2024 წლის აგვისტოში:
ნავთობის ფასი თვიურად 2.4%-ით შემცირდა. აგვისტოში ფასები მკვეთრად მერყეობდა, რისი მიზეზიც დადებითი და უარყოფითი სენტიმენტების ცვალებადობა იყო.
ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 13.1%-ით გაიზარდა. ზრდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის შედეგი იყო. მათ შორის, ომი რუსეთის ტერიტორიაზე, სხვა ქვეყნებში (ეგვიპტეში) გაჩენილი მოთხოვნა და ნორვეგიული გაზსადენის სამუშაოები.
ოქროს ფასი თვიურად 2.3%-ით გაიზარდა. ოქროს ფასის ახალი რეკორდული ნიშნულები უკვე ჩვეული მოვლენაა ბოლო თვეების განმავლობაში - აგვისტოში ფასმა პირველად გადააჭარბა ერთ უნციაზე $2,500-ის ღირებულებას. აღსანიშნავია, რომ ამჯერად სიტუაცია ცოტა განსხვავებულია.
ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 7.6%-ით გაიზარდა. სასუქების გლობალური მიწოდება, განსაკუთრებით კი შარდოვანის (urea) საგულისხმოდაა შემცირებული - ჩინური ექსპორტი, მთავრობის გადაწყვეტილებით, კვლავ ლიმიტირებულია.
ხორბლის ფასი თვიურად 1.0%-ით გაიზარდა. ფასები წლის დასაწყისიდან 19.2%-ით არის შემცირებული, თუმცა ცუდი ამინდის ეფექტი მოსავალზე თანდათან უფრო ცალსახა ხდება.
სპილენძის ფასი თვიურად 0.2%-ით გაიზარდა. მიუხედავად მცირე ზრდისა, წითელი მეტალისადმი მოლოდინები ნაკლებად საიმედოა.
ფეროსილიკონი - ევროპული ფეროსილიკონის ფასი თვიურად 1.6%-ით, ჩინურის კი 0.8%-ით შემცირდა. სხვა მეტალების მსგავსად, ფეროსილიკონის ფასების კლებაც ჩინეთის სუსტ ეკონომიკას უკავშირდება.