Macy's აქციების ფასი 8%-ით გაიზარდა - საფონდო ბირჟების მიმოხილვა

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 11/22/2022 - 16:26

Footlocker:
Footlocker-მა მოლოდინზე საგრძნობლად უკეთესი ფინანსური შედეგები გამოქვეყნა 2022 წლის მესამე კვარტლისთვის, შედეგად კი კომპანიის აქციების ფასი კვირის განმავლობაში 7.8%-ით გაიზარდა. კომპანიის შედეგები აღემატობეოდა ანლიტიკოსების პროგნოზებს როგორც ბრუნვის ისევე მოგების მხრივ. ბრუნვა მოლოდინზე 80 მილიონი აშშ დოლარით მეტი, 2.17 მილიარდი იყო, ხოლო EPS, ანუ მოგება თითო აქციაზე 1.11 დოლარის ნაცვლად 1.27 დოლარი აღმოჩნდა. ამასთანავე, Footlocker-ის მენეჯმენტმა უკეთესობისკენ შეცვალა მოლოდინები სამომავლო ფინანსურ წარმატებაზე.
საინტერესოა, რომ ამ სიახლემ დადებითი გაველნა იქონია Footlocker-ის კონკურენტ და ასოცირებულ კომპანიების აქციებზეც. მაგალითად, Dick’s Sporting Goods-ის აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა კვირის განმავლობაში.

 

Oatly
Oatly-მ ანალიტიკოსების მოლოდინზე საგრძნობლად უარესი ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა 2022 წლის მესამე კვარტლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ბრუნვა წლიური 7%-ით გაიზარდა და 183 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, Oatly-ს მომგებიანობა საკმაოდ შემცირებულია - კომპანიის საერთო მოგება თითქმის 10-ჯერ შემცირდა წინა წლიდან და მხოლოდ 4.9 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო საოპერაციო მოგება კი უარყოფითი იყო. ამასთანავე, საგანგაშოა ისიც, რომ კომპანიას ძალიან მცირე რაოდენობით უჭირავს ქეში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ Oatly-მ შესაძლოა სახსრების მოზიდვა ახალი ობლიგაციების ან აქციების გამოშვებით გადაწყვიტოს, რაც არასასურველი იქნება ამჟამინდელი აქციონერებისთვის.

 

Macy’s:
საცალო გაყიდვების ქსელმა Macy’s-მა 2022 წლის მესამე კვარტლისთვის მოლოდინზე უკეთესი შედეგები გამოაქვეყნა, შედეგად კი აქციების ფასი კვირის განმავლობაში 6.5%-ით გაიზარდა. კომპანიის მოგება თითო აქციაზე თითქმის სამჯერ აღემატებოდა ანალიტიკოსების პროგნოზებს და 0.52 დოლარი შეადგინა. ასევე მოლოდინზე მცირედით უკეთესი აღმოჩნდა ბრუნვაც, რომელმაც 5.23 მილიარდი დოლარი შეადგინა.
Macy’s-ის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ეფექტური ინვენტარის მენეჯმენტია, რაც კომპანიას მნიშვნელოვნად უმცირებს ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ ინვენტარის მოთხოვნასთან შესაბამებას კრიზისულ პერიოდებში ისეთი საცალო ვაჭრობის გინანტებიც კი ვერ ახერხებენ, როგორებიცაა Walmart-ი და Target-ი.


 

Type
Blog
Thumbnail
ფოტო