვირის კვარტალური შედეგები:

სამშაბათი, 18 იანვარი: Goldman Sachs (GS), PNC Bank (PNC), Truist (TFC), J.B. Hunt Transport (JBHT) and Stride (LRN).

ოთხშაბათი, 19 იანვარი: UnitedHealth (UNH), Bank of America (BAC), Procter & Gamble (PG), Morgan Stanley (MS), U.S. Bancorp (USB), United Airlines (UAL) and Kinder Morgan (KMI).

ხუთშაბათი, 20 იანვარი: American Airlines (AAL), Travelers (TRV), Union Pacific (UNP), Netflix (NFLX) and CSX (CSX).

პარასკევი, 21 იანვარი: Ally Financial (ALLY), Honeywell (HON), IHS Markit (IHS) and Schlumberger (SLB).



მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო

Type
Blog
Thumbnail
ფოტო