S&P 500-ის 10 სექტორი წითელ ზონაში დაიხურა - რატომ მცირდება ინდექსები

Submitted by manager@gt.ge on ორშ, 10/03/2022 - 19:39

ბირჟები:

ამერიკულმა ინდექსებმა 2022 წლის მესამე კვარტლის ბოლო დღეც საკმაოდ დიდი დანაკარგებით დაასრულეს. ფედერალური რეზერვის აგრესიული ტონის შედეგად Dow Jones-ისა და S&P 500-ის ინდექსები 2022 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულებზე ჩამოვიდა. აქციების ფასების ვარდნას ხელი შეუწყო “PCE” მაჩვენებელმაც, რომელიც კიდევ უფრო გაზრდილ ინფლაციაზე მიგვითითებს. პარასკევს S&P 500-ის 11 სექტორიდან 10 წითელ ზონაში დაიხურა, ხოლო მთლიანად კვირის განმავლობაში S&P 500-ი 2.91%-ით შემცირდა. იგივე პერიოდში Dow Jones-ის იდექსი 2.92%-ით უფრო დაბალ ნიშნულზე დაიხურა, ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიურმა ინდექსმა საკუთარი ღირებულებს 2.69% დაკარგა.

კორპორატიული სიახლეები:

  • Micron:  მიუხედავა იმისა, რომ კომპანიამ მოლოდინზე უკეთესი შედეგები დააფიქსირა, ანალიტიკოსების პროგნოზები „Micron”-თან დაკავშირებით მაინც არაერთგვაროვანია. პანდემიის პერიოდში არსებული დეფიციტის შემდეგ, კომპანიას ახლა არსებულ საბაზრო მოთხოვნაზე ბევრად მეტი მარაგები აქვს, რაც შესაბამისად ფასებზე და კომპანიის მომგებიანობაზე ნეგატიურად მოქმედებს. კომპანიის მენეჯმენტის მოლოდინით, შემდეგ კვარტალში მათი შემოსავალ $4 - $4.5 მილიარდის ფარგლებში იქნება, რაც ჩამორჩება აქამდე არსებულ $5.7 მილიარდის პროგნოზს. კვირის განმავლობაში აქციების ფასი მცირედით (0.35%) გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ Evercore-ისა და UBS-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, კომპანიის აქციების ფასი შემდეგი 12 თვის განმავლობაში შესაძლოა 70$-ამდე გაიზარდოს.
     
  • Nike: Nike-ის კვარტალური შედეგების პრეზენტაციისას, კომპანიამ მოლოდინზე უკეთესი შემოსავლები და მოგება აჩვენა, თუმცა ინვესტორები შეაშინა იმ ფაქტმა, რომ კომპანიის მარაგები 44%-ით გაიზარდა, რამაც აქციების ფასის საკმაოდ დიდი ვარდნა გამოიწვია. შესუსტებული მოთხოვნის ფონზე, “Nike”-მა დამატებითი ფასდაკლებები დაანონსა. Barclays-ის საცალო გაყიდვების სექტორის ანალიტიკოსის მოსაზრებით, კომპანიისთვის შემდეგი კვარტალი საკმაოდ რთული იქნება, თუმცა ჩინეთში მოთხოვნის აღდგენამ შესაძლოა დააკომპენსიროს დასავლეთის ქვეყნებში შემცირებული მოთხოვნა. NKE-ის აქციები კვირის განმავლობაში 13%-ზე მეტით შემცირდა.
     
  • Adobe: წინა კვირას საკუთარი კვარტალური შედეგების პრეზენტაცია ქონდა Adobe-საც და კომპანიის შემოსავლებიცა და მოგებაც მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ Adobe არ არის ერთადერთი ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც მოსალოდნელზე უარესი შედეგები აჩვენა (მსგავსი ჩამორჩენა ქონდა კომპანია Oracle-საც).  წინა თვის დასაწყისში, Adobe-მ გამოაცხადა, რომ ის შეიძენს საკუთარ კონკურენტ ფირმა Figma-ს 20 მილიარდ დოლარად. ეს სიახლე ინვესტორებს პოზიტიურად ნამდვილად არ მიუღიათ და მას შემდეგ Adobe-ს აქციების ფასი 30%-ზე მეტით არის შემცირებული.
    |

მომავალი კვირის მოსალოდნელი სიახლეები:

ამერიკის დასაქმების სტატისტიკა: ინვესტორები დიდი ყურადღებით დააკვირდებიან შემდეგ პარასკევს გამოქვეყნებულ ამერიკის დასაქმების სატატისტიკას. Bank of America-ს პროგნოზით სექტემბრის თვეში ამერიკაში 300,000 ახალი სამუშაო ადგილი იქნება შექმნილი, რაც მცირედით ჩამორჩება აგვისტოს თვის მაჩვენებელს.

 

Type
Blog
Thumbnail