Amazon-ის აქციების ფასი 8.3%-ით გაიზარდა

Submitted by manager@gt.ge on ხუთ, 08/10/2023 - 15:55

კვირის განმავლობაში ამერიკული ბირჟები მკვეთრად შემცირდა, მას შემდეგ, რაც სარეიტინგო კომპანია Fitch-მა ამერიკის საკრედიტო რეიტინგი შემცირება დააანონსა. პარასკევს კი, კვარტალური შედეგებით, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული კვირა დასრულდა. Amazon-ის აქციები 8%-ზე მეტით გაიზარდა, Apple-ის აქციები კი თითქმის 5%-ით შემცირდა. ასევე, Dow Jones-ის ინდექსი 1.1%-ით უფრო დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა, S&P 500-ის ინდექსმა კი 2.3%-იანი ვარდნა დააფიქსირა. რაც შეეხება Nasdaq-ის ინდექსს, აქაც მაჩვენებლი 2.8%-ით არის შემცირებული

 

სიახლეები:

Apple:  Apple-ის აქციები პარასკევს 4.8%-ით შემცირდა, მას შემდეგ, რაც კომპანიამ კვარტალური შედეგები გამოაცხადა. შემოსავლები შემცირებული იყო როგორც მიმდინარე, ასევე, მენეჯმენტის პროგნოზით, შემცირებული იქნება მომავალ კვარტალშიც, რაც ნიშნავს, რომ Apple-ის შემოსავლები ზედიზედ 4 კვარტალია, მცირდება

Apple-ის შემოსავლები მიმდინარე კვარტალში 1%-ით შემცირდა, რაც გამოწვეულია ტექნიკის (iPhone, iPad, Mac) სუსტი გაყიდვებით. უნდა ითქვას ისიც, რომ კომპანიის შემოსავლები გაზრდილი იყო 8%-ით სერვისების მიმართულებით და კომპანიის მენეჯმენტს მოლოდინებიც საკმაოდ კარგი აქვს

 

Amazon: წინა კვირის განმავლობაში Amazon-მა მოსალოდნელზე ბევრად უკეთეში კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, რის შედეგადაც პარასკევს კომპანიის აქციების ფასი 8%-ით გაიზარდა. Amazon-ის მოგებამ თითო აქციაზე 65 ცენტი შეადგინა, მაშინ როდესაც ანალიტიკოსების მოლოდინი მხოლოდ 35 ცენტი იყო. საკმაოდ ძლიერი ზრდა დაფიქსირდა Amazon Web Service-ისა და სარეკლამო სეგმენტის მიმართულებითაც. ანალიტიკოსების შეფასებისგან განსხვავებით, ამდენად კარგი შედეგები კომპანიას 2020 წლის შემდეგ არ ქონია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ახალი გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებები და ცვლილებები კომპანიის შემოსავლიანობაზე საკმაოდ კარგად აისახა. გარდა ამისა, საკმაოდ კარგი იყო პროგნოზები მომავალ კვარტალთან დაკავშირებითაც

 

AMD:  წინა კვირის განმავლობაში კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელმა კომპანია Advanced Micro Devices-მაც. კომპანიის შედეგები ამ შემთხვევაშიც უკეთესი იყო, ვიდრე ვარაუდობდნენ, თუმცა გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, შემოსავლები 18%-ით იყო შემცირებული

ამასთან ერთად კომპანიის მენეჯმენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მათი მომხმარებლები სულ უფრო ინტერესდებიან ხელოვნური ინტელექტით, კომპიუტერული ჩიპებით და სერვერებით, რომლებიც AI-ს განვითარებისთვის არის საჭირო. აქედან გამომდინარე, თავად კომპანიაც უფრო მეტად კონცენტრირდება ამ მიმართულების განვითარებაზე. როგორც ჩანს, ეს ფაქტი ინვესტორებმა კარგად მიიღეს: AMD-ის აქციები კვირის განმავლობაში 1.5%-ით გაიზარდა

 

კვირის ETF:

The Energy Select Sector SPDR Fund (Ticker: XLE) არის ETF, რომელიც მოიცავს S&P 500-ის ინდექსში შემავალი ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე კომპანიებს. ამ ETF-ის დახმარებით შეგიძლიათ კაპიტალი ინვესტირებული გქონდეთ ისეთ ენერგეტიკის სექტორებში, როგორებიცაა: ნავთობის, გაზის და სხვა ენერგოპროდუქტების მოპოვება, გადამუშავება და ა.შ. ფონდი მოიცავს საკმაოდ ცნობილ კომპანიებს, მაგალითად: Exxon Mobil Corporation-ს (XOM), Chevron Corporation-ს (CVX), ConocoPhillips-ს (COP) და სხვ.

 

 

Type
Blog
Thumbnail
amazon