სექტორები

ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვა - სექტემბერი 2023

Submitted by manager@gt.ge on ოთხ, 10/04/2023 - 18:12

2023 წლის სექტემბერში:

ნავთობის ფასი თვიურად 9.7%-ით გაიზარდა, რაც საუდის არაბეთისა და რუსეთის მიერ წარმოების შემცირების წლის ბოლომდე გაგრძელებამ გამოიწვია. ანალიტიკოსები ნავთობის ფასის 100 აშშ დოლარამდე გაზრდას ელიან, თუმცა  მის ამ ნიშნულზე შენარჩუნებას ცოტა პროგნოზირებს.

ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 19.7%-ით გაიზარდა. S&P Global-ის მოლოდინით, ბუნებრივ აირზე მოთხოვნა მე-4 კვარტალში მაღალი იქნება, ფასები კი კვლავ მერყევი.

ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვა - აგვისტო 2023

Submitted by manager@gt.ge on ოთხ, 09/06/2023 - 16:50

2023 წლის აგვისტოში:

ნავთობის ფასი თვიურად 1.5%-ით გაიზარდა. ნავთობის ფასები დასტაბილურდა 85 აშშ დოლარის ირგვლივ, მას შემდეგ რაც ივლისსა და აგვისტოს დასაწყისში საუდის არაბეთისა და რუსეთის მიერ წარმოების შემცირების დაანონსებამ, ფასების ზრდა გამოიწვია. 

ბუნებრივი აირის ფასი 12.0%-ით გაიზარდა. ევროპაში ბუნებრივი აირის ბაზარზე არასტაბილურობაა, რაც ძირითადად გამოწვეულია ავსტრალიიდან თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის შეფერხებით. 

ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვა - ივლისი 2023

Submitted by manager@gt.ge on პარ, 08/04/2023 - 17:40

2023 წლის ივლისში:

ნავთობის ფასი თვიურად 14.2%-ით გაიზარდა, რაც OPEC+-ის წევრების მიერ მიწოდების შემცირების შესახებ განცხადებებს უკავშირდება. 

ბუნებრივი აირის ფასი 24.9%-ით შემცირდა, რადგან უხვმა მარაგებმა დააბალანსა მიწოდების მხარეს არსებული პოტენციური რისკები. 

ამონიუმის ნიტრატის ფასი 49.0%-ით გაიზარდა. თუმცა, აღნიშნული ზრდა დაბალი ბაზის ეფექტითაა გამოწვეული, რადგან ფასებმა ხუთწლიან მინიმუმს მიაღწია 2023 წლის ივნისში.

ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვა - მაისი 2023

Submitted by manager@gt.ge on ოთხ, 05/31/2023 - 16:02

წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროდუქტს - ნედლეულის ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვას. კვლევა მოიცავს ნავთობის, ბუნებრივი აირის, ამონიუმის ნიტრატის, ხორბლის, სპილენძის, ფეროსილიკონის და ოქროს გლობალური ფასების დინამიკას და საქართველოს საგარეო ვაჭრობას აღნიშნული პროდუქტებით.

2023 წლის მაისში:

ნავთობის ფასი თვიურად 0.9%-ით შემცირდა, მას შემდეგ რაც ფასები მკვეთრად გაიზარდა 2023 წლის აპრილში, OPEC-ის მიერ მიწოდების შემცირების განცხადების გამო.

ტურიზმის ბაზრის მიმოხილვა - მაისი 2022

Submitted by manager@gt.ge on ხუთ, 06/16/2022 - 16:31

ტურიზმის აღდგენა მნიშვნელოვნად დაჩქარდა 2022 წლის მაისში, რასაც მოწმობს ყველა ძირითადი ინდიკატორი: ვიზიტორების რაოდენობა, ტურიზმიდან შემოსავლები, Airbnb-ისა და სასტუმროებზე მოთხოვნა.