თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება - იანვარი 2024

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 03/05/2024 - 11:23

გაყიდული ბინების რაოდენობა 
2024 წლის იანვარში თბილისში 3,068 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 6.3%-იანი ზრდაა. ეს ზრდა მთლიანად გამოწვეული იყო პირველად ბაზარზე გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობით (+21.2% წ/წ), მაშინ როცა მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 5.8%-ით შემცირდა.

ფასები
პირველადი ბაზრის საშუალო შეწონილმა ფასმა 1,266 აშშ დოლარი შეადგინა, რაც თვიურად 0.5%-იანი ზრდაა.

ბაზრის ზომა
2024 წლის იანვარში თბილისში 229.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც 13.1%-იანი წლიური ზრდაა.

ქირა
2024 წლის იანვარში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 10.4 აშშ დოლარი შეადგინა, რაც თვიური 2.4%-იანი შემცირებაა.

სამშენებლო ნებართვები
2024 წელი ნებადართული საცხოვრებელი ფართის 71.8%-იანი წლიური ზრდით დაიწყო, რეკორდულად მაღალი 2023 წლის შემდეგ. საცხოვრებელი უძრავი ქონების პროექტებზე სულ 19 ნებართვა გაიცა.
 

Thumbnail