აქციებმა წინა კვირის ბოლო სავაჭრო დღე ბოლო 2 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდით დაასრულეს. ბაზრებზე განწყობის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო ორი წამყვანი კომპანიის „Microsoft“-ისა და „Apple“-ის ძლიერმა კვარტალურმა შედეგებმა. პარასკევს “S&P 500”-ის ინდექსი, რომელიც აშშ-ს ტოპ 500 კომპანიას აერთიანებს 2.4%-ით გაიზარდა, “Dow Jones”-ის ინდექსი 1.34%-ით, ხოლო „Nasdaq Composite“-ი კი, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიებს აერთიანებს 3.3%-ით გაიზარდა. მიუხედავად კვირის წარმატებულად დასრულებისა, ჯამურად წინა კვირა საკმაოდ ვოლატილური (მერყევი) აღმოჩნდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბირჟებისთვის მთავარ გამოწვევად ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება რჩება. ამჟამად ანალიტიკოესებისა და ეკონომისტების მიხედვით, წლის განმავლობაში აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები 5-ჯერ გაზრდაა მოსალოდნელი.
წინა კვირის საინტერესო ახალი ამბები:
- გიგანტი ტექ.კომპანიების კვარტალური შედეგები: წინა კვირის განმავლობაში რამდენიმე უზარმაზარმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ გააკეთა საკუთარი კვარტალური შედეგების პრეზენტაცია და ძლიერი შედეგების გამოცხადების შემდეგ ბირჟებს შემოტრიალებაში დაეხმარნენ. „Microsoft“-ის შემოსავლებმა და მოგებამ ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. კომპანიის კვარტალური შემოსავლები პირველად გადაცდა 50 მილიარდ დოლარს რასაც ხელი შეუწყო “Cloud”-ის, კომპიუტერული თამაშებისა და „Windows”-ის მიმართულებით კარგმა შედეგებმა. კომპანიის მენეჯმენტმა ასევე გამოაცხადა, რომ კარგი მოლოდინები აქვთ ამ კვარტალზეც. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კომპანიის აქციები 5.56%-ით გაიზარდა კვირის განმავლობაში. წინა კვირას ასევე გავრცელდა Apple (AAPL)-ის კვარტალური შედეგები. დღესასწაულების პერიოდში კომპანიის გაყიდვები წინა წელთან შედარებით, 11%-ით გაიზარდა და $123.9 მილიარდს მიაღწია, რაც კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელია, ამასთან აღნიშნული შემოსავლებიდან $71.6 მილიადრი აიფონების გაყიდვაზე მოდიოდა. კომპანიის კვარტალური მოგება ასევე პირველად გადასცდა 30 მილიარდ დოლარს. AAPL-ის აქციის ფასი წინა კვირაში 6.4%-ით გაიზარდა. წინა კვირაში გამონაკლისი იყო „Tesla”. მიუხედავად საკმაოდ გაზრდილი შემოსავლებისა და მოგებისა, კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მსოფლიო მიწოდების ჯაჭვებისა და კომპიუტერული ჩიპების დეფიციტის გამო, კომპანია ვერ ახერხებს საკუთარი საწარმოო რესურსის ბოლომდე გამოყენებას და შესაძლოა რომ ეს პრობლემები 2022 წლის ბოლომდე შენარჩუნდეს. TSLA-ას აქციების ფასი კვირის განმავლობაში 6.49%-ით დაეცა.
- „Meta“-ა საკუთარი კრიპტო პროექტს „Diem”-ის შეჩერებას აპირებს: წინა კვირაში ბლუმბერგზე დაიდო სტატია სადაც ნახსენებია რომ „Meta Platform“-ი (FB), Facebook-ის ჰოლდინგური კომპანია საკუთარი კრიპტო პროექტის შეჩერებას გეგმავს. “Facebook”-მა პროექტი „Libra” 2019 ში დაიწყო და შემდგომ სახელი „Diem”-ზე შეცვალეს. პროექტის მიზანი იყო რომ კრიპტოვალუტისა და თანხის გაგზავნა სოციალური ქსელის დახმარებით ისეთივე მარტივი ყოფილიყო, როგორც მესენჯერში ტექსტის მეგობრისთვის მიწერაა. კომპანიას ჰქონდა ამბიცია, რომ ამ სერვისით საბანკო და ფინანსური სერვისი შეეთავაზებინათ იმ მილიარდობით ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ წვდომა საბანკო მომსახურებაზე. პროექტი თავიდანვე პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, ძირითადად რეგულატორული რისკების გამო. რეგულატორებმა მთელი მსოფლიოდან გამოხატეს შიში, რომ შესაძლოა ეს პროექტი გამოყენებული ყოფილიყო ფულის გათეთრებისა და სხვა კრიმინალური აქტივობების დასაფინანსებლად. ამ პრობლემების შედეგად პროექტს ბევრი ძირითადი პარტნიორი ჩამოშორდა, მათ შორის: PayPal (PYPL), eBay (EBAY), Stripe, Visa (V) და Mastercard (MA). ბლუმბერგის ინფორმაციით, “Meta Platform”-ი ფიქრობს, რომ „Diem”-ის საკუთარი ინტელექტუალური საკუთრება გაყიდოს რათა ინვესტორებს საწყისი კაპიტალი დაუბრუნონ.
- ავიახაზებს ოპტიმისტური მოლოდინები აქვთ 2022 წელთან დაკავშირებით: „Southwest Airlines“-მა, „JetBlue“-მ და „Alaska Air Group“-მა წინა კვირას საკუთარი კვარტალური შედეგების გამოცხადებისას ოპტიმისტური მოლოდინები გააჟღერეს 2022-თან დაკავშირებით. „Southwest Airlines“-მა გამოაცხადა, რომ მათ პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად ჰქონდათ მომგებიანი კვარტალი. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბობ ჯორდანმა პრეზენტაციისას თქვა, რომ „როგორც ჩანს ინდუსტრიამ ყველაზე ცუდი პერიოდი წარსულში მოიტოვა“. „JetBlue“-ს ზარალიც ინვესტორების მოლოდინთან შედარებით ბევრად დაბალი იყო. მათი მოლოდინით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შემოსავალი 2019 წელთან შედარებით 11%-იდან 16%-ამდე ნაკლები ექნებათ, თუმცა საკმაოდ დიდ ზრდას ელიან ზაფხულში. „Alaska Air“-მა შედეგების პრეზენტაციის დროს გამოაცხადა, რომ ავიახაზების ინდუსტრიაში კომპანიას ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი ჰქონდათ ომიკრონის მიუხედავად და ფიქრობენ, რომ ზაფხულში პანდემიამდელ მდგომარეობაზე დაბრუნებას შეძლებენ.
S&P 500 - წინა კვირის ტოპ სექტორები:
ენერგეტიკის სექტორი + 5.02% (ETF: XLE)
ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორი + 2.26% (ETF: XLC)
ფინანსური სექტორი + 1.32% (ETF: XLP)
კალენდარი:
მიმდინარე კვირის ეკონომიკური კალენდრიდან ინვესტორებისთვის ყველაზე საინტერესო იქნება პარასკევს ამერიკის დასაქმების სტატისტიკა. არის მოლოდინი რომ იანვარში ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 150,000-ს მიაღწევს.
ასევე საინტერესო იქნება ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთშაბათს გამოაცხადებენ. „ECB” დიდი ალბათობით არ გამოაცხადებს საპროცენტო განაკვეთების ცვლილებას.
მიმდინარე კვირის კვარტალური შედეგების პრეზენტაციები:
ორშაბათი, 31 იანვარი: NXP Semiconductors (NXPI), Cirrus Logic (CRUS) და Harmonic (HLIT).
სამშაბათი, 1 თებერვალი: Exxon Mobil (XOM), UBS (UBS), UPS (UPS), Sirius XM (SIRI), Alphabet (GOOG), General Motors (GM), Starbucks (SBUX), AMD (AMD), PayPal Holdings (PYPL), Match Group (MTCH) და Electronic Arts (EA).
ოთხშაბათი, 2 თებერვალი: AmerisourceBergen (ABC), Humana (HUM), AbbVie (ABBV), Meta Platforms (FB) T-Mobile US (TMUS), Spotify (SPOT) და Qualcomm (QCOM)
ხუთშაბათი, 3 თებერვალი: Shell plc (RDS.A), Cardinal Health (CAH), Cigna (CI), Honeywell (HON), Penn National Gaming (PENN), Amazon (AMZN), Ford Motor (F), Pinterest (PINS), Wynn Resorts (WYNN), Fortinet (FTNT), News Corp. (NWSA), Unity Software (U) და Activision Blizzard (ATVI).
პარასკევი, 4 თებერვალი: Bristol-Myers (BMY), Eaton (ETN) და CBOE Global Markets (BATS:CBOE).
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო