ძირითადი მიგნებები
- სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარი 2017-21 წლებში 5.2%-ით გაიზარდა და სექტორის ზომამ $3.4 მილიარდი შეადგინა,
- სექტორის სწრაფად აღდგა 2021 წელს პანდემიის შემდეგ და მაღალი ზრდა გრძელდება 2022 წელს,
- სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოება მაღალია, თუმცა სარემონტო მასალები, ტექნიკა და ავეჯი იმპორტზეა დამოკიდებული,
- ნედლეულისა და ტრანსპორტირების ფასები კლებულობს რუსეთ-უკრაინის ომის უარყოფითი გავლენის მიუხედავად,
- მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტორები ჯანსაღია: ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი მშენებლობა,
- ჩვენ ველოდებით სექტორის წლიურ 5-10%-იან ზრდას მომდევნო 5 წლის განმავლობაში, რაც შეესაბამება წინა 5-წლიანი ზრდის პროფილს,
- სექტორის ძირითადი რისკებია: 1) მაღალი ინფლაციის და მაღალი საპროცენტო განაკვეთების მოსალოდნელზე ხანგრძლივი პერიოდი, 2) მიგრაციის ტენდენციების მოულოდნელი/სწრაფი ცვლილება 3) გეოპოლიტიკური კონფლიქტები.
ძირითადი რიცხვები
- კვლევა ფარავს $3.4 მილიარდის სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარს,
- ფოკუსირებულია 4 ძირითად ქვე-სექტორზე - სამშენებლო მასალები, სარემონტო მასალები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი & განათება,
- გაანალიზებულია 20,000 კომპანიის საქმიანობა,
- მოიცავს საგარეო ვაჭრობის 900 პროდუქტის ანალიზს,
- გაანალიზებულია 70-ზე მეტი საშუალო და დიდი ზომის კომპანიის აუდირებული ფინანსური ანგარიშგებები და შედარებულია ევროპისა და აზიის 400 კომპანიას.
Category