პარასკევს აქციების ფასები შემცირდა, რაც განპირობებული იყო ინვესტორთა შიშით, რომ ფედერალური რეზერვი კვლავ გააგრძელებს საპროცენო განაკვეთების სწრაფად გაზრდას მომავალშიც. ივლისის თვეში აშშ-ში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა 528.000 -ით, რაც ორჯერ უფრო მეტი აღმოჩნდა წინასარ გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით. ამერიკის უმუშევრობის დონე დაეცა 3.5%-მდე, რაც რეკორდულად მცირე მაჩვენებელია 1960-იანი წლების შემდეგ. მაღალი ინფლაცია კვლავ პრობლემად რჩება, თუმცა S&P 500-ისა და Nasdaq-ის ინდექსებმა კვირის განმავლობაში მაინც 0.4%-იანი და 2.2%-იანი ზრდა დააფიქსირა, ხოლო Dow Jones-მა 0.1%-იანი დანაკარგით დახურა კვირა.
- Coinbase-ის აქციები კვირაში 50%-ზე მეტად გაიზარდა: Coinbase (COIN)-ის აქციის ღირებულება, გასულ კვირას, გაიზარდა 50%-ზე მეტით, მას შემდეგ რაც კრიპტოვალუტის ბირჟამ დააანონსა პარტნიორობა BlackRock-თან. ეს პარტნიორობა BlackRock -ის ინსტიტუციონალურ მყიდველებს მისცემს კრიპტოვალუტით ვაჭრობის, შენახვის, საბროკერო მომსახურებისა (prime brokerage) და რეპორტინგის შესაძლებლობას. შეგახსენებთ, რომ BlackRock არის მსოფლიოში ყველაზე დიდი აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც 8 ტრილიონი დოლარის ღირებულების აქტივს მართავს. Coinbase-ის აღნიშნული ზრდა ასევე შეიძლება განპირობებული იყოს იმ ფაქტითაც, რომ COIN-ი საკმაოდ პოპულარული გახდა ბოლო დღეებში ფინანსურ ონლაინ ფორუმებზე, ე.წ „Short squeeze” შესაძლებლობის გამო.
- Uber-ის აქციები 18%-ით გაიზარდა კვარტალური შედეგების გამოცხადების შემდეგ: Uber-მა სამშაბათს, მეორე კვარტლში 2.6 მილიარდი დოლარის ზარალი გამოაცხადა, თუმცა კომპანიის მთლიანმა შემოსავლებმა არსებულ მოლოდინებს გადააჭარბა და ინვესტორებს მისცა იმედი, რომ შესაძლოა კომპანია მალე უკვე მომგებიანი გახდეს. ამ ინფორმაციის გამოცხადების შემდეგ UBER-ის აქციების ფასი 1 დღეში 18.9%-ით გაიზარდა. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ Uber-ი კვლავ სარგებლობს ტრანსპორტირებაზე მოთხოვნის ზრდით. მიუხედავად იმისა, რომ გასულ პერიოდში, საწვავზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა Uber-მა განაცხადა, რომ მათ კიდევ უფრო მეტი ახალი მძღოლი და კურიერი ჰყავთ, და ეს ტენდენცია კვლავ მზარდია. კომპანიამ დააფიქსირა 1.87 მილიარდი განხორციელებული მგზავრობა წინა კვარატლის განმავლობაში, რაც 9%-ით მეტია წინა კვარტალთან შედარებით და 24%-ით მეტი გასულ წელთან შედარებითთ. საბოლოო ჯამში, Uber-ის აქციის ფასი 37%-ითაა გაზრდილი კვირის განმავლობაში.
- Elliott Management-მა, PayPal-ის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები შეიძინა: PayPal (PYPL)-ის აქციები 13%-ით გაიზარდა მას შემდეგ რაც ფინანსური სერვისების მომწოდებელმა კომპანიამ მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები გამოაქვეყნა მეორე კვარტალში. პრეზენტაციისას PayPal-ის მენეჯმენტმა აღნიშნა , რომ Elliott Management-მა მათი კომპანიის საკმაოდ დიდი წილი შეისყიდა, და დაეხმარება მათ უფრო მეტად განვითარებაში. კომპანიამ, ასევე იმაზე კარგი შემოსავლები დადო, ვიდრე ნავარაუდები იყო: თითოეულ აქციაზე უკუგებამ გადააჭარბა 93 ცენტს, რაც ნავარაუდევზე 7 ცენტით მეტი აღმოჩნდა.

Type
Blog
Thumbnail
