Starbucks-ის პროდუქტზე მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა - აქციების ფასი 8%-ით გაიზარდა

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 11/08/2022 - 16:58

Starbucks:
სტარბაქსმა ანალიტიკოსების მოლოდინებზე უკეთესი ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა წლის მესამე კვარტალში. კომპანიის EPS (ანუ მოგება თითო აქციაზე) პროგნოზზე 13%-ით მაღალი იყო, ხოლო ბრუნვა მოლოდინზე $10 მილიონით მეტი - $8.4 მილიარდი. საერთაშორისო გაყიდვები თითო ობიექტზე 7%-ით გაიზარდა, რაც დიდწილად აშშ-ს 11%-იანი ზრდის დამსახურებაა. საინტერესოა ისიც, რომ აშშ-ში მოთხოვნა განსაკუთრებით იყო გაზრდილი მაღალ-მარჟიან პროდუქციაზე. ამასთანავე, კომპანიის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა განახცადა, რომ მომხარებლები უფრო და უფრო ხშირად ითხოვენ ფასიან დანამატებს, როგორიცაა მაგალითად სიროფები. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საშუალო ამერიკელი მომხმარებელი მეტად გადახდისუნარიანია, რასაც ასევე ასახავს სტაბილურად მზარდი მომხმარებლის სენტიმენტის მაჩვენებლები.
 

Alibaba:
პარასკევს ჩინეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ყოფილმა მთავარმა ეპიდემიოლოგმა განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობა დიდი ალბათობით ნაკლები სიმკაცრით გააგრძელებს პანდემიასთან ბრძოლას. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგულაციების ნაწილი გაუქმდება, ნაწილი კი - შემსუბუქდება. ამ ამბავმა შექმნა უკეთესი მოლოდინები ჩინეთის სამომავლო ეკონომიკურ პერფორმანსზე, რაც საკმაოდ დადებითად აისახა ჩინური კომპანიების აქციებზე, განსაკუთრებით კი გაიზარდა ისეთი მსხვილი კომპანიების აქციების ფასები, როგორიცაა Alibaba, JD.com და Nio.

Panasonic:
პანასონიკმა მოლოდინზე უკეთესი ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა სადაც ჩანს, რომ საოპერაციო მოგებამ ანალიტიკოსების პროგნოზებს 5%-ით გადააჭარბა. მიუხედავად გაუარესებული მოლოდინებისა შემდეგ რამდენიმე კვარტალზე, კომპანიის ფასი 20.8%-ით გაიზარდა კვირის განმავლობაში. ამის მთავარი მიზეზი პანასონიკის მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომ გახსნან ლითიუმის ბატარეების მწარმოებელი ქარხანა ამერიკის შტატ კანზასში. ქარხანა ნოემბერში გაიხსნება, ხოლო მასობრივი წარმოება დაიწყება 2025 წელს. კანზასის ქარხანა თავდაპირველად 30 მეგავატ საათით დაიწყებს წარმოებას, რაც ნიშნავს იმას, რომ წარმოებული რაოდენობა დაახლოებით 60% იქნება იმისა, რასაც კომპანია ამჟამად აწარმოებს აშშ-ში და იაპონიაში ჯამურად.

 

Type
Blog
Thumbnail
starbucks