კვირის თემა: აშშ-ს და შვეიცარიის ბანკები

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 03/21/2023 - 12:12

გასულ კვირას, აშშ-ს რამდენიმე საკმაოდ მსხვილი ბანკი იდგა გაკოტრების რისკის წინაშე. მათ შორის: Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნოვანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი - Credit Suisse. 


ამ მოვლენებთან დაკავშირებით ცენტრალური ბანკები მზად არიან საჭირო სახსრები მიაწოდონ ფინანსურ ორგანიზაიცებს, რომლებიც ლიკვიდურობის პრობლემის წინაშე დგანან. ამ შინაარსის განცხადებებმა მცირედით შეამსუბუქა ინვესტორების პესიმიზმი: კვირის განმავლობაში S&P 500 2.1%-ით გაიზარდა, Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსი კი 6.5%-ით.


სავარაუდოა, რომ მონეტარული ავტორიტეტებისგან ასეთ გადაწყვეტილებას შეიძლება დიდი გავლენა ჰქონდეს ინფლაციის პრობლემაზეც. როდესაც ფედერალური რეზერვი, ევროპის ცენტრალური ბანკი და სხვა მონეტარული ინსტიტუტები ზრდიდნენ საპროცენტო განაკვეთს, ისინი ამით ცდილობდნენ ეკონომიკაში შეემცირებინათ ფულადი რესურსის რაოდენობა. მაშინ როცა ცენტრალური ბანკი იქცევა საპირისპიროდ (ანუ გამოყოფს თანხას ბანკების დასახმარებლად) ეს ანეიტრალებს თვების მანძილზე გაღებულ შრომას. შესაბამისად ყველა ნაბიჯი, რომელიც ბანკების დასახმარებლად დამატებითი სახსრების შექმნას/გაღებას გულისხმობს სავარაუდოდ გაამძაფრებს ინფლაციურ წნეხს.


ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა ამერიკული ბანკი დღეს ერთ პოზიციაში არ იმყოფება. მსხვილ ბანკებს, როგორებიცაა Bank of America, JPMorgan Chase, Goldman Sachs, და ა.შ., ძალიან დიდი რესურსები აქვთ გადანახული. ამასთანავე ფულადი რეზერვები არ არის ერთადერთი ინსტრუმენტი რაც ამ მასშტაბის ბანკებს გააჩნიათ კრიზისთან გასამკლავებლად. 
 

Type
Blog
Thumbnail
ფოტო