ნედლეულის ბაზრის ყოველთვიური მიმოხილვა - ოქტომბერი 2024

Submitted by manager@gt.ge on სამშ, 11/12/2024 - 19:20

2024 წლის ოქტომბერში,

ნავთობის ფასი თვიურად 1.9%-ით გაიზარდა. თვის განმავლობაში ტრეიდერების ყურადღება მიმართული იყო ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის, OPEC+-ის მიწოდების ცვლილებისა და აშშ-ს არჩევნების პოტენციური შედეგებისკენ.

ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 6.9%-ით შემცირდა. ევროპული გაზის ფასები სწრაფად შემცირდა მას შემდეგ, რაც Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ევროპელი შემსყიდველები აზერბაიჯანულ „სოკართან“ უკრაინის ტრანზიტის გასაგრძელებლად ხელშეკრულების გაფორმებასთან იყვნენ ახლოს. მოგვიანებით, სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

ოქროს ფასი თვიურად 4.2%-ით გაიზარდა. შედეგად ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს - ერთ უნციაზე თითქმის $2,790-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ამჯერად მატება ცენტრალური ბანკების ნაცვლად საცალო და სხვა ინსტიტუციონალური ინვესტორების დამსახურება იყო.

ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 1.0%-ით შემცირდა. სასუქებზე გლობალური მოთხოვნა წლიურად უმნიშვნელოდაა გაზრდილი და კვლავ სასურველზე დაბალი რჩება.

ხორბლის ფასი თვიურად 13.8%-ით გაიზარდა. საფრანგეთში ათწლეულის ყველაზე ცუდი მოსავალი დაფიქსირდა, სირთულეები კი მომავალ სეზონზეც შენარჩუნდება.

სპილენძის ფასი თვიურად 3.3%-ით შემცირდა. სუსტი გლობალური ეკონომიკური აქტივობა და ძლიერი დოლარი ფასებზე მნიშვნელოვან წნეხს ახდენს.

ფეროსილიკონი - ევროპული ფეროსილიკონის ფასი თვიურად 4.1%-ით შემცირდა, ჩინურის კი ერთ ტონაზე $1,285 შენარჩუნდა.
 

Thumbnail