2024 წლის ნოემბერში:
ნავთობის ფასი თვიურად 0.3%-ით შემცირდა. ოქტომბრის შემდეგ ნავთობის ფასი ვიწრო მონაკვეთში მერყეობს, რაც სხვადასხვა საპირისპირო ფაქტორების მოქმედების შედეგია. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი, ჩინური მოთხოვნა, ტრამპის დაპირებები, და OPEC-ის შეხვედრა კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანი თემები იყო ნოემბერში.
ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 23.1%-ით გაიზარდა. რუსეთ-უკრაინის გაზის ტრანზიტის ხელშეკრულების დასასრული ახლოვდება, ევროპაში კი მოსალოდნელზე ცივი ზამთარი ნაადრევად დაიწყო, რაც საბოლოოდ ფასების მნიშვნელოვან ზრდაში ითარგმნა.
ოქროს ფასი თვიურად 3.7%-ით შემცირდა. ძვირფასი მეტალი თვის განმავლობაში მერყეობით ხასიათდებოდა, რაც თავდაპირველად არჩევნებში ტრამპის გამარჯვებით, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციით იყო განპირობებული.
ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 2.0%-ით შემცირდა. სასუქების ინდუსტრიაში პრობლემები კვლავ გრძელდება. არასაკმარისი ხელმისაწვდომობის გამო (ფასები 2024 წლის დასაწყისიდან 33.3%-ით არის გაზრდილი) მოთხოვნა კვლავ დაბალი რჩება.
ხორბლის ფასები თვიურად 8.4%-ით შემცირდა. ნედლეული, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს ფასების ორნიშნა კლებით დაასრულებს. მიუხედავად ამისა, ტრენდი მალევე შეიძლება შემობრუნდეს.
სპილენძის ფასი თვიურად 5.1%-ით შემცირდა. ჩილეში (მსოფლიოს უმსხვილესი მწარმოებელი) სპილენძის მოპოვება ბოლო თვეების განმავლობაში მზარდია და ამ მხრივ ოქტომბრის თვე 2019 წლის შემდეგ საუკეთესო ოქტომბერი აღმოჩნდა.
ფეროსილიკონი - ევროპული ფეროსილიკონის ფასი თვიურად 1.2%-ით გაიზარდა, ჩინურის კი 2.3%-ით შემცირდა. მთავრობის მიერ გამოცხადებულმა დახმარების პაკეტმა ადგილობრივი მოთხოვნის გამოკეთება ვერ მოახერხა.